"გალიაში იყო გამომწყვდეული, მატჩის მოგებას ყოველთვის ვერ მოახერხებს" - რა თქვა მაცარიმ კვარაცხელიაზე

AutoSharing Option
სერია A-ს 24-ე ტურში "მილანმა" "ნაპოლის" უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ "პარტენოპეის" თავკაცმა ვალტერ მაცარიმ Dazn-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი გუნდი წაგებას არ იმსახურებდა.

"წინასწარ ვიცოდით, რომ ტეო ერნანდესი შეტევაში ხშირად ჩაერთვებოდა. ამისთვის მთელი კვირა ვემზადებოდით. ამიტომ შეცდომა არ უნდა დაგვეშვა. მეორე ტაიმში უკეთესები ვიყავით და მეტოქეს ვაჯობეთ. ვფიქრობ, წაგებას არ ვიმსახურებდით.

იმედი მაქვს, ოსიმენი კარგი განწყობით დაგვიბრუნდება. ანგისამ შესანიშნავად ითამაშა, მაგრამ ოპტიმალურ ფორმაში დასაბრუნებლად გარკვეული დრო სჭირდება. ოსიმენი ძალიან გვაკლია.

რაც შეეხება კვარაცხელიას, ვიცოდი, რომ მეტოქე ქართველზე სამმაგ
მეურვეობას დააწესებდა. ამიტომ ხვიჩა მოედნის სხვადასხვა მონაკვეთში სივრცეების პოვნას ცდილობდა. საჭიროა, რომ მეტად დავეხმაროთ, რადგან გალიაში გამომწყვდეულივით იყო, მისმა თანაგუნდელებმა უფრო ხშირად უნდა შეძლონ, რომ სწორ პოზიციაზე მონახონ.

"კვარას" პოზიცია? გასულ კვირასაც იგივე გავაკეთე და საქართველოს ნაკრებშიც ამ პოზიციაზე თამაშობს. ასე ხვიჩა უფრო არაპროგნოზირებადი ხდება. მისი თამაშით კმაყოფილი ვარ", - განაცხადა მაცარიმ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 30 მატჩი გამართა, თავი კი 6 გატანილი გოლითა და 5 საგოლე პასით გამოიჩინა. "პარტენოპეი" 35 ქულით მე-9 ადგილს იკავებს.

altრა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "მილანთან" მატჩში?

alt"ნაპოლი" სტუმრად "მილანთან" 2014 წლის შემდეგ პირველად დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 25 /
ხვიჩა ძალიან კარგი იყო
რთულია მილანთან გასვლაზე და თან მარტომ რამე გამოგივიდეს
გუნდი ვერ უწყობს ხელს თანაგუნდელები ვერ ამარაგებ საჭირო პასებით
თუმცა მაინც გამორჩეული იყო და ზოგადად რომ ვთქვათ მაგალითად ლეაომ საერთოდ ვერ ითამაშა და ბოლო ხანები ვერ თამაშობს მაგრამ არავინ იძახის რომ აწი ვეღარ ითმაშებს და ა.შ იგივეა კვარას შემთხვევაში ყოველთვის საუკეთესო ფორმაში ვერ იქნები ამიტომ როცა კვარას თამაში არ გამოსდის ეგრევე კრიტიკა და ა.შ არასწორია რასაც აქ ხშირად ვხვდებით ...
ჩვენი ბიჭია და ყოველთვის მხარი უნდა დავუჭიროთ მითუმეტეს რომ ასეთი გამორჩეული ტალანტი გვყავს რომელსაც არაერთი სპეციალისტი აღნიშნავს
მადლობა კვარა !!! დღეის მდგომარეობითაც უკვე ძალიან ბერი გააკეთე საქართველოსთვის საქართველოს სახელისთვის და ქართული ფეღბურთის და მომავალი ფეღბურთელებისთვის
მადლობა ყველაფრითვის
3
თავს ვიკავებ პროფესიონალური კრიტიკისგან და ვცდილობ გულშემატკივრის კოზიციიდან გავაკეთო კომენტარი, მაგრამ რას გავდა ეს?! ნებისმიერი დილეტანტი მიხვდებოდა რომ მთელი გუნდი იგნორს უკეთებდა უპირობო ლიდერს, ჯერ პირველ ტაიმში იგრძნობოდა ჟელინსკისა და სხვებისაგან ცივი დამოკიდებულება მაგრამ მეორე ტაიმში პოლიტანომ ყველაფერს ფარდა ახადა. არ ვიცი სადამდე უნდა გაგრრძელდეს ეს მაგრამ ისე ჩანს მთელ გუნდს შურს ხვიჩასი და ღირს კი ასეთ კოლექტივთან ერთად საერთოდ მინდორზე გამოსვლა?! ხვიჩა ვაჟკაცია და ცდილობს არ შეიმჩნიოს, მაგრამ როგორ შეიძლება თანამედროვე ფეხბურთში ერთმა კაცმა გადაწყვიტოს თამაშის ბედი? PS. შარშანაც იგრძნობოდა, განსაკუთრებით მეორე წრეში ეს დამოკიდებულება და რა ვიცი როგორ უნდა გააგრძელოს?!....
ელგუჯა
18:27 12-02-2024
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული