იტალიური მედია: კვარაცხელიას გასულ სეზონზე მეტი გოლის გატანა შეუძლია - უფრთხილდით "ოსი-კვარას" დუეტს

AutoSharing Option
"ნაპოლის" მიერ "სასუოლოს" განადგურებას და ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავ თამაშს იტალიური მედია გამოეხმაურა. როგორც ყოველთვის, ქართველის მიმართ პირველ რიგში საქებარი სიტყვები "კორიერე დელო სპორტმა" არ დაიშურა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ კვარაცხელია ამჯერად არ შეცვალეს, მიმდინარე ტურნირზე რვა გოლი გაიტანა და იმაზე მეტჯერ შეუძლია მეტოქეთა კარის დალაშქვრა, ვიდრე გასულ საჩემპიონო სეზონში, როდესაც მის ანგარიშზე თორმეტი გოლი იყო.

"მიუხედავად "მაპეის" სტადიონის მძიმე გაზონისა, ის მარცხენა ფლანგზე ტრაორესა და მარიო რუისთან ერთად ხავერდოვნად მოქმედებდა, განუწყვეტლივ ცდილობდა გატანას, თავის მომენტს ელოდა და მიზანსაც მიაღწია - მარჯვენითაც,
მარცხენითაც, რისხვითა და დელიკატურობით და მინდორზე ისევე დაქროდა, როგორც გასულ წელს".

ხვიჩას დითირამბები La Repubblica-მაც უძღვნა: "კვარამ" დუბლი მიითვალა და ლამის მოედნის ცენტრიდან დაამწუხრა კონსილი. უფრთხილდით კვარაცხელიას და ოსიმენს, განსაკუთრებით, ჩემპიონთა ლიგაზე 13 მარტს "ბარსელონასთან" ჩასატარებელი მატჩის წინ".

Tuttonapoli წერს: "დაგვიბრუნდი, კვარადონა"; ხაზს მის ჩინებულად გარჯას უსვამს და შეფასებებს გვთავაზობს: Tuttosport 8.5, Corriere dello Sport 8, TuttoNapoli 8, Tuttomercatoweb 8, La Gazzetta dello Sport 7.5.

Calciomercato აღნიშნავს, რომ "სპალეტიანას" გუნდი და "ოსი-კვარას" დუეტი "იუვენტუსისთვის" შეხვედრისთვის მზად არიან, რამეთუ ტანდემმა ისევ გაიბრწყინა და "ნაპოლიმ" ექვსი გოლით საბრძოლო განწყობილება აღიდგინა.

„ნაპოლი“ 40 ქულით მეცხრე ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ ზონას 8 ქულა აშორებს და 3 მარტს „იუვენტუსს“ უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ცოტა კრიტიკული ვიქნები და ვისაც წაკითხულიდან აზრის გამოტანა არ შეუძლია, მათი პრობლემაა. გუშინ თამაშით კარგად ითამაშა და შეფასებებიც ობიექტური იყო, მაგრამ უნდა აღინიშნოს რომ როდესაც გოლები გაიტანა და საგოლე პასიც მიითვალა, მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო და ეს მიუთითებს იმაზე რომ ფსიქოლოგიური წნეხი მოხსნილი ჰქონდა. შემდეგ მატჩებში შეიძლება ეს წაადგეს კიდეც. წინა სეზონში მას ჰქონდა ისეთი თამაშები, სადაც მან გადაწყვიტა მატჩის ბედი. მე პირადად ასეთ თამაშებს ველი მისგან. სასუოლოსთან გალაღება ბევრი ვერაფერია ჩემი აზრით. ამიტომაც არ მიმაჩნია რომ ის ძველებურად ათამაშდა. ძალიან მინდა იუვენტუსთან და ბარსელონასთან გაიბრწყინოს, ასევე საბერძნეთი ყაზახეთის გამარჯვებულთან თუ ლუქსემბურგის ბარიერს დავძლევთ რა თქმა უნდა.
დავით 67
23:58 29-02-2024
5
სერია ა ს დონის ვარსკვლავი გვყავს ნუ მსოფლიო დონის ვარსკვლავი სამწუხაროდ ვერ არის მაგრამ იმედია მალე იქნება
ტოტტი
22:32 29-02-2024
28
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული