"უოტფორდის" ახალმა, დროებითმა მწვრთნელმა ტომ კლევერლიმ კლუბის საიტთან განაცხადა, რომ გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმასთან დაკავშირებით ოპტიმისტურადაა განწყობილი.
შეგახსენებთ, ჩაკვეტაძე "ქოვენთრისთან" მატჩის 43-ე წუთზე დაშავდა და შესვენებაზე შეცვალეს.
"ყველაფერი არც ისე ცუდადაა, როგორც თავიდან ვფიქრობდით და შიში გვქონდა. ძლიერი ტკივილი ჯერ კიდევ აწუხებს, კოჭ-წვივზე სისხლჩაქცევები აღენიშნება, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ გიორგი ნავარაუდევზე ადრე დაბრუნდება", - განაცხადა ტომ კლევერლიმ.
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ჩაკვეტაძე 21 მარტს ლუქსემბურგთან ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალისთვის გამოიძახა და იმედია, იქამდე მწყობრში ჩადგება.
"უოტფორდი" შემდეგ შეხვედრას 16 მარტს, სტუმრად "ბირმინგემთან"
ჩაატარებს.