ორივე გუნდიდან საუკეთესო - როგორი შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "ფროზინონესთან" მატჩში?

AutoSharing Option
სერია A-ს 31-ე ტურში "ნაპოლიმ" "ფროზინონეს" უმასპინძლა, მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.

"პარტენოპეის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ თამაში შეუცვლელად ჩაატარა, 63-ე წუთზე კი საგოლე პასი მიითვალა და ვიქტორ ოსიმენს გაატანინა.

ქართველის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: Flashscore 8.7 ქულა, Sofascore 8.8 ქულა, Whoscored 8.9 ქულა.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 49 ქულით მე-8 ადგილს იკავებს, ფრანჩესკო კალცონას გაწვრთნილი გუნდი მორიგ მატჩს 20 აპრილს, სტუმრად, "ემპოლის" წინააღმდეგ გამართავს.

altკვარაცხელიას საგოლე პასი - დეფექტური დაცვის მქონე "ნაპოლი" "ფროზინონესთან" ფრეს

დასჯერდა [VIDEO]

alt"კვარას" საგოლე პასი და ოსიმენის გოლი - "ნაპოლი" კვლავ წინ გადის! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 37 /
ჩემს აზრებს ნაწილ-ნაწილ გიზიარებთ,რომ წაკითხვა არ დაგეზაროთ. თქვენ რომ იყოთ ნაპოლის ტრენერი მარიო რუის დააყენებდით ძირითადში? რაღაც არ მმგონია. კაცი გავს შემოგზავნილს ან ის ბოღმა ვერ მოუნელებია პირველ ვარჯიშზე ცირკები რომ ჩაუტარა ხვიჩამ. კატეგორიულად არ აძლევს პასებს. სად იყურებიან ან ლაურა ან ტრენერი??!!
ერთხელ კიდე ფიგუ
15 აპრილი 2024 15:25
2
აი ცირკი ნაღდად შენა ხარ.
გივი
15 აპრილი 2024 17:28
3
ჩემი წინა კომენტარის დასამტკიცებლად:

არ მგონია ბევრმა დაგვისახელოს ფეხბურთელის გვარი ვინც დინამოში თამაშობდა მარჯვენა ფრთაზე სანამ არ გამოჩნდა ილია დათუნაშვილი. მთელი რამდენიმე სეზონი დინამოს თამაში მიდიოდა მარცხენა ფრთაზე- იამანიძე, ღოღობერიძ, მესხი, კალოევი და მათი გამჩერებელი არავინ არ იყო. ფაფხურა პოლიტანოზე კი არა ზელინსკი--კვარაცხელი- ოსიმენი ტრიო უნდა გახდეს ძირითადი დამრტყმელი ძალა ნაპოლიში.
მე რომ ვიყო მაგათი მწვრთნელი ავკრძალავდი ბურთის გარდი-გარდმო გორაობას და მეკარისკენ პასებს [გარდა უკიდურესად აუცილებელი ვითარებისა] .ეს კლავს ფეხბურთს. [არც ელენიო ერერა არი იყო ფეხბურთთან შეხებაში, მაგრამ ბტაზილიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონები გახადა.-კბილის ექიმი იყო მგონი]. მთავარია დისციპლინა ,ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადება და ერთსულოვნება გუნდში. ნახეთ რას წერს მანუჩარ მაჩაიძე ნოდარ ახალკაცის შესახებ.
ისევთქვენი ფიგუ
15 აპრილი 2024 15:03
0
მეტი ობიექტურობა გმართებს,როცა ჭეშმარიტებაზე აცხადებ პრეტენზიას.როგორ შექმნა თვითონ ,როცა პირველი მერეტიმ აჩუქა,ხოლო მეორეზე --პარტნიორმა გაუკეთა შესანიშნავი გადაცემა,რომელსაც თავით ერთი შეხების მეტი აღარაფერი ჭირდებოდა.რაც შეეხება ხვიჩას,---ის გუნდიდან მოკვეთილივით იყო და სწორედაც ,რომ მარტო შექმნა ის მომენტები ,რითაც სრულიად დამსახურებულად მიიღო მაღალი შეფასებები.ხვიჩას აქვს ძალიან კარგი მონაცემები რომლის გამოყენებასაც ის შეძლებს შესაბამის,უკეთეს გარემოში ვიდრე დღეს აქვს.ეს ხომ ეჭვს გარეშეა?
tengo-ს
15 აპრილი 2024 14:54
0
ერთხელ ვთქვი და გავიმეორებ: ვიდრე ტოტალიზატორებში მოგება ფრე წაგება კოეფიციენტებში სხვაობა არ იქნება 0,2 და არა ამაზე მეტი, სუფთა ფეხბურთს ვერ ვნახავთ.
წაგებაზეც კი 3,8 ძალიან მაცდუნებელია. გაიხსენეთ საფრანგეთი აფრიკის რომელიღაც გუნდთან 1:19 [კუში]-წააგო. თბილისის დინამომ 2:5 ანგარიშით წააგო და სხვ. ია ტაკ დუმაიუ. ეს მარტო ნაწილი გახმაურებული ამბებისა.
ისევ ფიგუ
15 აპრილი 2024 11:10
1
რას ჩაიციკლეთ ამ სოფასკორის შეფასებებზე,რა მართლა გჯერავთ,რომ კვარა ორივე გუნდში საუკვეთესო იყო!!, დუბლის ავტორზე რომ არაფერი ვთქვათ, რომელმაც ფაქტიურად ორივე გოლი თვითონ შექმნა, ამასთან ნაპოლის ორ მცველს ყვითელი აჰკიდა ერთს წითელი, პოლიტანოს ულამაზეს გოლი არ შეიმჩნიო და კვარას უხერხულად კარში დარტყმულ, მიწიდან ასხლეტილ ბურთზე, ოსიმენას დასწრებაზე გატანილი გოლის ასისტობა ამ დონის ფეხბურთელისთვის მატჩის მთავარ მოვლენად წარმოაჩინო სიბრიყვეა....ერთი წამით წარმოიდგინეთ: კვარას გუშინ ორი გოლი რომ გაეტანა,ორი ყვითელი და ერთი წითელი რომ აეკიდებინა მეტოქისთვის, ანაც პოლიტანოს სილამაზის გოლი გაეტანა... და რომელიღაც გამოცემას მატჩის საუკვეთესო სხვა დაესახელებინა, როგორ აღშფოთდებოდ-შეშფოთდებოდით წარმომიდგენია..კვარას ქონდა მომენტები ფაქტია, მაგრამ ვერ გამოიყენა, მომენტების ვერ გამოყენება კი შემტევისთვის უფრო მინუსია, ვიდრე კარგი თამაში-გინდათ არ გინდათ პროფესიულ ფეხბურთში მთავარი ტაბლოა და არა სხვა დანარჩენი...კვარას არაფერში ჭირდება სოფასკორისთანა ვითომდა ანალიტიკური გამოცემების უაზრო ქება-დიდება.....აქაურ სექტისტებზე კი საერთოდ არაფერს ვიტყვი ყველას ბოღმიანებ,შურიანებს,ჩასაფრებულებს და ნაცებს რომ ეძახიან ვინც რაღაც კრიტიკისმაგვარს დაწერს, არა და ამ ბიჭს ეხლა ყველაზე ნაკლებად ჭირდება ტყუილად ქება-დიდება, პირიქით ჯანსაღი კრიტიკაა ეხლა მაგის წამალი, რომ სხვა დონეზ გადავიდეს, უფრო კრეატიული გახლდეს მინდორზე და ჩამოყალიბდეს ნამდვილ ვასკვლავად,რომელსაც შეეძლება კრიტიკულ მომენტში, პრინციპულ თამაშში, ძლიერ მეტოქეებთან გუნდს ულიდეროს და შედეგი დადოს,რაც დღეისავის მისი ყველაზე სუსტი მხარეა...ასე იყო ნაკრების ბოლო თამაშზეც საბერძნეთან, მადლობა ღმერთს და ბიჭებს თორემ კრიტიკა მის მიმართ მერე გენახად.....
tENGO
15 აპრილი 2024 10:25
10
ტენგიზას ექ-სპირტული შეფასებით კვარას მიერ საბერძნეთის წინააღმდეგ გოლის ან საგოლე პასის არქონის მიზეზი მისი სისუსტე იყო და არა ის, რომ ბერძნებმა ფაქტიურად ცემეს! მერე ამას და ამისთანებს წყინთ, როცა ბოღმიან ხელმოცარულებს უწოდებენ. ))) ჯანსაღი კრიტიკა მისაღებია, და არა ფარული ბოღმა. და რას ელით ამ ბიჭისგან? ფეხბურთი ხომ გუნდური თამაშია? და სად არის გუნდი?! წაიკითხეთ ამავე საიტზე დი ლორენცოს (რომელსაც სრულიად უსამართლოდ აკრიტიკებენ სუსტი თამაშის გამო, რადგან ფაქტიურად არ ცვლიან, ყველა თამაშს ბოლომდე თამაშობს და უბრალოდ გადაიწვა) კომენტარი.
რატი
15 აპრილი 2024 15:37
0
საუკეთესო იყო სტატისტიკით… დრიბლინგებით, ზუსტი პასებით, დარტყმის მცდელობებით და ასე შემდეგ, შენ თუ ვერ ხედაც და ვერ ხვდები ეგ არ ბიშნავს რომ ეგრე არაა… რას იძახი ჩაწყობილია ხო კვარას რომ მაღალ შეფასებას უწერენ, სასაცილო ხართ ეს ქართველთმოძულეები.
ზოლა
15 აპრილი 2024 11:51
5
ჩემის აზრით,ყველა და მათ შორის ლაურაც გუნდს აყალიბებს ფულის [დიდი ფულის] საშოვნელად. ტოტალიზატორში უნდა ვეძებოთ ძაღლის თავი. გაიხსენეთ იუვენტუსის და სხვა მაგალითები.
ისევ ფიგუ
15 აპრილი 2024 10:02
4
თუ გახსოვთ, საბერძნეთთან შეხვედრის წინა დღეს მე დავწერე, რომ თუ ჩვენები წააგებდნენ მწვრთნელი არ უნდა დაგვედანაშაულებინა, არამედ მიზეზე იქნებოდა „ის რატომ უნდა იყოს ჩემზე უკეთესი“. საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დამთავრდა და მადლობა ჩვენს ბიჭებს.
რაც შეეხება ხვიჩას. ასეთი ვარსკვლავი როცა გყავს გუნდში ძირითადი იერიშები მისით უნდა ხორციელდებოდეს და არა ფაფხურა პოლიტანოს მეშვეობით. დაითვალეთ რამდენჯერ მოითბოვდა სიტუაცია, რომ პასიუნდა მიეცათ ხვიჩასთვის, მაგრამ სულ სხვა მიმირთულებით გაგზავნეს ბურთი.[და კარგი ჩიტიც დაიჭირეს]. რამდენჯერ ელოდა ხვიჩა რომ ბურთს მიაწვდიდნენ,მაგრამ არა და ხვიჩა გაოგნებული ხელებს შლიდა. ნახეთ რამდენჯერ აართვა ბურთი მოწინააღმდეგეს ურთულეს სიტუაციაში? გუნდში არის დაჯგუფება .როგორ სიყვარულს გამოხატავდნენ ფეხბურთელები ხვიჩას მიმართ შარშან და რა ერთსულოვნება იყო გუნდში. და დღეს რა ხდება ვერ ატყობთ?
ფიგუ
15 აპრილი 2024 09:43
1
მხოლოდ დაბალი ინტელექტის მქონე ხალხი მიმიმართავს ხვიჩას: "ხვიჩა გადადი რეალში, ხვიჩა წადი, ხვიჩა ლავრენტას მოშორდი ".ამ ხალხს ვერ გაუგია რომ არსებობს კონტრაქტი და მისი დარღვევა არ შეიძლება. თუ ასე გინდათ მისი გადასვლა სხვა გუნდში აურელიოს მაინც მიმართეთ. ისე იქცევით თითქოს ხვიჩას ყოველდღე ეკონტაქტებით და ის უარობს გადასვლას სხვაგან. ანდა მას არ უნდა და თქვენი რჩევა უნდა გაითვალისწინოს
დავით 67
15 აპრილი 2024 03:17
10
საკუთარ ინტელექტს მიხედე რაა. ინტელექტუალი და ინტელიგენტი ადამიანი ასეთ კომენტარებს არ დებს.
ოეე
15 აპრილი 2024 10:22
5
ხალხნო არ მინდა პროფესორობა და ვინმეზე ჩემი აზრის მოხვევა….უბრალოდ ვაფიქსირებ ჩემს აზრს და ნუ ამიკლავთ დისლაიქებით.ხვიჩა არის ჩვეულებრივი ფეხბურთელი უნდა შევიგნოთ ეს და ნუ განვიცდით ნაპოლის უიღბლო მატჩებს რაღაც კატასტროფულად.კინგსლი კომანი მუსა დიაბი ენტონი მანჩესტერიდან რაფინია ფერან ტორესი აი დაახლოებით ასეთი დონის ფეზბურთელია რა…სანემდეც ვერ ქაჩავს ჯერ…თუ ვოცნებონთ რომ ხვიჩამ ისევ ისე იფრინოს როგორც შარშანდელი ნაპოლის სეზონის პირველ ნახევარში სასწაულად უნდა გაუმართლოს და გადავიდეს რეალში სიტიში ან ბაიერნში.აი მაშინ კიდევ შეიძლება მიაღწიოს იმას რაზეც ჩვენ ვოცნებობთ და აი ამ მაჩანჩალა გუნდში თუ დიდხანს დარჩება მუსა დიაბი და რაფინიას დონეც აღარ იქნება სამწუხაროდ….და ჩემსმიერ ზემოთ ჩამოთვლილი ფეხბურთელების დონე რომ არის დღეს საქართველოსთვის ეგეც დიდი ფუფუნებაა და მაგ დონით ნაკრებსაც ათრევს ზურგით და დიდი მადლობა მას.ლიგაზე 8 თამაშიდან 1 გოლს რომ ვერ გაიტან ნუ ბოდიშით მე მისგან რაღაც საოცრებებს უკვე აღარ ველოდები მივეჩვიე რა…ღმერთმა ქნას ვცდებოდე და მომავალ 2-3 სეზონში ავიდეს მბაპე და ვინისიუსის დონემდე უბედნიერესი ვიქნები.
შახრუდინი
15 აპრილი 2024 01:49
32
ხალხნო იცით რა?აი ადამიანი სანამ რამეს იტყვის ან დაწერს შესავალს ყურადღებას თითქმის არავინ აქცევს.მე ხომ დავწერე ჩემს აზრზს არ ვახვევ არავის ანუ არ გავალდებულებ ძმაო მე დამიჯერო უბრალოდ ჩემი აზრი დავაფიქსირე მე ასე ვფიქრობ.
შახრუდინი
15 აპრილი 2024 14:59
0
ესე იგი ყველა პროფესიონალი ცდება ხვიჩას შეფასებაში და შენ უნდა დაგიჯეროთ ხო? ტრანსფერმარკეტიც ტყუილად აფასებს იმათზე სამჯერ და ოთხჯერ მეტად ვინც შენ ჩამოთვალე ხო? ვინებიც ჩამოთვალე სადაც თამაშობენ იქ რომ თამაშობდეს კვარა ვერც წარმოიდგენ რეებს ჩაატარებს… პასის მიმცემი არ ყავს ნაპოლიში და ეგ ყველაფერი რომ იციან იმიტომაც ღირს 83 მილიონი.
დათო
15 აპრილი 2024 11:56
3
კვარას ისღა დარჩენია მეთევზის გასაშლელი სკამით გავიდეს სათამაშოდ.ტყუილად დგომას ჩამოჯდება მაინც.მიხვდი კვარა,როგორმე თავი დააღწიე ლავრენტას.
გივი
14 აპრილი 2024 23:37
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული