"მონცას" ბოლო დროს წარმატებული მატჩები ჰქონდა, გავარდნის საფრთხე აღარ აქვს და ე.წ. უმოტივაციო გუნდების კატეგორიაშია. პალადინოს გუნდის მეკარე მიკელე დე გრიგორიო შესრულებული "სეივების" პროცენტული მაჩვენებლით (80%) მეორე
"ნაპოლის" საშინელი სეზონი გამოსდის, მხოლოდ 45 ქულა. ამაზე ცუდად 2009-10 წლების შემდეგ არ გამოსულან, როცა ჩემპიონატი მეექვსე ადგილზე დაასრულეს... და როგორ გამოიყურება ხვიჩა კვარაცხელია? ის წარდგენილია მარტის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში, თებერვლის შემდეგ კი, პენალტებიდან გატანილი გოლების გამოკლებით, მასზე მეტჯერ მეტოქის კარი არავის დაულაშქრავს - 5.
"ნაპოლი", ძირითადად, ხვიჩას გარეშე ემზადებოდა, ოსიმენს კი კარგა ხანია, არ გაუტანია...
ნეაპოლურ კლუბს "მონცასთან" ყოველთვის უჭირს. 1999-2000 წლებში, 4 მატჩში, გუნდებს თითო მოგება და ორი ფრე აქვთ, ბოლო ორი სეზონის განმავლობაში კი თითო მოგება და ერთი ფრე. კარგად გვემახსოვრება, სადებიუტო სეზონის მეორე ტურში "კვარამ" უახლოეს მოწინააღმდეგეს დუბლი შეუსრულა; იყო უკვე გაჩემპიონებული "ნაპოლის" მარცხი (0:2) მეორე წრეში, სადაც ქართველმა მეორე ტაიმში ითამაშა; ცოტა ხნის წინ, 29 დეკემბერს, უგოლო ფრე ნეაპოლში, კვარაცხელიას მეოთხე გაფრთხილება სეზონში და ამით გაბრაზებული მაცარის გაძევება...
ტრავმის შემდეგ ხვიჩამ უკვე გუნდთან ერთად ივარჯიშა და მას აუცილებლად ველით; იქნება თუ არა სასტარტოში, ამას მისი მომზადება გადაწყვეტს.
"სასუოლოსთან" ჰეთ-თრიკის შემდეგ, ვიქტორ ოსიმენს არ გაუტანია და ეს საქმე მოწყურებული ექნება. სირილ ნგონჟემ წინა ტურში ითამაშა და ახლაც გუნდთან ერთადაა.
შეხვედრას 46 წლის დანიელე დოვერი განსჯის, რომელიც ნეაპოლელებს ბოლოს 11 თებერვალს, "მილანთან" (0:1) წაგებულ მატჩში მოემსახურა.
ესპანური "ლა ლიგა" თასის ფინალის გამო ისვენებს. დღეს ჩვენებურების სხვა მატჩებიდან აღსანიშნავია გასავარდნ ზონაში მყოფი, გიორგი მიქაუტაძის "მეცის" სტუმრობა "ბრესტთან" (15:00 სთ). "ჟორჟი" გუნდის თვის ფეხბურთელის ნომინანტია; თასზე წარმატებული ოთარ კიტეიშვილის გრაცის "შტურმი" "ლასკს" უმასპინძლებს (16:30 სთ) ; პირველადგილოსანი ლაშა დვალისა და გიორგი ქვილითაიას "აპოელი" თემურ ქეცბაიასა და თავად ქვილითაიას ყოფილ კლუბს, "ანორთოსისს" დაუხვდება (18:00 სთ); პოლონეთში ნიკა კვეკვესკირის "ლეხი" "პოგონს" მიიღებს (17:00 სთ) და სამეულში შესვლას ეცდება!..
მამარდაშვილის მეთერთმეტე მშრალი მატჩი - "ვალენსიამ" "გრანადას" მოუგო [VIDEO]
კიტეიშვილის დაბრუნება - "შტურმმა" სტუმრად "ზალცბურგი" 4:3 დაამარცხა და ფინალში გავიდა
„კვარადონას“ ტიტულთან დაკავშირებით:
სულ მცირე თხუთმეტი წელი იჯდნენ პელე და გარინჩა სამეფო ტახტზე.აგერ 50წელი იქნება და მიხეილ მესხის მეტი არავინ არ შეუდარებიათ, უცხოელებს მათთან. „ქართველი გარინჩა“-მხოლოდ ის. რატომ უკვირთ რომ კვარადონაც ქართველია.დიდება ქართულ გენს!! მთავარია ხვიჩამ ნაკოლკების კეთება არ ვდაიწყოს. ბატონ ბადრის მართებს დიდი ყურადღება. ეს მისი დიდი ვალია ქართველი ხალხის წინაშე. ამ ოჯახიდან კიდევ ერთ ასეთ ფეხბურთელს ველოდებით!
რვაას ორმოცდა ათი წლის წინ აღწერა შოთა რუსთაველმა ხვიჩას მიერ ატალანტასთან გატანილი გოლი:
„ერთმანეთსა შემოსტყორცა რვა ცხრასა და ცხრა ჰკრის რვასა
დაკოდილნი მკვდართა შინა იმალვიან მალვენ ხმასა“-ო
ღღმერთმა გაახაროს ხვიჩა.
ხვიჩას რომ მთელ სეზონში მხოლოდ ერთი ბურთი გაეტანა [ატალანტასთან] , მარტო ის იქნებოდა საკმარისი კვარადონას ტიტულის მისანიჭებლად.[თუმცა ის იმ დროს უკვე დიდი ხნის კვარადონა და კვარავაჯო იყო]. „შიგან ისრე გავერიე , გნოლის ჯოგსა ვითა ქორი, კაცი კაცსა შემოვტყორცე, ცხენ-კაცისა დავდგი გორი“
რვა კაცი ეხვია გარშემო და .მარტო იყო საჯარიმოში. ნიავი რომ არხევს დამწიფებულ ყანას ისე მიაწვინა ჯერ აქით და მერე იქით მთელი გუნდი ერთმსა კაცმა. მაგან თუ ასე გააგრძელა და .........