"ნაპოლის" კრიზისის სიმბოლო" - იტალიურმა პრესამ კვარა კრიტიკის ქარცეცხლში მოაქცია

AutoSharing Option
გუშინ, 8 დეკემბერს, სერია A-ს მე-15 ტურში "იუვენტუსმა" "ნაპოლის" უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. მატჩის პირველ ტაიმში "პარტენოპეის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია "ბებერი ქალბატონების" მეკარესთან ვოიცეხ შჩესნისთან პირისპირ აღმოჩნდა, თუმცა ქართველმა გოლის გატანა ვერ მოახერხა.

გამოუყენებელი მომენტის გამო, "კვარა" იტალიურმა მედიამ კრიტიკის ქარცეცხლში მოაქცია. გთავაზობთ მათ კომენტარებს.

"შჩესნითან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ მოულოდნელად გოლის გატანა ვერ მოახერხა, ამ ეპიზოდის შემდეგ ფსიქოლოგიურად წნეხს ვერ გაუძლო, ამაზე ცუდ მატჩს ფიზიკურად ვერ ჩაატარებდა" - Eurosport-ი.

"ნაპოლის" კრიზისის სიმბოლო, მას თითქმის არაფერი გამოსდის, მისი დრიბლინი გაუჩინარდა, შესანიშნავი
შანსი გაანიავა" - La Gazzetta dello Sport-ი

"სენსაციური შეცდომა დაუშვა, არადა, ოსიმენმა შოკოლადი მიართვა. ზედმეტად ბევრი იფიქრა და არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. "კვარას" გაფუჭებული მომენტის გამო, "ნაპოლიმ" მატჩში გარდატეხის შეტანა ვერ მოახერხა" - Tuttonapoli.

"ხვიჩამ სერიოზული შეცდომა დაუშვა, როდესაც ოსიმენმა ბრწყინვალე პასით მეკარესთან პირისპირ დატოვა" - Sportmediaset-ი.

"გარდა გამოუყენებელი საგოლე მომენტისა, რომელიც ამ შეხვედრაში საუკეთესო შანსი გახლდათ, იმედგაცრუების გამო, ყვითელი ბარათიც მიიღო, ამის თავიდან არიდება შეიძლებოდა" - Football Italia

„ნაპოლი“ 24 ქულით ჯერჯერობით მეხუთე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 13 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგაზე „ბრაგასთან“ გამართავს.

alt"გეტყვით, კვარაცხელიას რატომ უჭირს" - რა თქვა მაცარიმ "იუვენტუსთან" მატჩის შემდეგ

alt"პრობლემა კვარაში უფროა თუ "ნაპოლიში?" - მერაბ მეტრეველი

alt"მოედანზე ყველაზე ცუდი იყო, საკუთარი თავის აჩრდილია" - იტალიელი ჟურნალისტი კვარაცხელიაზე

altხვიჩას ხელიდან გაშვებული შანსი და გაფრთხილება - "ნაპოლი" "იუვენტუსთან" დამარცხდა [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 43 /
თუ მხოლოდ იმ მომენტზე ვიმსჯელებთ,ხვიჩამ ბურთი ზომაზე მეტად გაიგდო წინ,მეკარე ძალიან მიუახლოვდა და თავზე ბურთის გადაგდების ნაცვლად,იძულებული გახდა,მოსწრებაზე დაერტყა ბურთი.სხვაგან დავწერე და დისლაიქები არ დაიშურეს,მაგრამ აქაც გავიმეორებ:ვისაც კარგ ხელფასს უხდიან,პასუხიც მას მოსთხოვონ.პასუხისმგებლობა,ანაზღაურების პროპორციულია.ყველგან ასეა და ხვიჩაა მხოლოდ,ვინც მუქთაზე უნდა იმუშაოს,ყველამ სხვადასხვა ბრუნვაში აბრუნოს და ნერვები რატომ ეშლებაო,კიდევ იქით უსაყვედუროს?მთელ ნაპოლის,მასზე უკეთესი ხელფასი აქვს.ესე იგი,მასზე უკეთეს ფეხბურთელებადაც ითვლებიან და დაე მათ ითამაშონ,უკეთესად.მილიონს უხდიან,და 2 მილიონისას თამაშობს.მაგაზეც მადლობა უთხრან.დე ლავრენტისი,მეტს არ იმსახურებს.ვინც ფიქრობს,რომ ხვიჩამ, ამ ხელფასზე,მთელ გუნდზე უკეთესად უნდა ითამაშოს,მათ ჩემთან სამუშაოდ დავუძახებ.ვენახის ძირები მაქვს გამოსაბარი და დღეში,5 ლარს გადავუხდი.თუ ორპირს გადააბრუნებს,ქებას, დიდებას და მადლობას არ მოვაკლებ.ვინც თანახმაა,გამომეხმაურეთ.აბა?!ვინ არის,მოტივირებული!
სოსო
09 დეკემბერი 2023 20:45
10
მხოლოდ ხელფასი არ არის,დავით.რომ შეჰპირდა და გადააგდო.ესეც და ოსიმენიც,ეგ არის.სულელად რომ გამოჰყავხარ,ეგ არის საწყენი და ხალისის დამკარგავი.აგერ ახლა,ოსიმენთან ისევ დაიწყესო,ხელფასის მომატებაზე მოლაპარაკება და 10 მილიონს სთავაზობენო.კარგი,ვთქვათ ოსიმენი კვარაზე ძლიერია,10-ჯერ მეტი უნდა გადაუხადოს?ეგეც საკითხავია,დაუნიშნავს თუ არა,მაგდენს,მაგრამ მაგის გარეშეც,ოსიმენს თითქმის 5 მილიონი ჰქონდა და ისევ მას რომ უმატებს,ამას კი,სტაჟიორის ხელფასს რომ უტოვებს,არ არის შეურაცხმყოფელი?როცა შეურაცხყოფას გაყენებენ,იქ ფულზე კი არა,უკვე ღირსებაზე გადადის საქმე და სულაც სკამზე რომ გადასვას,ხვიჩას ადგილზე,გუნდიდან გაშვებას მოვთხოვდი.ხვიჩასთვის ხელფასი,უკვე შარშან ზამთარშივე უნდა მოემატებინა,დე ლავრენტისს.ზაფხულში მაინც,უკვე აუცილებლად და ამდენი ხანი არ აეგდო, მასხარად.ისე,ოსიმენმაც წასასვლელად რომ გაიწია,ახლა ამოიღო დე ლავრენტისმა ხმა,ხელფასის გაზრდაზე.სადაც პატივს არ გცემენ,იქ არ უნდა დარჩე.
სოსო
10 დეკემბერი 2023 21:57
0
სოსო-ს! შენი კომენტარი ამტკიცებს იმას რომ ხვიჩა ცუდი ანაზღაურების გამო არ იკლავს თავს და ამიტომ არ თამაშობს. რაც მე პირადად არ მიმაჩნია სწორად. კი რა თქმა უნდა ფულს ზოგჯერ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ არა ამ შემთხვევაში. მოედანზე რომ გადიხარ იქ ფულზე არ ფიქრობ, იქ ხარ მებრძოლი, როგორც ომში. ძალიანაც რომ არ გინდოდეს თამაში კარგად, მაინც ვერ შეძლებ, თუ პროფესიონალი ხარ. მე იმის თქმა მინდა რომ მოედანზე გასული ფეხბურთელისთვის ფული მეორეხარისხოვანია იმ კონკრეტულ მომენტში. წინა კომენტარში ავხსენი თუ რატომ ამართლებენ ხვიჩას ჩავარდნას, არადა ფაქტია რომ ბიჭი ვეღარ თამაშობს ისე, როგორც შარშან. რაც შეეხება თვითონ გუნდს ნაპოლის კიმის გაყიდვა არაა მარტო. აქ მწვრთნელის პრობლემაა. კარგი გუნდის შექმნა საშუალო ფეხბურთელებითაც შეიძლება. ( არაძვირადღირებული) შეხედე შტუტგარტს, ლევერკუზენს, რომელსაც ბოლო 25 მატჩი არ წაუგია, იმათ გგონია დიდი ხელფასები აქვთ? ასტონ ვილა გამომრჩა კიდევ დამშეული მგლებივით თამაშობენ. ასე რომ შენ რეალი სიტი და პსჟ პატრონებივით ვერ იქნება ყველა. აგერ სიტი ლუტონთან აგებს პირველ ტაიმში. და ბოლოს როდის მოიგეს თვითონაც აღარ ახსოვთ. ის შედარება რომ ხალხი უცხოეთში გარბის უკეთესი ანაზღაურებისთვის ეგ სხვა რამეა, რაც ფეხბურთთან კავშირში არაა. ასევე შეუძლებელს ვერ გააკეთებ როგორც არ უნდა გიჭირდეს. თუ პროფესიონალი არ ხარ. 32წელი ვიცხოვრე უცხოეთში და კარგად ვიცი რასაც ვლაპარაკობ.
დავით 67
10 დეკემბერი 2023 19:46
1
ყველა გამოხმაურება
გამოვიდეს და სთქვას რა ჭირს ამ კაცს
?
09 დეკემბერი 2023 20:24
5
ცოლის მოყვანა არ უნდოდა და ძალით მოაყვანინეს
K
10 დეკემბერი 2023 00:11
1
ისევ წარსულით ცხოვრება, ისევ ძველი ამბების გახსენება. ზოგის კომენტარი სადღეგრძელოს მაგონებს ტკბილი მოგონებების. აწმყო და მომავალზე არავინ აკომენტარებთ ( ყველას არ ვგულისხმობ) ვერ ხედავთ რომ ბიჭი ვეღარ თამაშობს? ძალიანაც მინდა რომ ისევ ისეთი იყოს, როგორც წინა სეზონში, მაგრამ არ არის ისეთი და თავს რატომ იტყუებთ? ვისაც არ უნდა კრიტიკის მოსმენა, გაიძახიან ნიჭიერი არისო, თითქოს ვინმე უარყოფდეს. ნიჭს შრომა და გამოყენება უნდა. ვნახოთ იქნებ ათამაშდეს, ძალიან გაუგრძელდა ეს ჩავარდნა. ის რომ მისი თამაში შეისწავლეს ეს აბსურდია. კარში ვერ ურტყამს ზუსტად, თანაც აგვიანებს დარტყმას, დრიბლინგებს ერიდება. რაღაც ხდება მის თავს. ცოლი და ოჯახიც არაფერ შუაშია მგონია. მოკლედ რეალურ მიზეზს მე ვერ ვხედავ თუ რატომ არაფერი გამოსდის. ჯადო და შელოცვებისგან მე პირადად შორსა ვარ.
დავით 67
09 დეკემბერი 2023 19:12
3
რეალობას უნდა გაუსწორო თვალი კვარამ რა მომენტიც ვერ გამოიყენა ესე არ უნდა ხდებოდეს აქ უფრო თავში ავარდნას ვხედავ და დასჯა უნდა მე ასე მოვიქცეოდი
დათო
09 დეკემბერი 2023 18:56
11
მიუხედავად იმისა რომ შვილივით ვგულშემატკივრობ ბოლო ორ თამაშში ორი დიდი შანსი გაანიავა.
კვარაჩელე
09 დეკემბერი 2023 18:15
2
ერთ რამეს ვერ ვიგებ თქვენგან.ჩავარდნა ნებისმიერ ადამიანს აქვს ნებისმიერ სფეროში,რაც ისევ თავდაუზოგავი შრომით არის გამოსწორებადი.როცა ამდენი ხნის მანძილზე გრძელდება ეს აშკარად შენშია პრობლემა.,რაც ან ვინმემ უნდა მიგითითოს ან შენ უნდა მიხვდე.რაც შეეხება დაუფასებლობას,მეტი რა უნდა დაგაფასონ ერთ წელიწადში ყველანაირ პრიზზე წარადგინეს,ხელფასი მომიმატონ და მერე ავთამაშებდი ,ბოლო ბოლო დაგსვავენ სკამზე ან დაგაბრუნებენ საიდანაც ჩამოხვედი.ამხელა აღიარება მარადონას არ ქონია თავის დროზე ასე მოკლე ხანში.მეტი მუშაობა საკუთარ თავზე და ნაკლები ხელების გაშლა და შედეგიც დადგება
გიორგი
09 დეკემბერი 2023 18:09
2
მე კიდევ ვფიქრობ, რომ საკუთარ თავზე მეტმა მუშაობამ და ათასნაირმა სქემებმა ქნა ის, რომ ხვიჩა ფეხბურთს ვეღარ თამაშობს, ხვიჩა პროსტა მოედანზე შრომობს, მუშაობს! ეს კი არის ის რასაც ხედავთ! ხვჩამ ფეხბურთი უნდა ითამაშოს!
aburjga
09 დეკემბერი 2023 18:47
6
ბიჭმა ერთ წელიწადში თუ რამე ჯილდო არსებობდა, მგონი ყველაფერი მოიგო და გუნდი ჩემპიონი გახადა. გადამწყვეტი გოლები და საგოლე მომენტები ხვიჩას შექმნილი იყო თითქმის ყველა. და ამ ახვარმა სიმბოლურადაც არ გაუზარდა ანაზღაურება. მოტივაცია მოუკლეს ბიჭს და ახლა "კრიტიკის ქარცეცხლში" ატარებენ. თქვენი ...
ზაზა
09 დეკემბერი 2023 17:40
17
წელიწადნახევარია ამის შოკოლად-პასებს ანიავებს მთელი ნაპოლი და ამას ერთ შემთხვევაზე ნახეთ რა ცოდვები აკიდეს, თურმე ნაპოლი ევროპის ტოპ-გუნდი იყო და ხვიჩამ გააფარჩაკა. ვაი თქვენს პატრონს! იმას რატომ არავინ წერს, რომ უსამართლობაა ყველაზე მკაცრად აკრიტიკო ის, ვისაც ყველაზე დაბალი ხელფასი აქვს. რამდენსაც უხდიან, იმდენს თამაშობს და მორჩა! ეს ხელფასი არ ღირს ტრავმის რისკად! ხვიჩა მაქიდან მაქიდან მალე წავა მართლა ტოპ-გუნდში, ნაპოლი კი კიდევ 30 წელიწადს (მინიმუმ) ვერ გახდება ჩემპიონი!
ქომაგი
09 დეკემბერი 2023 17:19
9
ეგ სად წაიკითხე, რომ ხვიჩამ ნაპოლი გააფარჩაკა?? ასევე რა იცი რამდენი წლის შემდეგ გახდება ჩემპიონი?
დავით 67
09 დეკემბერი 2023 19:15
9
ხვიჩა თუ გექნება საშვალება რომ წახვიდე ნაპოლიდან არც დაფიქრდე ))) ყველაზე მაგარი ფეხბურთელი ხარ მთელ ნაპოლში ყველაზე დაბალ ხელფას გიხდიან და აგრეთვე ყველაზე მეტს თხოულობენ შენგან )))
hii
09 დეკემბერი 2023 17:12
9
შარშან 0 წნეხი ქონდა. ლაღად თამაშობდა. წელს უკვე მთელი ნაკრების და ნაპოლის ტვირთი რო აქვს მოკიდებული მაგრა ნერვიულობს.
ამიტომაც არ მევასება ეს გადამეტებული კრიტიკა ან ქება-დიდება, ფეხბურთელი რო კითხულობს ეგეთ რამეებს უფრო მეტ პასუხისმგებლობას გრძნობს რომ იმედები გაამართლოს და წნეხში ექცევა. აშკარაა რომ მუხლების კანკალით თამაშობს წელს. სანამ არ დაწყნარდება და დაიკიდებს გულშემატკივრის ქება დიდებას და კრიტიკას მანამდე ასე იქნება. შარშან მაგისთვის ფეხბურთი იყო გართობა, წელს არის სამუშაო.
სპალეტის ეტყობოდა რომ კარგი პერსონალური მენეჯერია, ყველანაირ წნეხს არიდებდა. წელს უკვე კუანა მწვრთნელების ხელშია და მარტო თავის თავზეა დამოკიდებული.
Helados
09 დეკემბერი 2023 16:54
5
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული