დიდებული მამარდაშვილი - "ვალენსიამ" "ბარსელონასთან" ფრეს მიაღწია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მე-17 ტურში „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე „ბარსელონას“ დაუზავდა - 1:1.

მატჩი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და იარემჩუკის დარტყმული ბურთი მეკარე პენიამ მოიგერია. სტუმრებმა შეტევებით უპასუხეს და ლევანდოვსკის გატანა ორჯერ მამარდაშვილმა არ დაანება. თამაში ლამაზი სანახავი იყო, უპირატესობას კატალონიელები ფლობდნენ და შესვენების შემდეგ ფელიქსმა დააწინაურა. მერე გიორგიმ რაფინიას არ გაატანინა, ცოტა ხანში კი გილიამონმა ანგარიში გაათანაბრა. 83-ე წუთზე რაფინია მამარდაშვილთან პირისპირ გავიდა და ქართველმა თავისი გუნდი ისევ გადაარჩინა.

ანალიტიკურმა საიტებმა მისი თამაში ასე შეაფასეს: flashscore 7.8 (ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი ქულა მიიღო), sofascore
7.6, whoscored-ი 7.4

„ვალენსია“ 20 ქულით მეათე ადგილზეა და 19 დეკემბერს გასვლაზე „რაიო ვალეკანოს“ შეხვდება.

ვალენსია. „მესტალია“
ვალენსია - ბარსელონა 1:1
გოლები: 0:1 ფელიქსი (55), 1:1 გილიამონი (70)

მკითხველის კომენტარები / 6 /
კარგად ითამაშა. ეტყობა რომ ფსიქოლოგიურად გაძლიერდა. მიუხედავად ყველაფრისა მაინც მიმაჩნია რომ უნდა დატოვოს "ვალენსია". ასეთი უაზრო და არასასიამოვნო ფეხბურთი რასაც ამ კლუბის შესრულებით ვხედავთ,იშვიათია. გიორგის ვუსურვებდი ცოტა გამოსვლის გაუმჯობესებას და ნებისმიერ იტალიის კლუბში გადასვლას.ჩემი აზრით, ჯერჯერობით ინგლისში დაიკარგება.იტალიური ე.წ. "ქუჩის ფეხბურთი" მისთვის უფრო შესაბამისია და კიდევ უფრო გაიზრდება.წარმატებები.
Walter White
17 დეკემბერი 2023 11:04
3
კარგი სეივები ჰქონდა ბოლოში, ამან ფეხით თამაში რომ ისწავლოს, რამოდენიმე წელიწადში მეკარე ვერ აჯობებს
მამუკა
17 დეკემბერი 2023 02:41
1
ბრავო ეს მაგარი გვყავს
გიორგი
17 დეკემბერი 2023 02:28
0
ძალიან კარგად ითამაშა..უმაღლეს დონეზე...6 სეივი..აქედან 4-5 მაინც ნაღდი საგოლე...ამბრაზურასავით არის კარებზე გადაფარებული..ასეთ გუნდებთან და ასეთ თამაშებში იზრდბა და ვითარდება...რამხელა ძალაა ჩვენი ნაკრებისთვის..საიმედო მეკარე გვყავს..წარმატებები გიოს...ნამდვილად ყოველივე საუკეთესოს იმსახურებს..
ბუჯანგა
17 დეკემბერი 2023 02:24
0
ბრავო მამარდაშვილს, დააბრუნა ბარსელონა თავის ადგილას.
Dima
17 დეკემბერი 2023 02:02
4
პირიქით,ბარსელონას ადგილი,ისტორიულად,ცხრილში პირველ-მეორე ადგილია.მამარდამ,თავის ადგილზე დაბრუნების საშუალება არ მისცა,ბარსას და მართლაც ბრავო!
სოსო
17 დეკემბერი 2023 09:58
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული