"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკში" ჯანო ანანიძის ყოფილმა თანაგუნდელმა გეორგი ტიგიევმა ქართველი ფეხბურთელის შესახებ იხუმრა.

"ჩემი მთავარი პრობლემა ის არის, რომ ზედმეტ კილოგრამებს ძალიან მალე ვიღებ. ყოველთვის მშურდა იმ ადამიანების, რომლებსაც შეუძლიათ ბევრი ჭამა და წონაში არ იმატებენ.

გამიკვირდა, როდესაც "სპარტაკში" ჯანო ანანიძის ულუფა ვნახე. მას თეფზე მაკარონის და ხორცის მთები ჰქონდა და წონაში არ იმატებდა.

მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბი არსებობს", - თქვა ხუმრობით ტიგიევმა Sport24-თან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული