"სიმართლე გითხრათ, ეს დიდი უსამართლობაა" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა "კვარა" და ლეაო ერთმანეთს შეადარა

AutoSharing Option
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო ბარგიჯამ Netweek Sport-თან ინტერვიუში ერთმანეთს "ნაპოლისა" და "მილანის" გარემარბები, ხვიჩა კვარაცხელია და რაფაელ ლეაო შეადარა.

ბარგიჯას თქმით, ის უპირატესობას ქართველს ანიჭებს და ამ ორ ფეხბურთელს შორის სახელფასო სხვაობას უსამართლობას უწოდებს.

"ლეაო კვარაცხელიაზე გაცილებით მაღალ ხელფასს იღებს, დაახლოებით 6-ჯერ მეტს. მიუხედავად ამ განსხვავებისა, მე უპირატესობას ქართველს ვანიჭებ. მართალია ამ სეზონში ძველებურად შედეგიანი ვეღარ არის, მაგრამ "როსონერის" ფეხბურთელისგან განსხვავებით, არასდროს ნებდება და ყველა ბურთისთვის იბრძვის.

ვფიქრობ, დე ლაურენტისის ხვიჩასადმი მიდგომა არასწორია. როგორც ჩანს, მხარეებს შორის ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები
არც ისე მარტივად მიმდინარეობს", - განაცხად ბარგიჯამ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას "პარტენოპეისთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის 30 ივნისს ეწურება. "კვარამ" მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე 28 მატჩი გამართა, თავი კი 5 გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა.

რაც შეეხება პორტუგალიელს, ლეაომ მიმდინარე სეზონში "როსონერის" მაისურით 26 მატჩში 6 გოლის გატანა და ამდენივე საგოლე პასის შესრულება მოახერხა.

altfootballtransfers: კვარაცხელია გაბრაზებულია - "არსენალი" ქართველით აღფრთოვანებულია და შეიძლება გადაბირება სცადოს

alt"ამან შეიძლება კვარაცხელიას არაგანზრახვითი დემოტივაცია გამოიწვიოს" - იტალიური მედია ასახელებს თანხას, რომელიც ჯუღელმა ხვიჩასთვის მოითხოვა

alt"ეს სიცრუეა" - რას აცხადებს მამუკა ჯუღელი?

მკითხველის კომენტარები / 14 /
Milanis gulshematkivari var 30 welia titqmis...leaos rac kontraqti gauxandzlivda tipi dadis moedanze,avtobiograpia dawera da wigni iyideba,reps wers anu risi tqma minda pegburts ise vegar an agar tamashobs:)))es xvichas ro landzgavt gansxvaveba didia minda kvara milanshi iyos !!!leaos magivrad!!!
L.J .
15:06 02-02-2024
0
უსამართლობაა რა თქმა უნდა, მაგრამ ხელფასის გაზრდა თამაშის ხარისხზე არ იმოქმედებს. მოტივაციის გაზრდისთვის ვარჯიში, შრომა, ფსოქოლოგიური მომზადებაა საჭირო.
დავით 67
17:45 01-02-2024
16

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული