"კალიარისა" და "ნაპოლის" ფრედ დასრულებული მატჩი (1:1) Areanapoli-მ გაანალიზა. გამოცემა მიიჩნევს, რომ ნეაპოლური გუნდის გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ ისევ ცუდად ითამაშა და საკუთარ პოზიციას გულშემატკივართა პოსტებით ახმოვანებს - უნდა წავიდეს:
"გამარჯვება ბოლო წუთებში მხოლოდ აბსურდული შეცდომის გამო კი არა, არამედ პოლიტანოსა და სიმეონეს განიავებული შანსების შედეგად გაგვისხლტა ხელიდან. ვინც კიდევ ერთხელ თავის შესაძლებლობებზე დაბალ დონეზე იასპარეზა, კვარაცხელია იყო, რომელიც "ბარსელონასთან" შეცვლისას უკმაყოფილობის გამოხატვის გამო გააკრიტიკეს. ის ისევ ძალიან ცუდად გაისარჯა.
ეს ამ სეზონში პირველად არ დაემართა. ბევრისათვის მასთან კონტრაქტის განახლების გარდა,
სოციალურ ქსელში ქომაგები ამასთან დაკავშირებით წერენ: "რასაც ოსიმენზე ვამბობთ, "კვარასაც" ეხება: თუ არ უნდა თავდაუზოგავად დაიცვას ჩვენი გუნდის ღირსება, კარი ღიაა. იქნება ღირებული შეთავაზება - მშვიდობით".
"სკუდეტოს მოპოვებისას ჩატარებული შესანიშნავი სეზონისათვის მუდამ მადლობელი ვიქნებით, მაგრამ ახლა სათანადოდ ვეღარ თამაშობს. ასევე დამნაშავეა დე ლაურენტისი, რომელმაც კონტრაქტი მაშინვე არ განუახლა, რამეთუ ფეხბურთში პროფესიონალთა მოტივაცია აუცილებელია. თუმცა, მოდით, ამ წამებას ბოლო მოვუღოთ, რასაც არ ვიმსახურებთ".
და შენ საიდან იცი, რომ არ მიცნობენ, ბედოვლათო ვალტერ? ))
ჰო, ვარსკვლავი არ ვარ - გამოიცანი, ყოჩაღ )) ..თუმცა შემიძლია იოლად დაგარწმუნო, რომ ჩემს საქმეში საკმაოდაც მიცნობენ და იმაზე უფრო დაფასებულიც ვარ, ვიდრე კვარაცხელია თავის კოლეგებში: ჩემს კოლეგებს ჩემზე 10-ჯერ მეტი ხელფასი არ აქვთ და ვერც/არც იმას გამიბედავენ, რასაც კვარაცხელიას უბედავენ ხოლმე ))
ისე, ის ხალხი ყველაფრის ღირსია, ვინც შენსავით პირდაღებულები შეჰყურებენ ამათ და დიდად უკვე აღარც ვბრაზდები, რასაც ქვია, რომ ხმარობენ აქ და არამარტო აქ..
მინიმუმ ისე არ უნდა მოიქცე რომ გულშემატკივრები გადაიკიდო, თუმცა მაინც მოახერხა და გაააქტიურა ცნობილი გამოთქმა - სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯიაო...
ის რომ დე ლაურენტისი ჟმოტი და ახვარია, არ ნიშნავს რომ ნეაპოლელები ქუჩებში გამოვარდებიან არიქა სიმართლეს გაუმარჯოსო და კვარას მხარეზე დადგებიან...
იმიტომ რომ ისინი მაგ პროტესტს გუნდის კეთილდღეობაზე არ გადაგატარებინებენ...
კვარა კი არა სულ რომ მარადონა იყო მაინც...
და ეს ყველაფერი ამ 23 წლის ბიჭის კი არა მისი გოიმი აგენტის და გაგრია გარემოცვის ბრალია...
ერთი 20 კაცის ერთად, ჯერ რომ ფულის გულისთვის რუსეთში გააქანეს და მერე ომი რომ არ დაწყებულიყო ისევ იქ დატოვებდნენ და ეხლა იტალიაში უფუჭებენ საქმეს...
არ ყოფილიყო კვარა, სკუდეტოს სიზმარშიც ვერ ნახავდით.