მასპინძლები დებიუტში ისამ ჩებაკემ დააწინაურა, 31-ე წუთზე კი მეტოქის კარი იშვიათად ლამაზი გოლით გიორგი ქვილითაიამ დალაშქრა. ქართველის გოლმა ადგილობრივი მედია მოხიბლა - 24sports-ი წერს, რომ ეს შოუ და ერთი მსახიობის თეატრი იყო. მას დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენა.
გიორგიმ მიმდინარე ტურნირზე 28 მატჩში 8 გოლი გაიტანა. ის 82-ე წუთზე შეცვალეს, ლაშა დვალმა კი შეუცვლელად ითამაშა.
აპოელ-ი ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე 72 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ აეკ-ს 1 ქულით უსწრებს და 28 აპრილს სტუმრად „ომონიას“ დაუპირისპირდება.
ნიქოზია. Neo GSP
აპოელ - არისი 2:0
გოლები: 1:0 ჩებაკე (8), 2:0 ქვილითაია (31)
გამოუყენებელი პენალტი: ქვილითაია (57, აპოელ)
გაძევება: სანე (70, არისი)
მაგრამ მისკენ მისალოცად წასულ თანაგუნდელს, ხელი რატო კრა ასე აგრესიულად....ცოტა უცნაურია.
https://youtu.be/dbNAl7Y28sY?si=YhWqTdW_U-e3-QBj