ლოჩოშვილის "კრემონეზე" სერია A-ში დასაბრუნებლად პლეი-ოფში იბრძოლებს

AutoSharing Option
სერია B-ს ბოლო, 38-ე ტურში „კრემონეზემ“ საკუთარ მოედანზე „ჩიტადელა“ 3:0 დაამარცხა.

მასპინძელთა გუნდის მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.

„კრემონეზემ“ ჩემპიონატი 67 ქულით მეოთხე ადგილზე დაასრულა და სერია A-ში გადასასვლელ პლეი-ოფში ითამაშებს - პირველ ნახევარფინალურ შეხვედრას 21 მაისს გასვლაზე ჩაატარებს, საპასუხოს კი 25 მაისს სახლში. მათი მეტოქე 18 მაისს „კატანძაროსა“ და „ბრეშიას“ დაპირისპირებაში გაირკვევა.

კრემონა. „ჯოვანი ძინი“
კრემონეზე - ჩიტადელა 3:0
გოლები: 1:0 კოდა (17, პენ), 2:0 ბიანკეტი (36), 3:0 იონსენი (88)

მკითხველის კომენტარები / 1 /
ლეგენდარული ჯანლუკა ვიალის ბავშვობის გუნდია და წარმატებები
გიო
11 მაისი 2024 22:58
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული