BarcaTimes: "ბარსელონა" კვარაცხელიას 90-100 მილიონ ევროდ შეძენას იმედოვნებს

AutoSharing Option
BarcaTimes-ის ცნობით, "ბარსელონა" "ნაპოლის" გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით სერიოზულად არის დაინტერესებული, მის აგენტს დაუკავშირდნენ და მოლაპარაკებების წარმატებულად დასრულების შემთხვევაში, ტრანსფერის 90-100 მილიონად განხორციელებას იმედოვნებენ.

"სელტას" ყოფილი თავდამსხმელი ალეკსანდრ მოსტოვოი მიიჩნევს, რომ კვარაცხელია "ბარსელონაში" უნდა გადავიდეს: "მჯერა, ხვიჩა "ბარსელონაში" აღმოჩნდება. მე თვითონ მინდა, ეს ასე მოხდეს. ვფიქრობ, ის ამისათვის მზადაა, რამეთუ კარგი დონისაა.

თუ 90-100 მილიონ ევროზე ვისაუბრებთ, ეს საერთოდ გაუგებარია. საიდან მოდის ასეთი თანხები, არავის არ შეუძლია გაიგოს. ამაზე ყურადღებას არ გავამახვილებდი, ვინაიდან ბოლო 2-3 წელიწადში მსგავსი ტრანსფერები ვიხილეთ.

ხვიჩა
ახალგაზრდაა. აღარც ვილაპარაკებ, რომ პერსპექტიულია, რადგან კარგა ხანია ჩამოყალიბებული ფეხბურთელია. გასულ სეზონში იტალიის ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, სკუდეტო მოიგო და რაზეა საუბარი? მას მთელი საფეხბურთო ცხოვრება წინ აქვს".

მკითხველის კომენტარები / 16 /
ერთ ერთი საუკეთესო კი არა საუკეთესო იყო.
რატომ ავრცელებთ არასწორ ინფორმაციას
გიორგი
21:49 19-02-2024
1
ცხოვრებაშიც ხდება ადრეულ ასაკში სხვა გიყვარს მაგრამ ოჯახს სხვასთნ ქმნი. რეალის ფანი კი იყო კვარა, მაგრამ ბარსა მშვენიერი ვარიანტია და ნეტავ მართლაც წაიყვანონ ჩენი კვარა. ეს ის გუნდია რომელიც გრანდია, იყო და იქნება კიდევ დიდ ხანს. მე უკვე ძალიან მეცოდება ნაპოლში კვარა.
G.LA
02:30 20-02-2024
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული