"ნაპოლი" სტუმრად "მილანთან" 2014 წლის შემდეგ პირველად დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 24-ე ტურში „ნაპოლი“ გასვლაზე „მილანთან“ 0:1 დამარცხდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მწვრთნელმა მაცარიმ 3-5-1-1 ტაქტიკა აირჩია და კვარაცხელია, რომელსაც დღეს დაბადების დღე აქვს (23 წლის გახდა), მეორე თავდამსხმელის პოზიციაზე დააყენა. ხვიჩა დებიუტში გაბიას გაექცა, პასი სიმეონეს გაუკეთა, მაგრამ მან მიზანს ვერ უწია. „ნაპოლი“ უკეთ გამოიყურებოდა, მშვიდად და თვითდაჯერებულად მოქმედებდა. გუნდები ფრთხილობდნენ, ტემპი მაღალი არ იყო და მასპინძლებმა პირველივე შანსი გამოიყენეს - ლეაომ ერნანდესი მეკარე გოლინისთან პირისპირ გაიყვანა და თეომ გაიტანა. 45-ე წუთზე "კვარა" ფლანგზე ორ მეურვეს დაუსხლტა, ბურთი კარის
წინ ჩააწოდა, მცველმა მოიგერია და პირველი ტაიმი დასრულდა.

ნეაპოლურ გუნდში, ქართველის გარდა, ვერავინ ამწვავებდა თამაშს. მაცარიმ ესტეგორი პოლიტანოთი შეცვალა, კვარაცხელია კი მარცხენა ფრთაზე დაბრუნდა. მასპინძლებს ანგარიშის გაზრდის საშუალება მიეცათ, თუმცა საკუთარი გუნდი გოლინიმ გადაარჩინა. შემდეგ მცველს ბურთი სიმეონემ აართვა, მაგრამ ბურთი კარს ოდნავ ააცილა და მის ნაცვლად მოედანზე რასპადორი შევიდა. „ნაპოლიმ“ შეუტია, კვარაცხელია კიაერს გაექცა, რომელიც ბოლო მომენტში ფლორენციმ დააზღვია. ცოტა ხანში პოლიტანომ ოდნავ არაზუსტად დაარტყა, „კვარას“ შორიდან დარტყმულს მეკარე მანიუ დაეუფლა, ხოლო სწრაფი კონტრიერიშისას ლეაომ ჩინებული შესაძლებლობა ვერ გამოიყენა. თამაში აშკარად გახალისდა, ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა. ლინდსტრიომის ჩაწოდებული ბურთი მცველისგან ძელს მოხვდა და „მილანმა“ 2014 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად სძლია საკუთარ მოედანზე „ნაპოლის“.

„ნაპოლი“ 35 ქულით მეცხრე ადგილზეა და 17 თებერვალს „ჯენოას“ უმასპინძლებს.

მილანი. „სან სირო“
მილანი - ნაპოლი 1:0
გოლი: ერნანდესი (25)

მკითხველის კომენტარები / 11 /
ნაპოლიმ თამაში დაიწყო 1-3-5-2 სქემით შეტევის დროს,რომელიც თავდაცვის დროს ტრანსფორმირდება როგორც 1-5-3-2.დაიწყო და კარგადაც დაიწყო,მაგრამ ლობოტკას ერთმა ჩაძინებამ ყველაფერი გააფუჭა.გასაგებია,რომ მილანის მარცხენა ფრთა ერნანდეს- ლეაოს შემადგენლობით ძალიან ძლიერი და სახიფათოა.მაცარიმაც თქვა:ამისთვის მთელი კვირა ვემზადებოდითო , მაგრამ დაბალი საშემსრულებლო ოსტატობის გამო დასახულის რეალიზება ვერ მოხერხდა.მეორე ტაიმში ისევ ძველ 1-4-3-3-ზე გადავიდნენ მაგრამ პოლიტანოს და ზელინსკის პატრონი (არც სხვები არიან დიდი ხვითოები) რას მიაღწევ? ეს ორი საზიზღრობა---ეს ორი მარაზმი .თუ ვინმეს უნახავს მაგათ შესრულებულ სტანდარტულს რაიმე,ოდნავ მაინც გამწვავება მოჰყოლოდეს.არადა პირველები მივარდებიან ხოლმე ბურთთან თითქოს საუკეთესოდ გამოსდიოდეთ ეგ საქმე.რაც შეეხება ხვიჩას,აშკარაა,რომ გუნდი სათანადოდ ვერ იყენებს მის შესაძლებლობებს.ხელსაყრელ მდგომარეობაში მყოფს ,მას თითქმის არასოდეს არ მიდის პასი პარტნიორებისგან.ასეთ ვითარებაში ის კიდევ ბევრს აკეთებს.
არგუტი
13:47 12-02-2024
1
გასაგებია ნაპოლი,რომ გრანდების ყალიბრით სოფლის გუნდია,მაგრამ კვარა რის ვასკვლავია თუ ასეთ საკვანძო შეხვედრებში თამაშს გუნდს ვერ ლიდერობს და მის იშვიათი აქტივობა გუნდისთვის შედეგობრივად ნულია. არ გვინდა ვაღიაროდ, მაგრამ ფაქტია მეტოქე მწრთნელებს, სრულად გაშიფრული აქვთ მისი თამაში, წინასწარ იციან რას გააკეთებს-თავისუფალ სივრცეს არ უტოვებენ და თუ გამოჩნდა წვრილი ფოლებით აჩერებენ ან კარისკენ დრიბლინგის საშუალებას არ აძლევენ, აიძულებენ პირით ხაზისკენ წავიდეს და საჯარიმოში გამჭოლი გადაცემა გააკეთოს, იქ კი დასწრებაზეა, ხოლო მილანის დონის მცველებთან, პირითხაზიდან საჯარიმოში- ფეხზე ზუსტი გადაცემის გაკეთება ძალიან ძნელი. კი ბატონო აქ სტატიაში წერია- კვარა გაბიოს გაექცა და პასი სემიონეს გაუკეთაო, მაგრამ ეს პასი იყო საჯარიმოში და სემიონე დასწრებაზე ცდილობდა დარტყმას-პასი კი ლეაომ რომ გააკეთა ის იყო...45 წუთზე მცველებს კი არ გაექცა, ბურთი პირით ხაზისკენ გაიგდო და უკანასკნელ წამს პირდაპირ მოწინააღმდეგე მცველს უპასა, სხვა გაგრძელება არც ჰქონდა-უბრალოდ ბურთი უკვე, თითქოს გასული იყო მოედნიდან,ყველაშემთხვევაში ეს ორი მომენტი ხვიჩას აქტივშია და კარგია,მაგრამ ძალიან ცოტაა ასეთი ამბიციის მქონე ფეხბურთელისთვის, ასეთ პრინციპულ თამაშში-ასეთ ძლიერ გუნდებთან უნდა დაამტკიცო შენი განსაკუთრებულობა,თორემ ვერონას დონის გუნდებთან რომ ლომია, არც არავინ კამათობს....პრინციპში, ნაპოლსაც და მილანსაც არ გააცივა!!!!...მთავარია ეს ბიჭი ფსიქოლოგიურად იყოს მზად ნაკრების გადამწყვეტი თამაშისთვის, პრინციპში სანერვიულო არც არაფერი აქვს- თამაშობს საშუალო იტალიურ გუნდში,მშვენიერი ქალაქი,ქვეყანა,გულშემატკივრები, შესაბამისი კონტრაქტი ხელფასი გაუნჯობესების პესპექტივით და რაც მთავარია გუნდში ენდობიან და რაც არუნდა თამაშები ჩააგდოს ხელშეუხებელია, ერთი სიტყვით ქერის ორმოშია და ნუ სთხოვთ მესობას და როლადოობას, არის ის რაც არის და შევეგუოთ... დარწმუნებული ვარ საბერძნეთთან გაისვრის ფინალში, კარგი გაგებით, ყარაულის თოფივით...
შულაია
11:08 12-02-2024
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული