"ამ ბიჭის პრობლემა ფსიქოლოგიურია, ცდილობს, ყველას აჩვენოს, რომ..." - რას აცხადებს "ნაპოლის" ყოფილი მოთამაშე კვარაცხელიაზე?

AutoSharing Option
"ნაპოლის" ყოფილმა ფეხბურთელმა ჯანი იმპროტამ Punto Nuovo-სთან ინტერვიუში "მილანისა" და "პარტენოპეის" (1:0) მატჩი შეაფასა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა.

იმპროტას თქმით, ქართველ გარემარბს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.

"კვარაცხელიას დახმარება და დაცვა სჭირდება. ზოგჯერ ზედმეტად ბევრს ინდომებს, ხანდახან კი დაბნეულია. რა არის ხვიჩას მთავარი პრობლემა? - კონტრაქტი. მას ამის გამო ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, თითქოს მოედანზე ცდილობს, ყველას დაუმტკიცოს, რომ გარკვეული სახის კომპენსაციას იმსახურებს. ვფიქრობ, ეს ქართველის თამაშზე აისახება", - განაცხადა იმპროტამ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 30
მატჩი გამართა, თავი კი 6 გატანილი გოლითა და 5 საგოლე პასით გამოიჩინა. "პარტენოპეი" 35 ქულით მე-9 ადგილს იკავებს.

alt"გეტყვით, რა არის "ნაპოლის" მთავარი პრობლემა... ამ გუნდს სჭირდება..." - იოლანდამ "პარტენოპეიზე" ისაუბრა

altკვარაცხელია საუკეთესო იყო, ოსიმენი ტრავმირებული ბრუნდება, მაცარის ჯერ არ მოხსნიან - რა ხდება "ნაპოლიში"?

alt"გალიაში იყო გამომწყვდეული, მატჩის მოგებას ყოველთვის ვერ მოახერხებს" - რა თქვა მაცარიმ კვარაცხელიაზე

altკვარაცხელია 23 წლისაა - გამორჩეული "მილანთან", კალაძე და კობიაშვილი მატჩზე და მილოცვა ნიცასგან... [PHOTOS]

მკითხველის კომენტარები / 17 /
კონტრაქტი, რა თქმა უნდა,პრობლემაა,თან მგონია რომ მთავარი,რომელიც მის თამაშზე ახდენს გავლენას.მაგრამ ჯუღელი პროფესორობს და ლაურენტისს ეუბნება(როგორც ლაურენტისი აცხადებს)კმაყოფილები ვართ,არ გვეჩქარება,სეზონის ბოლოს ვილაპარაკოთო.თუ ჰგონია,რომ ლაურენტისს ჭკუით აჯობებს და რაღაც განსაკუთრებულ პირობებზე დაითანხმებს,ცდება და დროს და ფულსაც აკარგვინებს კვარას,რადგანაც ყველამ ვნახეთ,რომ ლაურენტისი მხოლოდ თავისი პირობებით მოქმედებს და ვინც არ დაეთანხმება ან იშორებს ან სჯის.თვითონ რაც ჩაიფიქრა იმაზე მეტ ფულს მას ვერავინ გამოსძალავს და არა მგონია ჯუღელი ისეთი გაქექილი იყოს,რომ თავისი პირობები მოახვიოს თავს.ისე,რაც მალე მოშორდება ნაპოლის,მით უკეთესდ აიწყობს კარიერას,სნამ სასუალო დონე არ გამხდარა,როგორც მთელი ნაპოლი.
მირო
13 თებერვალი 2024 16:37
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული