BarcaTimes: "ბარსელონა" კვარაცხელიას 90-100 მილიონ ევროდ შეძენას იმედოვნებს

AutoSharing Option
BarcaTimes-ის ცნობით, "ბარსელონა" "ნაპოლის" გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით სერიოზულად არის დაინტერესებული, მის აგენტს დაუკავშირდნენ და მოლაპარაკებების წარმატებულად დასრულების შემთხვევაში, ტრანსფერის 90-100 მილიონად განხორციელებას იმედოვნებენ.

"სელტას" ყოფილი თავდამსხმელი ალეკსანდრ მოსტოვოი მიიჩნევს, რომ კვარაცხელია "ბარსელონაში" უნდა გადავიდეს: "მჯერა, ხვიჩა "ბარსელონაში" აღმოჩნდება. მე თვითონ მინდა, ეს ასე მოხდეს. ვფიქრობ, ის ამისათვის მზადაა, რამეთუ კარგი დონისაა.

თუ 90-100 მილიონ ევროზე ვისაუბრებთ, ეს საერთოდ გაუგებარია. საიდან მოდის ასეთი თანხები, არავის არ შეუძლია გაიგოს. ამაზე ყურადღებას არ გავამახვილებდი, ვინაიდან ბოლო 2-3 წელიწადში მსგავსი ტრანსფერები ვიხილეთ.

ხვიჩა
ახალგაზრდაა. აღარც ვილაპარაკებ, რომ პერსპექტიულია, რადგან კარგა ხანია ჩამოყალიბებული ფეხბურთელია. გასულ სეზონში იტალიის ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, სკუდეტო მოიგო და რაზეა საუბარი? მას მთელი საფეხბურთო ცხოვრება წინ აქვს".

მკითხველის კომენტარები / 16 /
დღევანდელ ნაპოლს და ინტრიგან ლაურენტესს ყველაფერი სჯობს
ბესო
10:58 20-02-2024
0
ეხხ!! ამ პატივსაცემი პორტალის ნიუსებს და კვარადონისტების კომენტებსაც, როგორ დაეტყო კვარას რეგრესი მ/სეზონში, გასული სეზონის სტარტზე ვის ახსოვდა მისი კონტრაქტი,ხელფასი და ჭორები თითქოსდა მის მომავალ ტრასფერზე რომელიმე სუპერ კლუბში, ზღაპრული გამოსაყიდით, მაშინ მისი თამაში იყო განხილვის თემა-როგორ არბევდა ლიველპოოლის,აიაქსის,იურენტუსის მცველებს, რომ არაფერი ვთქვათ სერიას მეორე ხარისხოვან კლუბებთან, მართალია ორივე მილანულ გრანდებთან მაშინაც გაუჭირდა,მაგრამ მაინც....წელს კი იმის აჩრდილიც ვეღარ არის რაც მაშინ, ჩ/ლიგაზე თავი ერთხელაც ვერ გამოიჩინა, ხოლო სერიაში ყველა გრანთან ჩაიკარგა და მსაჯებთან კამათის მეტი არაფერი გაუკეთებია,ვერც გუნდს ულიდერა ოსიმენას არ ყოფნაში და გუნდიც ჩაკარგულია სატურნირო ცხრილში, ერთი შეხედვით, რასაც ვერ დაუწუნებ მონდომება და ჟინია, მაგრამ......ხოდა, მისი ამ სათამაშო მდგომარეობის ფონზე,უპრაგონოდ მოუწოდებენ წავიდეს,რომელიმე გრანდში და ასახელებენ არარეალურ თანხებს და კლუბებს, ამ შემთხვევაში ბარსელონას.....დარწმუნებული ვარ მალე ბარსელონას დაივიწყებენ და სხვა გრანდს დაუკავშირებენ....ისე ბასრასთან თამაშს, რომ დაელოდოთ, ნახოთ როგორ ითამაშებს და მერე ეს ციფრები არა???!!!..
tENGO
10:22 20-02-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული