"ასე გააგრძელე!" - გოჩოლეიშვილი უეფამაც აღიარა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონასთან" მოგებულ მატჩში (1:0) "შახტარის" განაპირა მცველმა გიორგი გოჩოლეიშვილმა შეუცვლელად და საუკეთესოდ ითამაშა და საგოლე გადაცემა გააკეთა. ქართველს გარჯა დაუფასდა, Flashscore-მა მატჩის MVP-დ დაასახელა; football.ua-მ აღნიშნა, რომ ასეთ თამაშს ქართველისგან არ ელოდნენ; უეფამ კი Fantasy-ს ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა, რომელსაც დაგროვებული ქულებით ადგენს.

"ასე გააგრძელე, გიორგი!" - ეხმიანება გოჩოლეიშვილის აღიარებას დონეცკური კლუბი საიტით.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის სიმბოლური გუნდი

მეკარე: ანდრეი ლუნინი (რეალი - 12 ქულა)

მცველები: ხოსე მარია ხიმენესი (ატლეტიკო - 10), პეპე (პორტუ -
13), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი - 12)

ნახევარმცველები: ბუკაიო საკა (არსენალი 14), მიკელ მერინო (სოსიედადი - 13), დიეგო გონსალვეში (კოპენჰაგენი - 11), სამუელ ლინო (ატლეტიკო - 13)

თავდამსხმელები: ჰარი კეინი (ბაიერნი -13), ერლინ ჰოლანი (მანჩესტერ სიტი - 14), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო - 14)

მკითხველის კომენტარები / 5 /
დარათ გინდა ? გამოკეთდებაის ის "ძირითადი" მცველი რომ ყავთ და გოჩოს ისევ სკამზე დასვამენ ჩვენი "მეგობარი" უკრები @
zura222
21:31 09-11-2023
34
დიდებულია!საწყის წუთებში,დაძაბულობისაგან შეცდომები რომ არ დაეშვა და ისე ეთამაშა,როგორც დანარჩენი დრო,13 ქულას,ულაპარაკოდ აიღებდა,ხოლო ზუბკოვს,რამდენჯერმე სწორი გადაწყვეტილება რომ მიეღო და მისთვის გაეტანებინა ბურთი...ვინ იცის?!კარში კარგი დარტყმები,ყოველთვის გამოსდიოდა.ნაკრებში და ლიგაზე დარჩენილი თამაშები,თუ იგივე დონეზე ჩაატარა,ბევრი გრანდი დაუმიზნებს.დარწმუნებული ვარ.ბარსელონას ფეხბურთელებმა,თავის თავზე იწვნიეს,მისი თამაში.ნაკრებშიც აუცილებლად იქნებიან,ბარსას ბიჭები და მიუხედავად ესპანეთთან,პირველი,ჩაგდებული თამაშისა,ვფიქრობ ბარსელონას ხელმძღვანელობას,მისი შეძენის ინტერესი გაუჩნდება.მამარდას და ხვიჩას ველოდით,გრანდში და იქნებ პირველი მერცხალი,ამ თაობიდან,სწორედ გოჩოლა გახდეს.არც მამარდასგან ველოდით ასეთ სტარტს,არც ხვიჩასგან და რატომ ისიც არა?ოცნებას კაცი არ მოუკლავს.ინგლისელებთან მის რეიდს და გოლს ვინც ნახავს,შეუძლებელია მისი მიმართ,ინტერესი არ გაუჩნდეს.ახლა კი,სიმბოლურშიც მოხვდა.
სოსო
20:36 09-11-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული