"თუ "ბარსელონასთან" გაიბრწყინებს..." - იაია ტურეს ყოფილმა აგენტმა ხვიჩაზე ისაუბრა

AutoSharing Option
ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა დმიტრი სელიუკმა Sportskp.ru-სთან ინტერვიუში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "ნაპოლისა" და "ბარსელონას" დაპირისპირებაზე ისაუბრა.

იაია ტურეს ყოფილი წარმომადგენლის თქმით, თუ "პარტენოპეის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია "ბლაუგრანასთან" თავს გამოიჩენს, მის მიმართ ევროპული გრანდების დაინტერესება კიდევ უფრო გაიზრდება.

"ნაპოლისა" და "ბარსელონას" დაპირისპირებაში ფავორიტის დასახელება რთულია. ხვიჩას ნაწილობრივ გაუმართლა, რადგან თუ "ბარსელონასთან" გაიბრწყინებს, მის მიმართ ევროპული გრანდების დაინტერესება გაიზრდება. მართალია, რომ ძალიან პერსპექტიული ფეხბურთელია, თუმცა კატალონიურ გუნდთან წარმატების მიღწევის შემთხვევაში, მასზე უფრო ბევრს ისაუბრებენ", - განაცხადა სელიუკმა.

შეგახსენებთ, გუნდებს შორის პირველი დაპირისპირება ნეაპოლში
21 თებერვალს გაიმართება, საპასუხო მატჩი კი კატალონიაში 12 მარტს შედგება.

alt"ნაპოლისა" და "ბარსელონას" შორის გასამართი მატჩების თარიღები ცნობილია

altკვარაცხელიამ უნდა დაისვენოს? - დღეს ქართული დუელის შანსია, კვერნაძეს თასზე მაინც...

alt"ოსიმენმა და კვარაცხელიამ კრიზისი გადალახეს და "ბარსელონასთვის" საფრთხეს წარმოადგენენ" - ესპანური მედია "პარტენოპეის" პლუსებსა და მინუსებზე წერს

მკითხველის კომენტარები / 12 /
როგორც რეალის და ხვიჩას ფანს მინდა რომ ნაპოლიმ ბარსა გამოაგდოს, მაგრამ რეალურად რომ შევხედოთ ამ გუნდების დღევანდელ მდგომარეობებს, მიუხედავად იმისა რომ ბარსა კრიზისს განიცდის, მაინც ორივე თამაშს მოუგებს ნაპოლის, უსუსტესი დაცვა ჰყავს მაცარის, მეკარეც ხასიათის მოთამაშეა, ნახევარდაცვა კალიარისთან და კრემონეზესთან კი იჭერს ბურთს, მაგრამ ბარსასთან ეს გაუჭირდება, ერთადერთი სადაც შეიძლება ნაპოლიმ წარმატებას მიაღწიოს ეს არის კონტრშეტევა,მთავარია ბარსასთან არ გახსნან თამაში, აქ ექნებათ შანსი იმიტომ რომ ბარსელონას დაცვაც არ ბრწყინავს. პოზიციურ თამაშში ბარსას ვერ აჯობებენ
მამუკა
19 დეკემბერი 2023 23:25
1
ვაა მართლააა ??? კვარაზე ისედაც ბევრს ლაპარაკობენ და არ სჭირდება ამ ვიღაცა "ცნობილი" აგენტი სილუიკას აზრები !
zura222
19 დეკემბერი 2023 19:41
11
საქართველო არის ყველაფრის ექსპერტების ქვეყანა? საიდან ამდენი სიძულვილი და ზიზღი,რატომ გშურთ წარმატებული ქართველების,ნებისმიერ დარგში!?
უბრალოდ არ შეგიძლიათ დღესასწაული მოიწყოთ და ლამაზ ფეხბურთს უყუროთ.კვარას არაფერი უკვე არ აქვს დასამტკიცებლად!
დავიდუსი
19 დეკემბერი 2023 18:13
5
რა ტვინი წაიღეთ ამ კვარაცხელიათი, ოთარ იოსელიანი გარდაიცვალა, იმაზეც დაწერეთ ორი სიტყვა, თუ გგონიათ კვარაზე ნაკლები დამსახურება აქვს ქვეყნის წინაშე?!
მთვარის ფავორიტი
19 დეკემბერი 2023 16:41
30
ოთარი რომელი სპორტის წარომადგენელი იყო,აქ რომ დაიწეროს?
gio
19 დეკემბერი 2023 17:19
4
შენ იცი აბა ძამა! კუნტ კუნტ კუნტრუშები, ხიე ლეე შვლიპე და გოლიც გავა აბა არ გავაა. ააა? აბა როდის იყო ან გინახავთ, რომ მამარდა ზაქს გოლი გაეტანოს, არ ვარ მართალი სიმონ?
მიდი ხვიჩა მიდიოო, წინ კარი და ხიდიოო, ყველამ ასე ილოცეთ და გოუმართლებს ალბათ
კ ო მ ბ ლ ე
19 დეკემბერი 2023 14:56
29
რავა სულ რაცხა დასამტკიცებელი აქვს ამ ბავშვს რავა 2-ჯერ არ დაუმტკიცა ესპანეთს ნუ ბოლო გოლი ორი ჯადოქარის დამსახურება იყ ესპანეთთან!!!
გიორგი
19 დეკემბერი 2023 14:53
5
ზედ გეხება ეგ სახელი შენ და იმ 4 მომწონებელსაც შენი მოწონთ და ხვიჩას ვინც გულშემატკივრობს და ვინც ხვიჩას სასარგებლოდ აკომენტარებს ყველას 4 დაწუნება აქვს შენ კი 4 მოწონება გასაგებია ხო ბინები ხართ ადმინ დამიდასტურა რა
გიორგი
19 დეკემბერი 2023 21:09
1
ბარსელონასთან გაბრწყინება აღარ არის ისეთი საზომი როგორც ადრე იყო, მეტი რაღა გაიბრწყინოს ,იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და ეგ თუ საკმარისი არაა გრანდებისთვის ,რავიცი
Levan1
19 დეკემბერი 2023 14:50
7
ძაან დიდი სხვაობაა სერია ა ს და ლა ლიგას შორის.. იტალიის ჩემპიონი ლა ლიგის ოთხეულშიც შეიძლება ვერ მოხდეს.. ბარსა ყოველთვის საზომი იქნება ფეხბურთში.. მაგათზე დიდი ფეხბურთი არავის არ უთამაშია.. სანამ ფეხბურთი იარსებებს,ბარსელონა იქნება გრანდი..
berg
20 დეკემბერი 2023 13:07
0
თუ ბარსასთან გაბრწყინება არ არის საზომი აბა საზომი კალიარისთან და ვერონასთან გაბრწყინებაა? ისე ჯობია სხვა სპორტს უყურო, იმიტო რო გაგებაში არ ხარ ფეხბურთის.
a a
19 დეკემბერი 2023 16:16
5
ამას რო არ ეთქვა ჩვენ არ ვიცოდით
mmm
19 დეკემბერი 2023 14:48
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული