"კალიარისა" და "ნაპოლის" ფრედ დასრულებული მატჩი (1:1) Areanapoli-მ გაანალიზა. გამოცემა მიიჩნევს, რომ ნეაპოლური გუნდის გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ ისევ ცუდად ითამაშა და საკუთარ პოზიციას გულშემატკივართა პოსტებით ახმოვანებს - უნდა წავიდეს:
"გამარჯვება ბოლო წუთებში მხოლოდ აბსურდული შეცდომის გამო კი არა, არამედ პოლიტანოსა და სიმეონეს განიავებული შანსების შედეგად გაგვისხლტა ხელიდან. ვინც კიდევ ერთხელ თავის შესაძლებლობებზე დაბალ დონეზე იასპარეზა, კვარაცხელია იყო, რომელიც "ბარსელონასთან" შეცვლისას უკმაყოფილობის გამოხატვის გამო გააკრიტიკეს. ის ისევ ძალიან ცუდად გაისარჯა.
ეს ამ სეზონში პირველად არ დაემართა. ბევრისათვის მასთან კონტრაქტის განახლების გარდა,
სოციალურ ქსელში ქომაგები ამასთან დაკავშირებით წერენ: "რასაც ოსიმენზე ვამბობთ, "კვარასაც" ეხება: თუ არ უნდა თავდაუზოგავად დაიცვას ჩვენი გუნდის ღირსება, კარი ღიაა. იქნება ღირებული შეთავაზება - მშვიდობით".
"სკუდეტოს მოპოვებისას ჩატარებული შესანიშნავი სეზონისათვის მუდამ მადლობელი ვიქნებით, მაგრამ ახლა სათანადოდ ვეღარ თამაშობს. ასევე დამნაშავეა დე ლაურენტისი, რომელმაც კონტრაქტი მაშინვე არ განუახლა, რამეთუ ფეხბურთში პროფესიონალთა მოტივაცია აუცილებელია. თუმცა, მოდით, ამ წამებას ბოლო მოვუღოთ, რასაც არ ვიმსახურებთ".
ადამიანებს, ვინც ფინასურად ძლიერი არაა, შეუმდგარ ქართველებს უწოდებს და ცდილობს დაამციროს. თავის თავს შემდგარად მიიჩნევს, ბუნებრივია.
მინდა დავეთანხმო, რომ ის ნამდვილად ყველაზე შემდგარი და შეყენებულია, ვინც კი აქ კომენტარებს წერს.
ხვიჩას არანაირი ფორმა არ დაუკარგავს.. თქვენ ისე გესმით ფეხბურთი როგორც ვირმა ფანდურზე დაკვრა...
ხვიჩა სწორად იქცევი
კი ბატონი პრობემა აქვს, ანუ რომ ნერვიულობს? რომ ისე არ გაოსდის როგორც შარშან? და მერე? წიხლი უნდა დააჭირო კაცს ამ დროს თუ გვერდით დაუდგე?
ხომ ყავს უკეთესები და რა გააკეთეს? მუტჭეს თუ არა სარდინიელებმა? ვინ არის მოგებული ამ სიხისტით? ლაყ=ურენტისის თუ მთლიანად ნეაპოლი?
ჯერ სად არიან, რეგრესი წინ აქვთ, და დისრეს კი ვერ ხედვენ საკუთარ თვალში, ხვიჩას თვალში ეძებენ ბეწვს. იმიტომაც აქვთ საქმე კარგად
წარმატებები ხვიჩა!