ბოლონი მიქაუტაძის გაძევებაზე: ვიღაცა ბრმაა - თავს დაჩაგრულად ვგრძნობთ

AutoSharing Option
"რენთან" მატჩში "მეცის" თავდამსხმელის გიორგი მიქაუტაძის გაძევებას ფრანგულ მედიაში ფართო გამოხმაურება მოჰყვა. მეტოქე გუნდის ფეხბურთელმა არნო კალიმუენდომ ქართველთან შეჯახება აშკარად გააფორმა და შედეგსაც მიაღწია, რადგან ფიფას მსაჯმა რუდი ბუკემ ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილება არ შეცვალა.

"მეცის" მწვრთნელმა ლასლო ბოლონიმ ნამატჩევს აღშფოთება ვერ დამალა: "არბიტრმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, რამაც შედეგზე გავლენა მოახდინა. პენალტი დასანიშნი არ იყო, მიქაუტაძის გაძევება კი საერთოდ აუხსნელია. არ ვიცი, უნდა ვიყვირო, ვიტირო თუ ვიცინო. რაც გულში მაქვს, ყველაფერი რომ ვთქვა, სადისციპლინო კომიტეტის სხდომაზე დამიბარებენ.

არიან გუნდები,
რომელთა აზრს უფრო მეტი ფასი აქვს. გადაწყვეტილება გაუგებარია. თუ VAR-ი გვაქვს, მოდით, გამოვიყენოთ. თუ გიორგი წითელ ბარათს იმსახურებდა, მაშინ ლიგა 1-ის ყოველ მატჩში არიან ფეხბურთელები გასაძევებელი. ჩვენ თავს ცოტა  დაჩაგრულად ვგრძნობთ. ასეთი რამეები რეგიონალურ ტურნირებზეც არ ხდება. არავიზე არ მივანიშნებ, თუმცა როდესაც ვიღაც ბრმაა, თეთრ ხელჯოხს ხმარობს", - ციტირებს რუმინელ სპეციალისტს ouest-france.

მკითხველის კომენტარები / 17 /
რატომღაც უპატრონო გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს ეს მეცი. მერამდენე მატჩში ჩაგრავენ. აუცილებლად უნდა გააპროტესტონ და დისკვალიფიკაცია მოახსნევინონ. ყვითელსაც არ მისცემდა ობიექტური მსაჯი.
ქომაგი
05 მაისი 2024 08:27
1
მატჩს ვუყურე თავიდან ბოლომდე, მსაჯი ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდა, რა თქმა უნდა რენის სასარგებლოდ. მიქაუტაძეზე ხომ საერთოდ გადაამლაშა. უდიდესი დანაკლისი იქნება ჟორჟი მომდევნო მატჩში სტრასბურგთან გასვლაზე, სადაც აუცილებლად მოგება ჭირდება მეცს. მიქაუტაძესთან ერთად და მის გარეშე კი მეცი 2 სხვადასხვა გუნდია...
ქობულეთიდან
05 მაისი 2024 08:18
2
გააპროტესტებენ. წითელ ბარათს გააუქმებენ. შემდეგ თამაშს არ გამოტოვებს. მსაჯმა სხვა მნიშვნელოვანი შეცდომებიც დაუშვა.
რეალობა
05 მაისი 2024 04:27
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული