მიქაუტაძე არ ათამაშეს - "აიაქსი" დაისაჯა

AutoSharing Option
ნიდერლანდების ჩემპიონატის მე-16 ტურში „აიაქსმა“ საკუთარ მოედანზე „ზვოლესთან“ გამარჯვება ხელიდან გაუშვა და ფრეს დასჯერდა - 2:2.

"აიაქსი" დიდ უპირატესობას ფლობდა, უამრავი მომენტი ვერ გამოიყენა, ორი გოლი გაუშვა და დაისაჯა. განსაკუთრებით ლამაზი სტუმართა გამოცდილი ფორვარდის ლენარტ ტის მაკრატელათი გატანილი მეორე გოლი გახლდათ.

მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე სათადარიგო იყო.

„აიაქსი“ 25 ქულით მეხუთე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 21 დეკემბერს გასვლაზე თასზე „ერკულესთან“ ჩაატარებს.

ამსტერდამი. „იოჰან კრუიფ არენა“
აიაქსი - ზვოლე 2:2
გოლები: 1:0 ბრობი (35), 2:0 ბრობი (48), 1:2 ტი (60),
2:2 ტი (89)

მკითხველის კომენტარები / 6 /
1 მილიონი ევრო აქვს ხელფასი, რა გინდათ, დაისვენოს.
სამართალი
10:49 18-12-2023
1
მართლა მძევლად ჰყავთ, ამ დედა რძე აჭრილებს!
თომა
23:22 17-12-2023
2

სიახლეები პოპულარული