მსოფლიო გრანდი 35 მილიონს იხდის - მამარდაშვილის შესაძენად ზაფხულში დიდი ბრძოლა იქნება

AutoSharing Option
Calciomercato-ს ინფორმაციით, "ინტერი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გიორგი მამარდაშვილის შესაძენად ყველა ღონეს იხმარს.

უფრო მეტიც, ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, "ნერაძურის" სპორტული დირექტორი ბეპე მაროტა მზადაა ქართველის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გაიღოს და ეს "ვალენსიას" უკვე აცნობა, თუმცა "ღამურებს" 60 მილიონის მიღება სურს.

"ინტერთან" ერთად მამარდაშვილის შესაძენად სერია A-ს კიდევ ერთი გრანდი, "იუვენტუსი" იბრძოლებს, სადაც ვოიცეხ შესნის შემცვლელს ეძებენ.

ქართველის დამატებით ინგლისური გრანდებიც არიან დაინტერესებულნი და ჩვენი ესპანელი კოლეგების ცნობით, ზაფხულში ქართველი მეკარის დამატებაზე დიდი ბრძოლა გაჩაღდება, გიორგი კი "ვალენსიას" აუცილებლად
დატოვებს.

altმამარდაშვილმა თავისი გუნდი ისევ იხსნა - "ვალენსიამ" მადრიდში გაიმარჯვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 20 /
ინტერს უსერიოზულესი მეკარე ყავს და აზრი არ აქვს იქ გადასვლას. ჟორჟივით დაემართება შანსის მიღებისას. ისეთი კლუბი უნდა სადაც გარანტია ექნება თამაშის და მერე უკვე გიომ იცის და მისმა კლასმა
0
ძალიან მაგარი გააკეთა რომ ამ ზაფხულს არ წავიდა სხვა კლუბში მალადეც გიო. წარმატებებიი
kesha
15:11 20-12-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული