ხვიჩას ხელიდან გაშვებული შანსი და გაფრთხილება - "ნაპოლი" "იუვენტუსთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მე-15 ტურში „ნაპოლი“ გასვლაზე „იუვენტუსთან“ 0:1 დამარცხდა.

დებიუტში სტუმრები აშკარად უკეთ გამოიყურებოდნენ, თამაში სწრაფ ტემპში მიმდინარეობდა, პირველი მომენტები მასპინძლებმა შექმნეს, მაგრამ ვლაჰოვიჩმა და კიეზამ ვერ გამოიყენეს. კვარაცხელიას კამბიასო მეურვეობდა და წესების დარღვევითაც აჩერებდა. შემდეგ სწრაფი კონტრიერიშისას ოსიმენმა ხვიჩა მეკარე შესნისთან პირისპირ გაიყვანა და მან ბურთი მიზანს ააცილა. მერე შესნიმ სამიოდ მეტრიდან დი ლორენცოს არ გაატანინა, თუმცა თამაშგარე დაფიქსირდა. ტაიმის ბოლოს "კვარას" გატი ეუხეშა, გაბრაზებულმა ქართველმა ბურთი ზურგში ესროლა და ყვითელი ბარათი მიიღო.

მეორე ტაიმი ტურინელებმა აქტიურად დაიწყეს, საჯარიმოში
ჩაწოდებულ ბურთზე ბრძოლა გატიმ რაჰმანის და დი ლორენცოს მოუგო და მერეტის კარი დალაშქრა. აქედან მოყოლებული ნეაპოლელებმა ინიციატივა დაიბრუნეს, ოსიმენს გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს, კვარაცხელიას დარტყმული ბურთი მცველმა დაბლოკა, დი ლორენცომ არაზუსტად დაარტყა და 86-ე წუთზე „კვარა“ სიმეონემ შეცვალა, ხოლო ანგარიში არ შეიცვალა, "იუვემ" გაიმარჯვა და გალიდერდა.

„ნაპოლი“ 24 ქულით ჯერჯერობით მეხუთე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 13 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგაზე „ბრაგასთან“ გამართავს.

ტურინი. „ალიანც სტადიუმი“
იუვენტუსი - ნაპოლი 1:0
გოლი: გატი (51)

მკითხველის კომენტარები / 44 /

კვარა ასე უპასუხისმგებლო, უჯიგროდ თამაში არ შეიძლება!ორთაბრძოლებში არ შედის.ბურთის მიღება,დამუშავება და საბოლოო,დამაგვირგვინებელი დარტყმა კიდევ უფრო გაუარესდა.ოსიმენის პასი წინ გაექცა და შემდეგ კიდევ უხეირო დარტყმა....დისციპლინა მოშლილია.თამაშის ბოლოს გააქტიურდა, მაგრამ ეს თამაშის ბოლოს.ეს უკვე ჩავარდნა კი არა მძიმე რეგრესია.თავი ხელში თუ არ აიყვანა, მოუწევს თამაშის დაწყება სათადარიგოთა სკამიდან.
KOSTAKURTA
02:05 09-12-2023
4
როგორ ეგრევე გამოჩნდებიან ხოლმე ვითომ კრიტიკოსები!!! რომელ ფეხბურთელს არ მოსვლია მსგავსი რამ?! პირველად ნახეთ ფეხბურთელმა მომენტი რომ ვერ გამოიყენა?! ჯანსაღ კრიტიკაზე არაფერს ვამბობ,მაგრამ შეეშვით ხალხნო მის მეუღლეზე საუბარს და ქილიკს,სირცხვილია!!! პატარა ერი ვართ,ძლივს გვეღირსა ფეხბურთელი და შევირგოთ ხომ შეიძლება?! გვერდში დავუდგეთ და წარმატებები ვუსურვოთ!!! ხვიჩამ იცის დაცემის შემდეგ ღირსეულად წამოდგომა,მიხედავს ის მის საქმეს!!! ვისაც არ გახარებთ კვარას თამაში უბრალოდ შეეშვით ჩემი რჩევაა,თორემ ბუმერანგის პრინციპი ალბათ გაგიგიათ!!! ხვიჩა წარმატებები❤️ გვიყვარხარ,მადლობა
ნამდვილი გულშემატკივარი
02:13 09-12-2023
25

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული