წყაროს ცნობით, "ირმები" ქართველი ფეხბურთელის თამაშით კმაყოფილი არიან და ბელგიურ კლუბს სეზონის დასრულების შემდეგ 2.5 მილიონ ევროს გადაუხდიან.
შეგახსენებთ, ჩაკვეტაძეს "გენტთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2025 წლის 31 დეკემბერს ეწურება.
24 წლის ნახევარმცველმა "უოტფორდის" მაისურით ყველა ტურნირზე 23 მატჩი გამართა, თავი კი 1 გატანილი გოლითა და 3 შედეგიანი პასით გამოიჩინა.
"ირმები" ჩემპიონშიპის სატურნირო ცხრილში 41 ქულით მე-9 ადგილს იკავებს.
ფრე შეფილდში და ჩაკვეტაძის კარგი შეფასებები [VIDEO]
"ჩაკვეტაძეზე მხოლოდ ამის თქმა შემიძლია" - "უოტფორდის" მთავარი მწვრთნელი