18:45 28-01-2024
თრილერი "ფოლკსპარკშტადიონზე" - ზივზივაძემ გაიტანა, "კარლსრუემ მოიგო და წინ მიიწევს [VIDEO]
AutoSharing Option
„ჰამბურგი“ ჩემპიონატზე მესამე ადგილზე იმყოფებოდა, მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია და სტადიონი პირთამდე გაივსო.
დებიუტში სტუმრები დუბლით 20 წლის ხორვატმა თავდამსხმელმა იგორ მატანოვიჩმა დააწინაურა, მაგრამ მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს და პირველი ტაიმი 2:2 დასრულდა. შესვენების შემდეგ ბუდუ ზივზივაძემ, რომელიც ისევ სასტარტოში იყო, „კარლსრუე“ წინ გაიყვანა. მან მიმდინარე ტურნირზე მეექვსე გოლი გაიტანა. „ჰამბურგმა“ კვლავ აღადგინა თანაფარდობა, თუმცა 81-ე წუთზე მარვინ ვანიტცეკმა დალაშქრა HSV-ს კარი და თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა.
ზივზივაძემ 84-ე წუთზე შეცვალეს და მისი თამაში ანალიტიკურმა საიტებმა დადებითად შეაფასეს: whoscored 8.1, flashscore 7.4, sofascore 7.3.
"კარლსრუემ" ჩემპიონატზე ბოლო 7 მატჩიდან 4 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა, 27 ქულით მერვე პოზიციაზეა და 2 თებერვალს „ვეენს“ უმასპინძლებს. ერთი სიტყვით, ბუდუს გუნდმა თუ ასე გააგრძელა თამაში, არაა გამორიცხული, პირველ ბუნდესლიგაში გადასვლაზეც განაცხადოს პრეტენზია.
ჰამბურგი. „ფოლკსპარკშტადიონი“
ჰამბურგი - კარლსრუე 3:4
გოლები: 0:1 მატანოვიჩი (3), 2:0 მატანოვიჩი (5), 2:1 ჯატა (33), 2:2 ბენეში (35), 2:3 ზივზივაძე (46), 3:3 გლატცელი (62), 3:4 ვანიტცეკი (81)
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ორივე გუნდი ძალიან სუსტად გამოიყურებოდა,დაცვაში.შეტევა აშკარად სჯობნიდა,დაცვას.
22
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული