"ხვიჩა მსოფლიოში საუკეთესო გარემარბია, ლეაუზე ბევრად უკეთესია" - რა განაცხადა კასანომ?

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ Bobo TV-ის ეთერში "ნაპოლის" გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. "რეალის" ყოფილი ფორვარდის თქმით, ამ მომენტში ქართველი თავის პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესოა.

"ჩემთვის კვარაცხელია ამ მომენტში მსოფლიოში საუკეთესო მარცხენა გარემარბია. ის უფრო ძლიერია, ვიდრე ჯეკ გრილიში (მანჩესტერ სიტი) და კინგსლი კომანი (ბაიერნი). დღესდღეობით ხვიჩა ფენომენალურია. თუმცა მსურს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე რაც შეიძლება ხშირად ვნახო.

კვარაცხელია ბევრად ძლიერია, ვიდრე ლეაუ. ქართველს შეუძლია მოედანზე ისეთი რაღაცები გააკეთოს, რასაც პორტუგალიელი ვერ შეძლებს", - განაცხადა კასანომ.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში "კვარამ" "ნაპოლის" მაისურით,
ყველა ტურნირზე ჯამში 29 მატჩი გამართა. თავი კი 6 გატანილი გოლითა და 5 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

altლეაუს შემდეგ კიდევ ერთი კანდიდატი - მბაპეს შესაძლო შემცვლელი პსჟ-მა შესაძლოა, პრემიერ ლიგიდან მიიყვანოს

alt"ეს ყოველივე ძალიან ემოციური იყო" - როგორი რეაქცია ჰქონდა ოსიმენს "ვერონასთან" კვარაცხელიას გამარჯვების გოლზე

altრამ განაპირობა კვარაცხელიას საუკეთესო მატჩი? - ხვიჩა მომავალში უფრო დიდ კლუბსა და თანაგუნდელებს იმსახურებს!..

მკითხველის კომენტარები / 6 /
რავა ერთ გოლს გაიტანს და ყველა ააღმერთებს 1 წამში.ცუდად ითამაშებს დაჟე ეს კასანოც ლანძღავს.ეხლა თურმე ლეაოს ჯობია.უბრალოდ უნდა შეიგნოს ყველამ.ფეხბურთელი ყველა თამაშს საუკეთესოდ ვერ ითამაშებს.ხან ასეა ხან ისე.ხომ გახდა შარშან სერია ას საუკეთესო ფეხბურთელი?32 წელი ელოდა გუნდი ჩემპიონობას ხომ გახადა ჩემპიონი ნაპოლი?ესეიგი დაამტკიცა ხვიჩამ უკვე რომ არის მსოფლიო დონის ფეხბურთელი!და შეეშვით რა შეეშვით
შახრუდინი
16:52 05-02-2024
13
ჩემი მოკრძალებული აზრით წელს კვარა უფრო სასარგებლოა ნაპოლისთვის ვიდრე წინა სეზონში. წინა წელს ყველას კარგად მიდიოდა თამაში, ლობოტკა, ანგისა, რუი, დი ლორენცო, რაჰმანი იმის აჩრდილია რაც იყო და კვარაც მათ ფონზე უფერულ ფეხბურთს თამაშობს. ნახევარ დაცვა კრიტიკას ვერ უძლებს დაცვა დირკა და კვარამ კიდევ 6 გოლი და 5 პასი გააკეთა რაც ფენომენალური მგონია იმ გუნდში სადაც მოგება მხოლოდ ოსიმენს და კვარას სურთ, ახალი სისხლი საჭირო იყო და მიიღო კვარამ. მილანთან გამოჩნდება რომ კვარა 1 სეზონის ფეხბურთელი არაა. უბრალოდ 11 და 7 გუნდელი არ უვარგა საერთოდ და თუ ეს შეიცვლება კვარა უფრო მეტს გაიტანს უფრო გამოადგება გუნდს. გუში ვინც დააკვირდით მაცოკის ეპიზოდში როცა პირისპირ გავიდა მეკარესთან კვარა უკან წამოვიდა და 2 ფეხბურთელიც გამოიყოლა ყველა კვარაზე პასს ელოდა ამ დროს ცარიელ სივრცეში მაცოკიმ გაისეირნა. პირველი გოლის დროს ყველა კვარაზე იყო გადართული რითაც ლინსტრომმა ისარგებლა და სანამ გადაეწყო დაცვა თავისუფალ სივრცეში ტიპმა ინავარდა. ღმერთი შენსკენ კვარა 2024 ევროპა შენი ჩემპიონატია.
roma bejanidze
15:04 05-02-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული