Corriere dello Sport: კვარაცხელიას განსაკუთრებული როლი "მილანთან" და მაცარის ახალი სტრატეგია

AutoSharing Option
11 თებერვალს, სერია A-ს 23-ე ტურში, "ნაპოლი" "სან სიროზე" "მილანს" დაუპირისპირდება. Corriere dello Sport-ი იტყობინება, რომ ნეაპოლური გუნდის მწვრთნელი ვალტერ მაცარი მეტოქეს სიურპრიზს უმზადებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მაცარი "როსონერისთან" თავის გუნდს განსხვავებული ტაქტიკით ათამაშებს, სადაც განსაკუთრებული როლი ხვიჩა კვარაცხელიას მიენიჭება - სქემა 3-5-1-1 იქნება, კვარაცხელია მეორე თავდამსხმელის პოზიციაზე გაირჯება და დაცვასაც დაეხმარება. აღნიშნულია, რომ სტუმართა რიგებში უპირატესად სწრაფ ფეხბურთელებს ვიხილავთ, რომლებიც მოედნის ცენტრში მოწინააღმდეგეს დიდ ბრძოლას გაუმართავენ და უპირატესობის მოპოვების საშუალებას არ მისცემენ.

"ვერონასთან" გამარჯვება ნეაპოლელთათვის მნიშვნელოვანი გახლდათ. მაცარისთვის ეს მატჩი
გარდამტეხი შეიძლება აღმოჩნდეს და თავის გუნდს ახალი ტაქტიკით საასპარეზოდ ამზადებს. პოლიტანომ ინდივიდუალურად ივარჯიშა და შეიძლება "როსონერისთან" ითამაშოს. სავარაუდოდ, დაბრუნდებიან მერეტი და ოლივეირა. მათ უკვე დაიწყეს ვარჯიში.

ხაზგასმულია, რომ მსგავსი სტრატეგიით "ნაპოლი" "ლაციოს" დაუპირისპირდა, თუმცა მაშინ ბევრი წამყვანი ფეხბურთელი არ ჰყავდა, ახლა კი სრულიად სხვაგვარი სიტუაციაა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ზოგიერთ ფეხბურთისა და "კვარას"-მცოდნეებს გთხოვთ გაკაპასებული სიდედრივით (უკაცრავად: მხედველობაში არ მყავს კვარას ნამდვილი სიდედრი) ნუ ლანძღავთ და თარსავთ ამ ბიჭს - რომელიც ქართული ფეხბურთში უკვე ამოსული და მსოფლიო ფეხბურთში ჯერ კიდევ ამოსასვლელი ვარსკვლავია.
ხვიჩა გააგრძელე შენი საქმიანობა ისე, როგორც შენ და შენ ოჯახს სჭირდება!
ვაჟა მასწავლებელი
17:33 09-02-2024
2
დაკვირვებული ვარ ნაპოლის ძლიერ გუნდებთან შეხვედრის წინ, თითქმის ყოველთვის ერთი და იგივე სათაურები, გადამეტებული მოლოდინები ხვიჩას თამაშზე და გაუთავებელი ბაქი-ბუქი, შედეგი თითქმის ყოველთვის ეთნაირი- გაცრუებული მოლოდინი,როგორც გულშემატკივრებში ისე თვითონ კვარასი და გაუთავებელი კამათი მსაჯებთან და ხელების შლა. ბოლოს ასეთი რამ ინტერთან თამაშის წინ ხდებოდა და როგორ შეცვალეს შუა შეხვედრაში კი ვნახეთ...კი ბატონო ვერონასთან გაიტანა,მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია რომ 78-ე წუთამდე ნაპოლი საერთოდ მარცხდებოდა და კვარამაც ის საოცარი დარტყმა 87-წუთზე გამოუვიდა,მანამდე ვერონას მცველები და მეკარე ასე თუ ისე უმკლავდებოდნენე მას,ამასთან არც მილანია უსახური ვერონა და მისი მცველები ამდენ თავისუფალ ზონებს არ დატოვებს, არც კარისკენ დაარტყმევინედენ თავისუფლად, გაცილებით მჭიდრო პრესინგის დაძლევა მოუწევს და დაცვაში თამაშიც მოუწევს....სჯობს ზედმეტი ფსიქოლოგიური დატვირთვის გარეშე ითამაშოს, სამწუხაროდ კვარა ჯერჯერობით არ არის იმ დონის ფეხბურთელი მილანის ყალიბრის გუნდს აპრიორი მარტოდ მოუგოს მოშლილი ნაპოლით. ....აგერ ვერონას მოუგეს და კვარამ ფანტასტიკური გოლი გაიტანა და უცებ ყველა პრობლემა უკან დარჩა და ეგ არის....გამორიცხულია ეგრე არ ხდება...
კარგით რააა!!!
15:42 09-02-2024
5

სიახლეები პოპულარული