როგორ ავხსნათ ის, რაც ხვიჩას თავს ხდება - "რატომ მაინცდამაინც მე?!"

AutoSharing Option
"უნარები და ჩვევები, რამაც ჩვენი წარმატება და სტატუსი განაპირობა, შესაძლოა, შემდგომი წინსვლისთვის აღარ იყოს საკმარისი" - ეს მარშალ გოლდსმითის სიტყვებია. თანამედროვე ფეხბურთში ვარსკვლავების ხვედრი რთულია, მოწინააღმდეგე ყველა დაშვებული თუ დაუშვებელი გზით გაიძულებს, მუდმივად სიახლეზე იფიქრო, საკუთარ შესაძლებლობებს რაღაც განსხვავებული შესძინო.

ხვიჩა კვარაცხელია ის კაცია, რომელიც ერთ ადგილას არასდროს ჩერდება და ზუსტად იცის, თავისი მიზნების განმსაზღვრელი ხაზი მაქსიმალურად შორს უნდა გაავლოს; ძალისხმევისა და რესურსების შეთავსებაც კარგად შეუძლია... პირველი შთამბეჭდავი წლის შემდეგ ბევრი წინაღობაა. როცა რაღაც ახალზე ვსაუბრობთ, აქ მხოლოდ ცალკეული ფეხბურთელი
არ უნდა ვიგულისხმოთ, მწვრთნელსა და თანაგუნდელებზეც ითქმის, ეს ამბავი კი ბოლო დროს პრობლემურია...

რა შეგვიძლია დავასახელოთ ახლა ხვიჩა კვარაცხელიას წმინდა საფეხბურთო სირთულედ? - პასუხი იქნებ მარტივიცაა და რთულიც. "კვარა" ძველებურად შემართული არაა? - გამორიცხულია, ის ისევ ბევრს მოძრაობს, ეხმარება დაცვას, იგებს ორთაბრძოლებს. დრიბლინგი? - ვხედავთ, რომ მის წინააღმდეგ განსაკუთრებული მეურვეობაა, ამ დროს რთულია, ექსტრაორდინარული იყო, მუდამ გამწვავებაზე წახვიდე, ბურთის დაკარგვის და საპასუხო იერიშის განხორციელების საფრთხეც დიდია.

ხვიჩა ყველას გულებში, პირველ რიგში, მაინც იმის გამო შეიჭრა, ლამის მძლეოსნობად ქცეული დღევანდელი ფეხბურთი სიხალისითა და ფინტებით გაამრავალფეროვნა. იქნებ ეს ძველებურად რომ არ გამოსდის, ქართველ გარემარბზე წნეხს ზრდის. რა თქმა უნდა, რაღაც ისე თუ აღარაა, როგორც ადრე, ეს ფრუსტრაცია არაფრითაა, მსგავსი ფიქრები ჩვენებურს არ უნდა ჰქონდეს, ამას ზედმეტი საზრისი არ უნდა მიანიჭოს!..

Sportall.Ge

კვარაცხელია საკუთარ თავზე მუშაობს და ზუსტად იცის, პრობლემის გადაჭრაზე მიმართული აქტივობები როგორ დაგეგმოს. ამისთვის იქნებ სხვების დახმარებაც საჭიროა, შესაბამისი ადამიანების ზუსტი და ეფექტური მუშაობა. მწვრთნელისგან მხოლოდ "ჩახუტებაც" პანაცეა ვერ იქნება.

არ გვინდა, ვინმემ იფიქროს, რომ გარკვეულ საკითხებში ორაზროვნება გვახასიათებს. მაგალითად, ვწერთ, რომ ნეაპოლელთა 77-ე ნომერს ფორვარდის თვისებები აქვს, ამავდროულად კი, ვნახეთ, მან ძალიან რეალური მომენტი ვერ გამოიყენა. შოტლანდიისა და ესპანეთის ნაკრებებთან რაც იყო, დასკვნისთვის საკმარისია. უბრალოდ, მაინც უნდა განვასხვავოთ მუდმივად გარკვეულ პოზიციაზე თამაში და ეპიზოდურად იმ როლში აღმოჩენა. ისე კი, ხელსაყრელი მომენტი არაერთ დიდ ფორვარდს ვერ გამოუყენებია. ჩვენებურმა თავი იმის ფიქრით არ უნდა დაისტრესოს - "რატომ მაინცდამაინც მე?!"...

მაინც როგორ შეიძლება ავხსნათ ის, რაც "იუვენტუსთან" მოხდა? - "კვარა" ბოლო დროს შეეჩვია, რომ მას გადაწყვეტილების მისაღებად ცოტა დრო აქვს, ხშირად უბლოკავენ დარტყმებს და მეკარეებიც თავგამოდებულები არიან. ხვიჩამ ახლა ბურთი ისეთ სიტუაციაში მიიღო, სხვადასხვა ვარიანტი გაიაზრა, როგორც დარტყმის, ასევე ბურთთან ერთად მოძრაობის გაგრძელების. კვარაცხელიამ გონებაში ყველაფრის გაელვება მოასწრო, მწარე გამოცდილებისა თუ თავისი შესაძლებლობების და გადაწყვიტა, მაღალ კუთხეში დაერტყა...

Sportall.Ge

უფრო დამაფიქრებელი კი მაინც ის იყო, ჩვენებურს ამის შემდეგ ემოციების კონტროლი რომ გაუჭირდა, პროვოკაციასაც აჰყვა და გაფრთხილება სეზონში უკვე მესამედ მიიღო. არადა, გასულ გათამაშებაში მას მხოლოდ ერთი ყვითელი ბარათი ჰქონდა. ყველაფერს დისციპლინურ საკითხთან რომ არ მივყავდეთ, ამას განსაკუთრებულად არ ჩავთვლიდით. ამაზე საგანგაშო კი ის იქნება, ქართველი ფეხბურთელი ჩვეულ ხასიათს, სიხალისეს და პროცესით სიამოვნების სრულფასოვნად მიღებას მაქსიმალურად სწრაფად თუ არ დაიბრუნებს. რა თქმა უნდა, ყველაფერს ვერ ვხედავთ, თუმცა ხვიჩას ცხოვრებაში ბოლო ერთ წელიწადში ყველაფერი პოზიტიური მოხდა. სირთულეებისა და პასუხისმგებლობის ზრდაც გვესმის, მაგრამ ვარსკვლავობის გზაზე ეს მნიშვნელოვანი ამბავია. მის გვერდით უმარავი ადამიანია, რომლებთანაც ემოციების გაზიარება შეუძლია, რაც სრულყოფილს გახდის!..

altხვიჩას ხელიდან გაშვებული შანსი და გაფრთხილება - "ნაპოლი" "იუვენტუსთან" დამარცხდა [VIDEO]

alt"ნაპოლის" კრიზისის სიმბოლო" - იტალიურმა პრესამ კვარა კრიტიკის ქარცეცხლში მოაქცია

მკითხველის კომენტარები / 70 /
კომპლექსური ამბავია ალბათ ეს. ჯერ ერთი ჩავარდნაც არ ქვია, ვერ გაიტანა კი, მაგრამ ბევრს, უფრო სახელოვანსაც ვერ გაუტანია, არ დაგვავიწყდეს რომ ორიოდე კვირის წინ შოტლანდიას და ესპანეთს ისეთები გაუტანა უეჭველ გასატანს რომ ვერ დაარქმევდა ვერავინ. უბრალოდ შარშანდელი სუპერვარსკვლავური სეზონის შემდეგ შემდეგ ყოველ მატჩში ყველა ელოდება განსაკუთრებულ თამაშს.ახლა ხვიჩა განა ელმასზე ცუდ ფეხბურთს თამაშობს,უბრალოდ გვინდა რომ მბაპე-ბელინგემზე ნაკლები არ ითამაშოს, თანაც შეუძლია. თუ რატომ ვერ თამაშობს აი ამის მიზეზიქ კომპლექსური, ალბათ, თავშიდაც რომ ვახსენე. შეიძლება რაღაც დოზით ცოლის მოყვანის ამბავიცაა, თუნდაც იმ კუთხით, რომ ადამიანის ცხოვრების წესი შეიცვალა, ხელფასის არ მომატების ამბავიცაა ალბათ და ამით გამოწვეული დემოტივაცია, ყოფილ მწვრთელთან შეუთავსებლობის თემაცაა და ტრამვის გამო გამოტოვებული წინასასეზონე მომზადების, გაასმაგებული ყურადღების მოწინააღმდეგეთა მხრიდან და მისი ფლანგის მცველების არ ყოფნისაც. რაც ჩამოვთვალე, ყველა ეს ფაქტორი დროებითი მგონია და დალაგებადი - ჩემი ვარაუდით, სადღაც ადრე გაზაფხულისთვის ისევ ძველებურ კვარას ვნახავთ.
გიორგი
13 დეკემბერი 2023 01:20
1
კიდე კაი კვარა არ ვარ თორე ნაპოლის საერთოდ რა დღეში ჩავაგდებდი ნახავდით.დანარჩენები რას აკეთებენ და რატო იღებენ კვარაზე მაღალ ხელფასს თუ გუნდის წაგება მოგება მარტო კვარაზე ყოფილა დამოკიდებული. იდგნენ ეხლა და იმარჩიელონ რა ჭირს კვარას ვითომ ძაან ძნელი მისახვედრია რო უკმაყოფილოა.როცა მიხვდებიან და კონტრაქტს შეუცვლიან მაშინ ვილაპარაკოთ. მანამდე კი ნაპოლის წაგებებს ვუსურვებ.
მორიელი
12 დეკემბერი 2023 00:54
2
ნუ შეჭამეთ ეს ბიჭი! ფეხბურთს, ნაპოლის თამაშების გარდა ეტყობა არ უყურებს ეს ხალხი! ვის, რომელ მაგარ ფეხბურთელს არ ჰქონია ეგეთი ე.წ.'პალასა' ბურთი რომ კარში არანაირად არ მიდის? იუვენტუსთან თამაშშიც , საერთოდ რომ არ ყოფილიყო ის მომენტი, დანარჩენი 90 წუთის მანძილზე ეგ და ოსიმენი ყველას ჯობდნენ - დანარჩენებმა საშინლად ითამაშეს, შენელებულ კადრებს ვუყურებდით თუთქოს. რა ავადმყოფობაა ასეთი ჯერ მარადონას შეადარო ახალგაზრდა ფეხბურთელი, მართალია უნიჭიერესი მაგრამ რომელსაც ჯერ უამრავი აქვს სასწავლი და დასახვეწი და მერე ცოცხლად შეჭამო, როგორ გაბედა და რატომ გაუჭირდა მეორე წელიო, რომელიც ზოგადად ყველას უჭირს, რატომ არ არის ისეთი, როგორიც მაშინ იყოო, როცა არავინ იცნობდა და შეუდარებლად მეტი თავისუფლება ქონდა, და საერთოდ ჩემს მოლოდინებს რატომ არ ამართლებო?
ხოდა ხვიჩა, თუ გინდა ყველაფერი კარგად იყოს, უპირველეს ყოვლისა დაწყნარდი, არ მიაქციო ყურადღება მაყურებლებს და ჟურნალისტებს, მხოლოდ საკუთარ განვითარებაზე იფიქრე და ივარჯიშე, შენი სისუსტეების გამოსწორებაზე იმუშავე. დანარჩენი კი.. წერონ და იკითხონ.
არტ
11 დეკემბერი 2023 22:08
2
კაკამ ახალგაზრდა ასაკში მოიყვანა ცოლი,ახალი მოყვანილი ყავდა ცოლი, რომ ყველაფერი მოიგო რის მოგებაც შეეძლო:ჩემპიონთა ლიგა,სერია-ა,საკლუბო ჩემპიონატი,სუპერ თასი,ოქროს ბურთი,კონფედერაციის თასი,ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი!!!.. ქართველ ქალთმოძულეებს კი მორალი არ გააჩნიათ!!
გაგა
11 დეკემბერი 2023 17:38
5
გაუძელი ხვიჩა, გაუძელი))))
აკოფა პაპა
11 დეკემბერი 2023 15:52
1
აკოფა პაპა, ყველაფერი რიგზე იქნება.
გიორგი
11 დეკემბერი 2023 21:09
1
შვილო ხვიჩა გაუძელი.
გურგენა პაპა
11 დეკემბერი 2023 15:51
1
გავითვალისსწინებ ლადო პაპა. შენს პირს მანგოს მურაბა.)
ნიცა
11 დეკემბერი 2023 15:48
3
გულშემატკივარს გვეშლება ნერვები ბრბოს რეაქციაზე თორე ხვიჩას ძლიერი მენტალიტეტი აქვს. ბევრჯერ გაუძლო და კიდე გაუძლებს. მისი მენტალიტეტი გვაძლევს იმედს მის ნამდვილ გულშემატკივარს, რომ ეს ბოროტი და გამწარებული ადამიანები, ვინც აქ აკომენტარებს მასზე გავლენას ვერ იქონიებს.
როგორც ერთმა ჩემმა საყვარელმა ფეხბურთელმა, შუა თითის მაჩვენებლებს კოცნა გაუგზავნა, ზუსტად ისე იქნება. ხვიჩაც ასეთია, არასოდეს უპასუხია აგრესიული ბრბოსთვის.
შუა თითის მაჩვენებელ ველურს ყოველთვის კოცნა უნდა გაუგზავნო და ყოველგვარი აგრესიის გარეშე აგრძნობინო, სად ხოხავს თვითონ და სად ხარ შენ, მენტალურად!
წინ ხვიჩა
Skeleton
11 დეკემბერი 2023 15:15
2
აი ეს პოსტი, ნამდვილი სკელეტონისაა და როგორ განსხვავდება,იმ ვირთხისაგან დაწერილი პოსტებისაგან,მის სახელს ამოფარებული,სიბინძურეებს რომ ანთხევს.
სოსო
11 დეკემბერი 2023 18:17
1
ნიცა!შვილო გამძლეობას გისურვებ,ამ ქალთმოძულეების და მგლების ხროვის წინაშე,ბოროტებას კი ერთი თვისება აქვს, ყველას ბუმერანგივით უბრუნდება უკან!!!!?
ლადო
11 დეკემბერი 2023 15:01
1
აუცილებლად დაუბრუნდებათ, თან საერთოდ რომ არ ეგონებათ მაშინ.
კაცი რომ ჭორაობას დაიწყებს სხვის ცოლებზე, იმის კაცობა იქაა დამთავრებული. რაღა უნდა გააკეთოს იმან მერე კაცი რომ გახდეს.
ლადოს
11 დეკემბერი 2023 15:16
1
რა დრიბლინგები და ფინტები აღარ გამოსდის ხალხო სულ გაგიჟდით?
კარს რომ ააცილა იმაზე წერეთ ისევ და ტყუილების მოგონება არაა საჭირო ტექსტების გამრავალფეროვნების მიზნით.
ისედაც არ უყურებს ხალხი და თქვენს დაწერილებს ენდობა, თქვენ კიდე ცეცხლზე ნავთს უსხამთ.
ჩემპიონთა ლიგაზე პირველ ადგილზეა დრიბლინგებში, მბაპესაც არ აქვს მაგდენი დრიბლინგი რეებს წერთ მართლა?
ფინიშინგის პრობლემა დგას ამ წუთში და თუ მაინცდამაინც მაგაზე ილაპარაკეთ.
გატის ფეხებს შორის ვინ გაუძვრინა, რა ფინტები აღარ აქვს.
მოკლედ რააა სად ვართ
Skeleton
11 დეკემბერი 2023 14:41
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული