მისაბაძი სპორტსმენი - ნახეთ, როგორ საუბრობს მამარდაშვილი ესპანურად [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მე-17 ტურში "ვალენსიამ" "ბარსელონას" უმასპინძლა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

"ღამურების" მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა და საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან არაერთხელ იხსნა.

მატჩის შემდეგ გიორგიმ ჟურნალისტებთან ესპანურ ენაზე ისაუბრა.

"ბედნიერები ვართ, მთელმა გუნდმა შესანიშნავად იმუშავა, არ არის მარტივი 90 წუთი "ბარსელონასთან" ასეთი ზეწოლის ქვეშ ითამაშო. ამ შეხვედრამდე 2 თამაში გვქონდა წაგებული და დღეს საშინაო კედლებში ქულა მოვიპოვეთ. "მესტალია" ძალიან დაგვეხმარა, მერწმუნეთ, ამან დიდი განსხვავება შექმნა, ისინი ძალიან დაგვეხმარნენ, გასვლაზე თამაში გაცილებით რთულია", - განაცხადა
მამარდაშვილმა.

შეგახსენებთ, "ვალენსია" ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 20 ქულით მე-10 ადგილს იკავებს.

altდიდებული მამარდაშვილი - "ვალენსიამ" "ბარსელონასთან" ფრეს მიაღწია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 21 /
ყოჩაღ მამარდ!!!.წლებია საქართველოში ცხოვრობენ:რუსები,აზერბაიჯანელები,სომხები და ენას არ სწავლობენ ჯიუტად,რასაც ვერ ვიტყვით ევროპელებზე და სხვა ეროვნების ხალხზე!!!!!!
საქართველო უპირველესად
17 დეკემბერი 2023 15:27
1
იმიტომ, რომ ესპანეთში სხვა ენაზე არავინ დაელაპარაკება. აქ კიდევ არაქართველები რუსულს ეტანებიან. აბა აქ არ დაელაპარაკო და რას იზამენ
:)))))))))))
20 დეკემბერი 2023 15:09
0
გენაცვალე! ლომო!
ირაკლი
17 დეკემბერი 2023 16:03
0
ამას ვიძახი სულ რომ განვითარებისთვის აუცილებელია ენის ცოდნა, ადვილად ამყარებ კონტაქტს მწვრთნელთან და გუნდელებთან და ეს გეხმარება შემდეგ მოედანზე, ფსიქოლოგიურადაც ძლიერდები და მენტალურადაც. მე მგონი მამარდას პროგრესს ყველა ხედავს შარშანდელთან შედარებით.
მამუკა
17 დეკემბერი 2023 14:31
0
ოდნავ ერთი-ორი ბგერა გამოასწოროს და ცოტა გრამატიკა, მთლად მაგრად იმეტყველებს. ისე, აზრის გამოთქმა არ უჭირს და რაც მთავარია, მახვილებსაც სწორად სვამს. :)
გიო
17 დეკემბერი 2023 14:49
3
სამი წლისთვის კარგად საუბრობს..
Vito
17 დეკემბერი 2023 17:05
1
სხვათაშორის ვინც თამაშობდა ესპანეთში ჩვენი სპორტსმენებიდან, ყველა ლაპარაკობს ესპანურად:შენგელია,ანდრონიკაშვილი,კაკაბაძე,პაპუნაშვილი,აბურჯანია!!!!
სანდროს
17 დეკემბერი 2023 14:07
0
თან ესპანელი გეგონება
გიგი
17 დეკემბერი 2023 14:25
1
ყოჩაღ გიო, აქედანაც ჩანს მისი მაღალი ინტელექტი! ერთი ეს ხვიჩა ვერ ამეტყველდა იტალიურად, თორემ ბურთს მაგრად აგორებს. წარმატებები ჩვენს ბიჭებს!
სიმართლე
17 დეკემბერი 2023 22:55
1
გიო ერთ-ერთი უძლიერესი მეკარეა მსოფლიოში... გენაცვალე ქართულ სულში...
Zorro
17 დეკემბერი 2023 21:02
2
გენაცვალე მამარდ,კარგი ბიჭი ხარ!
გეგი
17 დეკემბერი 2023 19:36
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული