კვარაცხელიამ თავისი გუნდიდან ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება მიიღო

AutoSharing Option
სერია A-ს 36-ე ტურში, სახლში „ბოლონიასთან“ წაგებულ მატჩში (0:2) „ნაპოლის“ ტრავმამორჩენილი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია 82-ე წუთზე შეცვალეს. მიუხედავად იმისა, რომ მან საუკეთესო მატჩი ვერ ჩაატარა, ანალიტიკური საიტებისგან თავისი გუნდიდან ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო:

Whoscored 7.0, sofascore 6.8, flashscore 6.8.

„ნაპოლი“ 51 ქულით ამ მომენტისთვის მერვე ადგილზეა და 17 მაისს, ბოლოსწინა ტურში ფლორენციაში „ფიორენტინას“ დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 23 /
კვარაცხელიამ ნაპოლიდან ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო. ობიექტურობისათვის და თავად კვარაცხელიასთვის უმჯობესია სიმართლის თქმა. იმედი ვიქონიოთ რომ ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრებთან ერთად გაიბრწყინებს და მიმდინარე სეზონს წარმატებით დაასრულებს.
DDD
12 მაისი 2024 00:26
9
ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო? კარგად არ უთამაშია მაგრამ გუნდში მეორე საუკეთესო შეფასება აქვს... ალბათ "შეფასება მიიღოში" საკუთარი შეფასება იგულისხმეთ :)
kkkkk
12 მაისი 2024 16:10
1
რა შეფასება,რის შეფასება.საიდან მოგაქვთ ასეთი ბოდვა.ტიპმა ნულზე ქვევით ითამაშა.პირდაპირ საოცრებაა.ეს თუ საუკეთესო იყო,მე ჯორდანო ბრუნო ვყოფილვარ
ჯანაშია ვაგნერი.
12 მაისი 2024 00:01
26
რაო სანაიამ რა გითხრა? რამდენი ხართ კიდევ ეს სანაიას მიმდევრები
დდდ-ს
12 მაისი 2024 00:43
27
ჯორდანო ბრუნოსი რა გითხრა და იმ 70%-ში კი უეჭველად ხარ, ქართულად დაწერილი ტექსტიდან აზრის გამოტანა რომ უჭირთ და ღმერთს მადლობა შესწირე, რომ ახლა ამისთვის კოცონში არავინ შეგიკეთებს...
დდდ
12 მაისი 2024 00:20
11
ყველა გამოხმაურება
ვერ ითამაშა დღეს საერთოდ.მთავარია ნაკრებში ჯანმრთელი დამოვიდეს....
Lobotka
11 მაისი 2024 23:01
3
ხვიჩას ყველაზე სუსტი თამაში იყო რაც კი მინახავს.
ჯუჯი
11 მაისი 2024 23:29
2
ყველაზე ნაკლებს ღებულობს და ყველაზე უკეთესად თამაშობს! ძალები ნაკრებისთვის შეინახოს! ხვიჩას გარეშე არაფრის მაქნისები არ არიან.
გიორგი
11 მაისი 2024 23:42
10
წყალსაც წაუღია ეგ წყალ წაღეული გუნდი)
ნაკრებში დადე ყველაფერი - ნაკრებში თამაშით შეგაფასებთ.
ღმერთი იყვეს საქართველოსკენ!
გია_544
12 მაისი 2024 11:19
2
მწვრთნელია სუსტი. მცველებმა არ იციან, სად უნდა შეავსონ სივრცე, და რომელი მიმართულება გადაკეტონ. ნახევარდაცვა საერთოდ არ არსებობს.
ხვიჩამ რა უნდა ქნას ასეთ გუნდში? თან მსაჯიც იყო უვარგისი.
რეალობა
12 მაისი 2024 07:49
8
თუ საუკეთესო შეფასება 6.8 არის, ესეიგი გუნდი ფსკერს ჩასცდა!!!!!
NAPOLI!
12 მაისი 2024 09:51
2
არ მოგბეზრდათ სირაქლემას პოზაში ყოფნა და ფსევდოოპტიმისტური განცხადებები ? ერთერთი საუკეთესო შეფასება (?!?!?!) გუნდში 11 კაცია და შენი შეფასება მე-5 მაინც თუა, ერთერთ საუკეთესოდ ითვლება ? 11 კაცში თუ მე-5 ხარ, მაგარი ხარ ? თან მარადონობას არაფერი გიკლია (ასე მოგაწერენ ესენი) ? ევროპელობაზე თავს რომ იკლავს ნახევარი საქართველო, ევროპელობის ერთერთი (!!!) უმთავრესი ინდიკატორია რეალობა ილუზიების გარეშე. ამ თქვენი სადღეგრძელოებით თვითონ ხვიჩას უშლით ხელს რეალობის აღქმაში
ზურა
12 მაისი 2024 09:47
11
სასწაული იყო დღეს მარადონაააა!!!!!! შემეხე კვარააა!!!
ჰანსი
11 მაისი 2024 23:07
39

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული