კალცონა: რატომ დავაყენე რასპადორი კვარაცხელიას ნაცვლად? - რაიმეს გაკეთება შეუძლებელია

AutoSharing Option
სერია A-ს 30-ე ტურში "ნაპოლი ტრავმირებული ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე საკუთარ მოედანზე "ატალანტასთან" 0:3 დამარცხდა. ნამატჩევს DAZN-თან კომენტარი ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ გააკეთა:

„მეტოქემ კარგად ითამაშა, ჩვენ კი ბევრი ნაკლი გვქონდა, განსაკუთრებით როდესაც ბურთის გარეშე ვიყავით. დაცვა ცუდად გაისარჯა. ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შესაძლებლობა მინიმუმამდე შეგვიმცირდა, თუმცა წინ უნდა ვიყუროთ და სეზონის ღირსეულად დასრულებას შევეცადოთ.

ბევრი რამ გამოსასწორებელია, პრობლემა მხოლოდ დაცვას არ შეეხება. ორგანიზებულობა გვაკლია. "ინტერთან" უკეთესად ვიასპარეზეთ, თუმცა დღეს ოთხი მომენტი შევქმენით. ფიზიკურად ასეთ ძლიერ გუნდებთან სრული მობილიზაციის გარეშე წარმატების მიღწევა
რთულია. რატომაა ამხელა სხვაობა გასულ წელთან შედარებით? სამი მწვრთნელი გამოიცვალა, მათ მშვიდ ვითარებაში მუშაობის საშუალება არ მიეცათ და ცოტა რამის შეცვლა შეძლეს. განსხვავება უზარმაზარია და რაიმეს გაკეთება შეუძლებელია.

რატომ დავაყენე რასპადორი კვარაცხელიას ნაცვლად მარცხენა ფლანგზე? ის კარგად ვარჯიშობს. გასაგებია, უფრო ცენტრში ურჩევნია თამაში, მაგრამ გადაწყვეტილება შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მივიღე“.

მკითხველის კომენტარები / 18 /
დღეს ნათლად გამოჩნდა რამდენს ნიშნავს ხვიჩა ნაპოლისთვის.სრულიად უსახური თამაში ჩაატარეს კვარას გარეშე.იმედია ეხლა მინც მიხვდება აურელიო მის მნიშვნელობას.
მირო
30 მარტი 2024 20:21
8
აბა, ვინ უნდა დაეყენებინა, - მბაპე, ვინისიუსი თუ ლეაო?!... როგორც რუბიკა ხაჩიკიანი იტყოდა - ისეთ შეკითხვებს უსვამენ, რომ პასუხის გაცემაც უხერხულია...
დდდ
30 მარტი 2024 20:28
2
მართალს ამბობს ეს კაცი! ლაურენტისმა არავის მისცა მშვიდად მუშაობის საშუალება და დრო!განახორციელა არასწორი ტრანსფერები კლუბში, შექმნა არა ჯანსაღი გარემო. მოკლედ ყველაფერში დამნაშავე ლაურენტისია, თავისივე აშენებულ გუნდს თვითონვე ანგრევს!
რობი
30 მარტი 2024 19:58
0
ათმილიონიანი ხელფასის მქონე ფეხბურთელები ერთ დამლაგებლისხელფასიანი კვარას შემყურეები როგორ გახდით თქვე მამაცხონებულებო და მის გარეშე რომ არ ვარგა გუნდი ლავრენტა ვერ ხვდება ვითომ?
ისე მილიონი უზარმაზარი ხელფასია მაგრამ როდემდე უნდა ვემსახუროთ ქართველები ევროპას , რა დავაშავეთ ასეთი, კანის ფერზე ერთი ამბავი რომ ატყდა, კაი ბატონო, სამართლიანია, მაგრამ ეს საკითხი ვითომ განსახილველი არ არის? დაგვცინის ლავრენტა ალბათ
გიორგი
30 მარტი 2024 19:54
13
"როდემდე უნდა ვემსახუროთ ქართველები ევროპას" - ?!
მაგრა გვეტენება ეს ევროპა და ვერაფრით დავაღწიეთ თავი!
ხან დაგვიპყრობს, ხან ტერიტორიებს წაგვართმევს,
ხან სეპარატიზმს გააღვივებს, პროვოკაციებს მოგვიწყობს, ეთნოწმენდას ჩაატარებს, ასეულათასობით ქართველს გამოყრის საკუთარი სახლებიდან და ქართულად ლაპარაკს, სწავლას და ლოცვას აგვიკრძალავს,
ხალხს დაგვიხოცავს,
მთელ სოფლებს გაასწორებს მიწასთან და დაერთოდ წაშლის...
ახლა, ა ბატონო, მთელი ევროპა გაერთიანდა ერთ ლაურენტისში
და ნორმალურ ხელფასს იმატებენ...
საკმარისია !
შეგვეშვი ევროპა!
შეგვეშვიი...
--------------
დიდი ბიდიში, თუ ზედმეტი მომივიდა და ვინმე გაღიზიანდა, მარა, აქაცა, კაცო ?
აქ ევროპა რა შუაშია ???... )))))))





არა და
30 მარტი 2024 21:32
11
თამადად ხარ დაბადებული! რადგან სპორტულ გვერდზე მიტინგი მოაწყვე, ცოტას მეც შეგეშველები: გაუთავებელი არეულობის მოწყობა ქვეყანაში, მოსახლეობის დაპირისპირება, დემოკრატიის შუქურების თავს მოხვევა, ფარისევლობა, დაპირება და სიტყვის გატეხა, ქართული ეკლესიის ნგრევა, მავნებელი ასოების მომრავლება, ლგბტ თახსირობის დანერგვა და წახალისება, ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევა...კიდევ ბევრს ცამოგითვლიდი, მაგრამ თემა კალცონა.
არა და - ს
31 მარტი 2024 10:26
6
ყველა გამოხმაურება
"წმინდად და მსხვილად დაფქვილი,ერთნაირად ღირს და ვაი,წმინდად დამფქველსო!"დე ლაურენტისმა,შრომას ფასი დაუკარგა.ხვიჩა ფაქტობრივად უფასოდ ამუშავა,ზელენსკის,შარშანდელი სეზონის ერთერთ გმირს,პირიქით,ხელფასის დაკლება მოსთხოვა და რა თქმა უნდა ფეხბურთელებმა,თამაშის,მომატების სტიმული დაკარგეს. როცა მსოფლიოს საუკეთესო ათეულში შესული ფეხბურთელი,შენზე 2-3 ჯერ ნაკლებს იღებს და მომატებაზე არც ფიქრობენ,შენ რატომღა მოიკლავ თავს?მწვრთნელი აქ ვერაფერს გააკეთებს.შეიძლება ერთი თამაში,ორი,თუნდაც სამი,ფეხბურთელები დამუხტო და თავები გადადონ,მაგრამ საშუალო და ხანგრძლივ ვადიან პერსპექტივაში,ეს უიმედო ამბავია.აჰა,ოსიმენს მოუმატა ხელფასი,მაგრამ ისიც,მარტო ბევრს ვერაფერს მიაღწევს, თავიც რომ მოიკლას.ხვიჩა ალბათ ფორმის შესანარჩუნებლად ითამაშებს,მაგრამ თავს მაინც და მაინც აღარ მოიკლავს.მისი ფიქრები,ევროპის ჩემპიონატისაკენ და საიქაოდ მოსამზადებლად იქნება მიმართული.დე ლაურენტისმა,ფეხბურთელების ხელფასებზე რამდენიმე მილიონი მოიგო,მაგრამ ათეული მილიონები წააგო,შესაძლო შემოსავლებიდან.ეს თანხა კიდევ გაიზრდება.
სოსო
31 მარტი 2024 12:19
3
სლოვაკეთში ერთი მდიდარი ადამიანია,ვინმე გარნიკ აკობიანი.სლოვაკეთის უმდიდრესი ადამიანების ათეულში შედის. . .არი კლასიკური ტრეფიკიორი,ჩაყავს ხალხი მათ შორის საქართველოდან(არც სომხებს აკლებს) და მუქთად ამუშავებს.იმდენს აძლევს რო იქვე დახარჯონ და მუშაობის თავი ქონდეთ,რაიმეს გაგზავნა სახში გამორიცხულია. . ვინაიდან კორუფციას მიაქვს იქაურობა,სამართალს ვერავინ პოულობს.მესამედი ნამუშევრის ძლივს წავართვი,ისიც ცოტა მიკაჩავებით. . .ეხლა გავიგე ლაურენტისის ნაბ. . . ბარი ყოფილა . . .ტიპი ჯერ მასალებს მიჰყიდის ობიექტს და მერე დასაქმებულებს აპარინებს. . . კალცონას ნაირები დაჭერილი ყავს ყურებიდან და არის. . .
ნაპოლეონი
01 აპრილი 2024 21:25
0
ხელფასი მინიმუმ 8-9 მილიონი მაინც ეკუთვნის.
პრემიერ ლიგაში რომ გადავიდეს 10-15 მაინც ექნება.
Gi
30 მარტი 2024 22:31
7
ევროპა შუაში კი არა თავშია
Gio
31 მარტი 2024 10:38
6
ევროპის ჩემპიონატზე მიდიხარ ? ))
რას გულისხმობ ?
31 მარტი 2024 22:40
0
ამჟამად რუსეთში ცხოვრობ ?
ევროპაში რომ გეცადა ?
თუმცა, იქ თურმე სქესს და ორიენტაციას უცვლიან და...
ჰოდა, რუსეთი ჯობია და ხელფასსაც მეტს უხდიან ზოგიერთ "დამსახურებულს"...
არც ვანია , არც ვალოდია !
31 მარტი 2024 22:38
0
ყველა გამოხმაურება
ეს საიდანღა მოათრია დე ლაურენტისმა?
gia
30 მარტი 2024 23:38
12
საიდან და..
ჯიბიდან ამოიღო..
მამუკა
31 მარტი 2024 00:54
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული