Nacionalfutbol.es-ის ცნობით, "პარტენოპეი" ქართველი შემტევის სანაცვლოდ 74 მილიონ ევროს ითხოვს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ კატალონიური კლუბი ამ თანხის გადახდას ვერ შეძლებს და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონას" სპორტული დირექტორი დეკუ "ნაპოლის" პრეზიდენტთან აურელიო დე ლაურენტისთან მოლაპარაკებებს გამართავს.
შეგახსენებთ, დე ლაურენტისმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ კვარაცხელიას ახალი კონტრაქტი უკვე შესთავაზა, თუმცა მისმა გარემოცვამ ამაზე საუბარი სეზონის დასრულების შემდეგ მოისურვა.
მატჩის დღე! ოსიმენი ბოლომდე მზად არაა, სად ითამაშებს კვარაცხელია?