"არსენალს" მისი დამატება სურდა, მალხაზის წინაშე დამნაშავე ვარ" - მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილი პრეზიდენტი დეტალებზე საუბრობს

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილმა პრეზიდენტმა ვალერი ფილატოვმა Sport Express-თან ინტერვიუში საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, მალხაზ ასათიანის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, "არსენალს" ასათიანის დამატება სურდა, თუმცა მისი მიზეზით ტრანსფერი არ შედგა.

"ვიცოდი, რომ არსენალს ასათიანის შეძენა სურდა, ეს ამბავი ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილმა პრეზიდენტმა ზურა ხინიკაძემ მითხრა. 

ზურამ შემატყობინა, რომ ასათიანის დამატებით "არსენალი" იყო დაინტერესებული, მე კი საუბარი შევაწყვეტინე და ვუთხარი: "არაა საჭირო, უკეთესი იქნება მოვიცადოთ".

იმ მომენტში ასათიანი დაცვის ცენტრში თამაშობდა და მისი დაკარგვა არ მსურდა. ვაღიარებ, რომ შეცდომა დავუშვი როცა პრემიერლიგაში
სათამაშოდ არ გავუშვი. მალხაზის წინაშე დამნაშავე ვარ", - განაცხდა ფილატოვმა.

altრუსეთის დამარცხება ასათიანის გოლით, "ბარსელონასთან" მოგება... - ინტერვიუ ვეტერან "ჯვაროსანთან"

 

altმალხაზ ასათიანი: ზედმეტი წონა არ მაქვს და თამაში ახლაც შემიძლია
 

მკითხველის კომენტარები / 17 /
რა კარქი სახელი მოგიფიქრებია ჩ-ე-ჩ-მ-ა ამის მემრე დაირქვი ეგ სახელი მოგიხდება თან ზარქუაო რა ვიცი რა ვიცი ყოველ შემთხვევაში ადამიანი არა.
ა დამიან სსსსსსსსს
09:55 25-12-2023
0
ქართველებმა სხვის კი არა ჩვენივე შეცდომებზე ვერ ვისწავლეთ, აგერ თავზე დაგვახიეს ცივილიზაცია, განვითარება და რუსული ჭაობი ჯობიაო. სანამ ფიფამ არ დაასანქცირა რუსეთი ვერ მივხვდით რიმ იქ ტალანტების სასაფლაოა, ხვიჩა კარგად გამოძვრა ამ კანალიზაციიდან და ვხედავთ რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა
suxumchanin
16:50 23-12-2023
6

სიახლეები პოპულარული