რა მატჩი, რა ემოციები - ხვიჩას ბოლოს გამარჯვების გოლის გატანა შეეძლო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მეათე ტურში „ნაპოლიმ“ და „მილანმა“ ქულები გაიყვეს - 2:2.

დებიუტში პოზიციური თამაში იყო, მომენტები იშვიათად იქმნებოდა. სადღაც მეოცე წუთისთვის თამაში გაიხსნა. აქტიურ ჟირუს ორი შანსი მიეცა, ჯერ მისი დარტყმული ბურთი რაჰმანიმ დაბლოკა, შემდეგ კი თავურით მერეტის კარი დალაშქრა და თერთმეტმატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა. მერე კვარაცხელიამ პოლიტანოს კარგი პასი გაუკეთა, მაგრამ მეკარე მანიუ საჯარიმოს გარეთ გამოვიდა და თავისი გუნდი გადაარჩინა. ცოტა ხანში ხვიჩა მეურვეს გაექცა, ბურთი პოლიტანოს გადააწოდა და მან ორიოდ მეტრიდან ვერ გაიტანა. სამაგიეროდ, "როსონერიმ" გაიტანა - 37 წლის
ჟირუმ მეორე სართულზე რაჰმანი ისევ დაჯაბნა და დუბლი შეასრულა. ცოტა ხანში თეო ერნანდესმა ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ უწია მიზანს და პირველი ტაიმი "მილანმა" 2:0 მოიგო.

შესვენებაზე „ნაპოლის“ მწვრთნელმა რუდი გარსიამ რაჰმანი ესტეგორით, მარიო რუი ოლივეირათი, ელმასი სიმეონეთი შეცვალა, პოლიტანომ კი სხვაობა შეამცირა. მასპინძლები უპირტესობას დაეუფლნენ. „კვარას“ დარტყმული ბურთი ტომორიმ დაბლოკა, გოლი მომწიფდა და რასპადორიმ საჯარიმოდან ანგარიში გაათანაბრა. სიტუაცია დაიძაბა, მსაჯმა „მილანის“ მწვრთნელი პიოლი გააძევა. გარსიამ მოედანზე ზელინსკის და პოლიტანოს ნაცვლად ანგისა და ძანოლი შეუშვა. 89-ე წუთზე ნატანმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და ნეაპოლელები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ. ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ კვარაცხელიას დარტყმული ბურთი მეკარემ ფეხით მოიგერია და საბოლოოდ ფრე - 2:2.

„ნაპოლი“ 18 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 4 ნოემბერს გასვლაზე „სალერნიტანასთან“ ჩაატარებს.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“

ნაპოლი - მილანი 2:2
გოლები: 0:1 ჟირუ (22), 0:2 ჟირუ (32), 1:2 პოლიტანო (50), 2:2 რასპადორი (63)
გაძევება: ნატანი (89)

მკითხველის კომენტარები / 39 /
აუუ ის გაეტანა რაა ბოლოს ! კუთხეში უნდა დაერტყა შორეულში ან ახლოში !
zura222
30 ოქტომბერი 2023 02:16
4
დაიწყებენ ახლა იმ კუთხეში უნდა დაერტყა, თავზე უნდა გადაეგდო, პასი უნდა მიეცა ის გოლი რომ გაეტანა და ასე შემდეგ. ვაღიაროთ რომ სუსტ გუნდებთან ძლიერია, ძლიერებთან კი მოისუსტებს. ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა,ჯერ არ არის უმაღლესი დონის ფეხბურთელი, კიდევ ბევრი უნდა იმუშაოს თავის თავზე. წარმატებები ვუსურვოთ.
ბადრი
30 ოქტომბერი 2023 10:27
39
ვინაა სუსტი გუნდი ლივერპული, იუვენტუსი, ატალანტა? ალბათ პრესას არ ეცნობით, ენები არ იცით, ქართული ბანძი შეფასებების გარდა სხვაგან არსად შეგიძლიათ მის შესახებ რაიმე სტატიის წაკითხვა. მსოფლიო აღიარებს კვარაცხელიას როგორც მსოფლიო დონის ფეხბურთელს და თქვენ ვინ ხართ? რა გაგიკეთებიათ, სად გითამაშიათ, რაიმე გამოცდილება გაქვთ ამ საკითხში?
სირცხვილია უბრალოდ. იიი მსოფლიო დონის არ არის ხო? ოქროს ბურთის 12 საუკეთესოში რომ მოხვდა არ გითხრეს? თამაშებსაც კი არუყურებენ, სადღაც ანგარიშს ნახავენ იიი გოლი ალ გაუტანია და მიდის უკვე ღარიბი ეგოს დაკმაყოფილება.
აბა ჩემსავით კი არ გაათენებენ ღამეს თამაშის ყურებაში და თითოელი მომენტით კი არ მიიღებენ სიამოვნებას. დილით გაიღვიძებენ ჩამოსქროლავენ და შეფასებას აკეთებენ კლავიატურაზე.
ასე გააგრძელეთ.
ბადრის
30 ოქტომბერი 2023 11:05
5
შარშან თუ შარშანწინ,ვიდეო იყო დადებული,სადაც უკვე ღამეა,ხვიჩა შორიდან კარში დარტყმებზე ვარჯიშობს და იძახის:სანამ ძელს არ მოვარტყამ ბურთს,მანამდე არ დავანებებო თავს ვარჯიშს.2019 წელს,მოსკოვის ლოკომოტივმა,თავის გუნდში არ დაიტოვა და გაუშვა,ამის შემდეგ,3 წელიწადში,იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და შენ გგონია,ეს უშრომლად,ან მამამისის,ბადრი კვარაცხელიას ხათრით მოხდა?!კი,არ იყო,ეს მატჩი,ხვიჩას ბენეფისი,მაგრამ თუ ფუქრობ რომ შეხვედრა ცუდად ჩაატარა,მაშინ სპორტის სხვა სახეობას უყურო,აჯობებს.გასაგებია,რომ სულ მეტი და უკეთესი გვინდა,მაგრამ ობიექტურობა არ უნდა დავკარგოთ.ძლიერ გუნდებთან იკარგებაო!ძლიერი გუნდი,იმიტომაცაა ძლიერი,რომ მასთან ბრძოლა ძნელია,თორემ მე და შენითანას,90 წუთი,ბურთზე ფეხს არ დაგვაკარებინებს,არა მარტო ხვიჩა,არამდე,ნაპოლის ნებისმიერი ფეხბურთელიც.
სოსო
30 ოქტომბერი 2023 10:46
2
ყველა გამოხმაურება
უსუსტესი თამაში! კმარა ხვიჩუ დიდ გუნდებთან გაქრობა!
Naci
30 ოქტომბერი 2023 03:51
70
შენც მიშას უყურე და ისიამოვნე
ვასო67
30 ოქტომბერი 2023 12:39
4
უნდა გაეტანა ბოლო წამზე და იქნებოდა საუკეთესო.
Devkalioni
30 ოქტომბერი 2023 02:11
5
კვარა კმარა!! (ვარდნა)
იკა
30 ოქტომბერი 2023 02:22
47
კვარა, პენალტებზე რატომ აღარ ჩალიჩობ?
Რაგბის ფანი
30 ოქტომბერი 2023 02:04
10
დიდ თამაშებში იკარგება ხვიჩუ :)
Giorgi
30 ოქტომბერი 2023 03:45
60
ძალიან ცუდი იყო ხვიჩა დღეს. კალაბრია კედილი აღმოჩნდა მისთვის. ბოლო მომენტზე კი კომენტარი ზედმეტია
Nick
30 ოქტომბერი 2023 01:55
57
მორიგი ბოღმიანი ხელმოცარული. ))))))
გივი
30 ოქტომბერი 2023 02:15
12
მოგეწონათ თამაში? დუელების უმეტესობაში კალაბრია იყო გამარჯბებული. კი ეხმარებოდნენ სხვებიც მაგრამ მოუწევს ამასთან შეგუება და ისწავლოს როგორ ეთამაშოს. ბოლოს კი უნდა გაეტანა გმირი გახდებოდა
Nick
30 ოქტომბერი 2023 02:35
13
ყველა გამოხმაურება
ბოღმიანი ან ხელმოცარულუ რა შუაშია? ბოღმიანი რომ ვიყო არ გამიხარდებკდა ხვიჩას ცუდი თამაში? რომ მწყინს მისი ცუდი მაგიტიმ ვწერ აქ. შენ ჩანხარ ხელმოცარული ვარდიაფერი სათვალით რომ უყურებ და სხვწბის კომენტარებს აკრიტიკებ
გივი-ს
30 ოქტომბერი 2023 02:37
18
ემოციური თამაში იყო ნამდვილად. არც დაძაბულობა აკლდა. მაგრამ ვერ ვიტყვი რომ მაღალი დონის ფეხბურთის მოწმეები გავხდით.ოთხი გოლიდან ,მინიმუმ ორი ქუჩის ფეხბურთის დონის იყო და დაცვის ბრალი.
ხვიჩამ არ ითამაშა ცუდად, განსაკუთრებით პირველ ნახევარში.
Walter White
30 ოქტომბერი 2023 02:41
26
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული