football.ua: ამას გოჩოლეიშვილისგან ვინ ელოდა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში "შახტარმა" "ბარსელონას" 1:0 სძლია. ნამატჩევს football.ua-მ "მეშახტეთაგან" ყველაზე მაღალი შეფასება, 8 ქულა, გიორგი გოჩოლეიშვილსა და გიორგი სუდაკოვს დაუწერა. აი, რა დაწერა გამოცემამ ქართველზე:

"ბარსელონასთან" შეხვედრის წინ კონოპლიას ყვითელი ბარათების ლიმიტის ამოწურვა პუშიჩის გუნდისთვის ნამდვილ ტრაგედიად მოჩანდა, რამეთუ მაშინ ვინ ელოდა, თუ ეფიმის პოზიციაზე კონკურენტს მისი არყოფნის კომპენსირება ღირსეულად შეეძლო. შემდეგ კი გოჩოლეიშვილი ჰამბურგში სასტარტოში გამოჩნდა და სრულად შეცვალა თავის შესახებ გულშემატკივრების მოსაზრება. რა თქმა უნდა, იყო მოქმედებაში გარკვეული წუნი, მაგრამ ფერანის თამაშიდან გამოთიშვა დიდწილად
მოხერხდა. სიკანის თავურზე გაკეთებული პასის დავიწყება უბრალოდ შეუძლებელია".

https://football.ua/
მკითხველის კომენტარები / 5 /
გამძლეობა ფიზიკურობა მეტი სისწრაფე ამ სამ კომპონენტს თუ მოუმატა შეტევაშიც ხეირიანად გაირჯება და დაცვაშიც ართმევაზე უკეთესი იქნება
გოგა
11:58 09-11-2023
0
კუნტრუშა ფეხბურთელია რაღაცნაირია საიმედოობას არასხივებს ართმევა საერთოდ არიცის რაარი
beqa
23:25 08-11-2023
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული