"კარი ღიაა, მშვიდობით, ამას კვარაცხელიასგან არ ვიმსახურებთ" - Areanapoli პოზიციას გულშემატკივართა პოსტებით გამოხატავს

AutoSharing Option
"კალიარისა" და "ნაპოლის" ფრედ დასრულებული მატჩი (1:1) Areanapoli-მ გაანალიზა. გამოცემა მიიჩნევს, რომ ნეაპოლური გუნდის გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ ისევ ცუდად ითამაშა და საკუთარ პოზიციას გულშემატკივართა პოსტებით ახმოვანებს - უნდა წავიდეს:

"გამარჯვება ბოლო წუთებში მხოლოდ აბსურდული შეცდომის გამო კი არა, არამედ პოლიტანოსა და სიმეონეს განიავებული შანსების შედეგად გაგვისხლტა ხელიდან. ვინც კიდევ ერთხელ თავის შესაძლებლობებზე დაბალ დონეზე იასპარეზა, კვარაცხელია იყო, რომელიც "ბარსელონასთან" შეცვლისას უკმაყოფილობის გამოხატვის გამო გააკრიტიკეს. ის ისევ ძალიან ცუდად გაისარჯა.

ეს ამ სეზონში პირველად არ დაემართა. ბევრისათვის მასთან კონტრაქტის განახლების გარდა,
განშორებაა ცხადი. დე ლაურენტისმა განმარტა, რატომ არ გაუხანგრძლივა ხელშეკრულება - აგეტმა საკითხის განხილვა სეზონის ბოლოსთვის გადადო.  ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თუ შესაბამისი შეთავაზება იქნება, "ნაპოლი" შეაფასებს და გადაწყვეტილებას მიიღებს.

სოციალურ ქსელში ქომაგები ამასთან დაკავშირებით წერენ: "რასაც ოსიმენზე ვამბობთ, "კვარასაც" ეხება: თუ არ უნდა თავდაუზოგავად დაიცვას ჩვენი გუნდის ღირსება, კარი ღიაა. იქნება ღირებული შეთავაზება - მშვიდობით".

"სკუდეტოს მოპოვებისას ჩატარებული შესანიშნავი სეზონისათვის მუდამ მადლობელი ვიქნებით, მაგრამ ახლა სათანადოდ ვეღარ თამაშობს. ასევე დამნაშავეა დე ლაურენტისი, რომელმაც კონტრაქტი მაშინვე არ განუახლა, რამეთუ ფეხბურთში პროფესიონალთა მოტივაცია აუცილებელია. თუმცა, მოდით, ამ წამებას ბოლო მოვუღოთ, რასაც არ ვიმსახურებთ".

მკითხველის კომენტარები / 49 /
ჩემი აზრით, აუცილებლად მოენატრებათ ნაპოლი, რომელშიაც ხვიჩამ ფანტასტიკური თამაში აჩვენა! აი მაშინ მიხვდებიან "კარი ღიაას" უმადურ შინაარსს! რეალურად, ამ სიტყვების დამსახურებული ადრესატი არის ლაურენტისი, ბრიყვული მენეჯმენტის გამო!
დო მაჟორი
28 თებერვალი 2024 09:39
3
გადავა მალე სხვა გუნდში
გიონასყიდა
26 თებერვალი 2024 23:26
2
ამ ბიჭს უნდა ფსიქოლოგი.არაფერი ცუდი.უბრალოდ ყველა სფეროში დასაქმებული ადამიანი მეტ ნაკლებად წნეხის და ზეწოლის ქვეშაა.თამაში,რომ იცის უდავოა და არც საკამათოა.რა გახდა ერთი ადეკვატური და პროფესიონალი ფსიქოლოგი ამ გუნდში.რაღაცამ გაახმო,გადაადნო ეს ბიჭი და მიხედეთ კაცო.რა გახდა ესეთი უსაშველო
გელა
26 თებერვალი 2024 23:03
5
ეკუთვნოდა თუ არ ეკუთვნოდა დააფასეს და საუკეთესოდ აღიარეს წინა სეზონში ეხლა საერთოდ რომ ვერ თამაშობს ამას რად უნდა პროფესორობა
ზოსიმე
26 თებერვალი 2024 21:59
3
ხვიჩა წარმატებები ძმაო .გული არ გაიტეხო.შემოგევლე.
ქართველი
26 თებერვალი 2024 21:41
1
არაა "ნაპოლი"ხვიჩას გუნდი!
რეზ
26 თებერვალი 2024 21:19
0
დაანებონ ხვიჩას თავი, ვისაც კარგი ხელფასები აქვთ(მთელ გუნდს), იმათ მოსთხოვონ უკეთესი თამაში.
გელა
26 თებერვალი 2024 17:56
0
არ მგონია რო კვარა სპეციალურად თამაშობს ცუდად. ალბათ რამე აწუხებს, მაგალითად, მწვრთნელების ხშირად ცვლილება, თორე "დღეს რაღაც მომწონს და კარგად ვიმუშავებ, მაგრამ ხვალ თუ არ მომეწონება - ცუდად... "ასეთი დამოკიდებულება ძაან ბავშვურია, არაპროფესიონალური და ბევრ დადებით თვისებას გადაწონის.
სახელი
26 თებერვალი 2024 11:13
5
აი რომ წერ კვარა ათამაშდება ძველებურადო და ვისაც ეს არ გინდათ, უბრალოდ უვარგისები ხართო...
შენ ეხლა მართლა გჯერავს რომ აქ აკომენტარებენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც არ სიამოვნებთ კვარას კარგი თამაში და თუ კარგად ათამაშა სწყინთ???
ანუ თუ ადამიანმა ოდნავი კრიტიკა გაურია დაწერილში ესე იგი კვარა არ ევასება და უნდა რომ ფეხი მოტყდეს???
აი რა ჰქვია ასეთ საქციელს, ეჭვიანობა? გაუნათლებლობა? წაკითხულიდან აზრის გამოტანის უნარის არქონა? სად ჩნდება და საიდან მოდის ასეთი ხალხი...
დავით 67-ს
26 თებერვალი 2024 11:10
12
კარი ღია... კვარას ვეტყოდი ქართველი ერთი გულშემატკივარი მის გვერდითაა... უბრალოდ იცოდეს ერთი უბრალო და ამავ დროს ბევრის მთქმელი ანდაზა რაც არ უნდა ხდებოდეს ყველაფერი მაინც უკეთესობისაკენ მიდის... და მთავარი როცა ბევრი წინააღმდეგობანი გხვდება იცოდე წარმატება ახლოსაა....
კობა ბაღდავაძე
26 თებერვალი 2024 10:42
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული