![](https://sportall.ge/pictures/image5/7ac031daa22960d76a73dbac9ef54bee.jpg)
"ოქროს ბურთის" 2023 წლის დაჯილდოებაზე საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ მე-17 ადგილი დაიკავა და ესპანელმა ჟურნალისტმა მიკროფონით კითხვით მიმართა - რომელ კლუბს ანიჭებს უპირატესობას, "რეალს" თუ "ბარსელონას"?
ქართველმა, რომელიც ბავშვობიდან "რეალის" გულშემატკივარია, ლაკონურად უპასუხა: "ორივეს! ეს ორი შესანიშნავი კლუბია".
!["რეალი" თუ "ბარსელონა"? - ხვიჩამ ცერემონიაზე კითხვაზე უპასუხა Sportall.Ge](/pictures/artimages/original/049429f071f20ea848e7f9ca3dea989c.jpg)
ნეაპოლური საიტები აღნიშნავენ, რომ კვარაცხელია არ დაიბნა, ჭკვიანური და დიპლომატიური პასუხი გასცა და არასაჭირო სპეკულაციას თავი აარიდა.
"ნაპოლი" 3 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე "რეალთან" სახლში 2:3 დამარცხდა. ეს გუნდები ერთმანეთს 30 ნოემბერს მადრიდში შეხვდებიან და ხვიჩას "სანტიაგო ბერნაბეუზე" თავის გამოჩენის
შანსი მიეცემა.