"კარი ღიაა, მშვიდობით, ამას კვარაცხელიასგან არ ვიმსახურებთ" - Areanapoli პოზიციას გულშემატკივართა პოსტებით გამოხატავს

AutoSharing Option
"კალიარისა" და "ნაპოლის" ფრედ დასრულებული მატჩი (1:1) Areanapoli-მ გაანალიზა. გამოცემა მიიჩნევს, რომ ნეაპოლური გუნდის გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ ისევ ცუდად ითამაშა და საკუთარ პოზიციას გულშემატკივართა პოსტებით ახმოვანებს - უნდა წავიდეს:

"გამარჯვება ბოლო წუთებში მხოლოდ აბსურდული შეცდომის გამო კი არა, არამედ პოლიტანოსა და სიმეონეს განიავებული შანსების შედეგად გაგვისხლტა ხელიდან. ვინც კიდევ ერთხელ თავის შესაძლებლობებზე დაბალ დონეზე იასპარეზა, კვარაცხელია იყო, რომელიც "ბარსელონასთან" შეცვლისას უკმაყოფილობის გამოხატვის გამო გააკრიტიკეს. ის ისევ ძალიან ცუდად გაისარჯა.

ეს ამ სეზონში პირველად არ დაემართა. ბევრისათვის მასთან კონტრაქტის განახლების გარდა,
განშორებაა ცხადი. დე ლაურენტისმა განმარტა, რატომ არ გაუხანგრძლივა ხელშეკრულება - აგეტმა საკითხის განხილვა სეზონის ბოლოსთვის გადადო.  ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თუ შესაბამისი შეთავაზება იქნება, "ნაპოლი" შეაფასებს და გადაწყვეტილებას მიიღებს.

სოციალურ ქსელში ქომაგები ამასთან დაკავშირებით წერენ: "რასაც ოსიმენზე ვამბობთ, "კვარასაც" ეხება: თუ არ უნდა თავდაუზოგავად დაიცვას ჩვენი გუნდის ღირსება, კარი ღიაა. იქნება ღირებული შეთავაზება - მშვიდობით".

"სკუდეტოს მოპოვებისას ჩატარებული შესანიშნავი სეზონისათვის მუდამ მადლობელი ვიქნებით, მაგრამ ახლა სათანადოდ ვეღარ თამაშობს. ასევე დამნაშავეა დე ლაურენტისი, რომელმაც კონტრაქტი მაშინვე არ განუახლა, რამეთუ ფეხბურთში პროფესიონალთა მოტივაცია აუცილებელია. თუმცა, მოდით, ამ წამებას ბოლო მოვუღოთ, რასაც არ ვიმსახურებთ".

მკითხველის კომენტარები / 49 /
აქ ერთი მომხმარებელი წერს კომენტარებს ნეაპოლის ნიკით.
ადამიანებს, ვინც ფინასურად ძლიერი არაა, შეუმდგარ ქართველებს უწოდებს და ცდილობს დაამციროს. თავის თავს შემდგარად მიიჩნევს, ბუნებრივია.
მინდა დავეთანხმო, რომ ის ნამდვილად ყველაზე შემდგარი და შეყენებულია, ვინც კი აქ კომენტარებს წერს.
კოლა
26 თებერვალი 2024 10:14
4
სიამოვნეით ვიხილავდი სხვა გუდში ლობოტკა ანგისა რაჰმანმა დამღალა
giorgi
26 თებერვალი 2024 10:12
6
კვარას ერთადერთი პრობლემა არის დაუფასებლობა, მას სჭირდება ღირსეული კონტრაქტი
bebe
26 თებერვალი 2024 09:47
8
სოფლის გუნდი...

ხვიჩას არანაირი ფორმა არ დაუკარგავს.. თქვენ ისე გესმით ფეხბურთი როგორც ვირმა ფანდურზე დაკვრა...

ხვიჩა სწორად იქცევი
ლაშა
26 თებერვალი 2024 09:39
10
ზოგიერთ აქ შემომსვლელთან შედარებით,ვირი კომპოზიტორია!
სოსო
26 თებერვალი 2024 13:26
2
ფაქტია რომ აღარ თამაშობს.... სერიოზულად გაზარმაცდა..ეგრე ვერსად ვერ გაფრინდება, კაროჩე ატრაკებს,ქებამ აწყინა!!!!
ვახტანგ
26 თებერვალი 2024 09:28
42
ეს არის Areanapoli-ს ჟურნალისტური ხედვა. და რა მერე? ასეთი "ბალანდა" ბევრი დაიწერება კიდევ. და მის მიხედვით იცხოვროს? გაიარონ რა.
კი ბატონი პრობემა აქვს, ანუ რომ ნერვიულობს? რომ ისე არ გაოსდის როგორც შარშან? და მერე? წიხლი უნდა დააჭირო კაცს ამ დროს თუ გვერდით დაუდგე?

ხომ ყავს უკეთესები და რა გააკეთეს? მუტჭეს თუ არა სარდინიელებმა? ვინ არის მოგებული ამ სიხისტით? ლაყ=ურენტისის თუ მთლიანად ნეაპოლი?

ჯერ სად არიან, რეგრესი წინ აქვთ, და დისრეს კი ვერ ხედვენ საკუთარ თვალში, ხვიჩას თვალში ეძებენ ბეწვს. იმიტომაც აქვთ საქმე კარგად
ლევანი
26 თებერვალი 2024 08:26
6
ვარსკვლავის დაავადება, წუწუნი მოედანზე, რა საქციელი იყო ეს?? შენი მწვრთნელია, რამე თუ ისცავლე, არ ხარ შენ მესსი! როგორ უნდა შემოგხედოს მწვრთელმა შენი საქციელის მერე?? არ დაგიწვია ბაბა ბარსელინა და რა ექნა მას??დიდებას გისურვებ ფეხბურთში, დააფასე ყველაფერი, თორემ შენზე უკეთესი გვინახავს დაცემული! დისციპლინა, შრომა..
წარმატებები ხვიჩა!
Geo
26 თებერვალი 2024 07:28
23
მე მგონი თავს ინახავს ნაკრების თამაშისთვის თუ ფინალში გავალთ. ტრამვებს ერიდება.
David N
26 თებერვალი 2024 04:37
8
კვარას ერთადერთი პრობლემა არის ზედმეტი ემოციები წაქცევის დროს, თითქოს სასიკვდილოდ დაჭრილი იყოს ისე იკლაკნება და ცოტა არ იყოს გამაღიზიანებელია... რაც შეეხება სხვა საკითხებს, თამაშითაც მაგარი მოთამაშეა და ხელფასსაც ეშველება, ეს არ არის პრობლემა. ემოციები თუ მოთოკა-წარმატებისკენ გზას ჩვეულებრივად განაგრძობს. რათქმაუნდა ჩემი აზრია და არ ატეხოთ ისტერია :)))
hei
26 თებერვალი 2024 02:24
10
სამწუხაროა რომ ასე ფიქრობენ, ფაქტია რომ ძალიან უკლო თამაშს.რაღაც დაემართა ამ ბიჭს. რა ვერ ვხვდები. შეიძლება არის რაღაც მიზეზი და ჩვენ არ ვიცით. აქ ხელფასი არაფერ შუაშია და არც ცოლი.ფული არც წინა სეზონში ჰქონდა ბევრი, მაგრამ რა ფურორი მოახდინა ყველამ ვნახეთ. იმედს ვიტოვებ რომ ათამაშდება ძველებურად. ვისაც ეს არ გინდათ, უბრალოდ უვარგისები ხართ
დავით 67
26 თებერვალი 2024 02:06
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული