"დე ლაურენტისი ჯუღელთან ყველანაირ დათმობაზე წავიდა" - Footmercato ქართველის გამოსასყიდ თანხას ასახელებს

AutoSharing Option
ბოლო პერიოდში ფრანგული პრესა აქტიურად იუწყება, რომ "პარი სენ ჟერმენს" კილიან მბაპეს შემცვლელად "ნაპოლის" გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა სურს.

გასულ კვირას ქართველის აგენტი მამუკა ჯუღელი ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს შეხვდა და მხარეებმა ახალი ხელშეკრულების დეტალები განიხილეს.

Footmercato-ს ცნობით, დე ლაურენტისი ჯუღელის მოთხოვნებს დათანხმდა და ქართველის ახალ კონტრაქტში გამოსასყიდი თანხაც ჩაიწერება.

"პსჟ "კვარას" სანაცვლოდ ნებისმიერი თანხის გადახდას აპირებს, რასაც "ნაპოლი" მოითხოვს, ასევე ფეხბურთელს ბევრად დიდ ხელფასს შესთავაზებენ, ვიდრე ახლა "პარტენოპეიში" გამოიმუშავებს. 

თავის მხრივ, აურელიომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხვიჩას ხელფასი
6 მილიონ ევრომდე გაუზარდოს და ახალ ხელშეკრულებაში გამოსასყიდ თანხად 150 მილიონი ევრო ჩაიწეროს. ეს ფაქტი "კვარას" მსურველებისთვის ყველაფერს ნათელს გახდის, "პარტენოპეი" კი ყველანაირად მომგებიან სიტუაციაში აღმოჩნდება",  - წერს გამოცემა.

altკვარაცხელიას მსურველები და "ნაპოლის" მიზანი - გავლენიანი და სანდო ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაცია ხვიჩას მომავალზე

altპსჟ კვარაცხელიას გარდა სერია A-ს კიდევ ოთხი ფეხბურთელის შეძენას გეგმავს

მკითხველის კომენტარები / 30 /
ოსიმენზე თითქმის ორჯერ ნაკლები ხელფასი ექნება მაინც. როგორმე უნდა წავიდეს. როგორც პაპაჩემი ვეღარ დადგება ფეხზე, ისე ვერ დადგება ნაპოლი ოდესმე ფეხზე. მთლიანად შესაცვლელია დაცვა და შუახაზი.
DDDSSS
12 მაისი 2024 15:28
8
ნაპოლი კარგი იყო ევროპაში წასასვლელად და პირველ გუნდად...ახლა ეს ეტაპი განვლილია, გუნდი , ფაქტიურად, აღარ არსებობს , ნარჩენებიც გაქცევას ცდილობენ-ოსიმენისა და ზელენსკის წასვლა გადაწყვეტილია, დი ლორენცო და ლობოტკაც დიდი ალბათობით წავლენ...მათი წასვლის შემდეგ ისედაც დაშლილი მთელი გუნდი ხვიჩამ უნდა ათრიოს? მადლიერი ჰყავს ვინმე? ადვილია ქართველი კვარას, ნიგერიელი ოსიმენის, სლოვაკი ლობოტკას და სხვა არაიტალიელი ფეხბურთელების დადანაშაულება ნაპოლის უვარგის თამაშში, მაგრამ მხოლოდ ერთმა ფედერემ გაბედა და სიმართლე თქვა - ნაპოლის განადგურება ლაურენტესის დამსახურებააო...ჰოდა, ხვიჩა, ძამი, შენი საქმის შენ იცი, თუ გინდა დარჩი იტალიაში, ნაპოლი კაი 30 წელი კიდევ ვერ ითამაშებს კარგ ფეხბურთს, რაის
150 მილიონი, შენ მაგ ბანძ გუნდში რაც გაქვს, იმასაც დაკარგავ ...რა, მამელუქად გყიდულობს ლაურენტესი? ფეხბურთელის ასაკი რომ უსაზღვრო არ არის, ჩემზე კარგად იცი...
ბესო
12 მაისი 2024 19:10
3
თითქმის ორჯერ? 8-ჯერ ნაკლები აქვს ხელფასი კვარას :D 12,8 მილიონი აქვს ოსიმენს და კვარას 1.5
._.
12 მაისი 2024 16:22
3
ორმა თაღლითმა წაუგებელი პარტია გაითამაშეს.ასეთი დამოკიდებულების გამო,აღარც პსჟ წაიყვანს და ნაპოლიში ჩაალპობენ,ხვიჩას ტალანტს.მერე,შეიძლება ხელფასის დაკლებაც კი მოსთხოვოს.მთლიანად დე ლაურენტისის ინტერესები შესრულდა.
სოსო
12 მაისი 2024 13:38
11
აბა დარჩენილა ნაპოლიში და ეგაა.ევროპული საზომით საშუალოზე დაბალ გუნდში.28 წლის ვინგერს კიდე არცერთი გრანდი არ დაიმატებს,იქამდე კიდე 150 მილიონის გადამხდელი არავინ იქნება.
გიო
12 მაისი 2024 12:47
8
150 მილიონს კვარაში ვინ გადაიხდის? ობიექტურად რომ შევაფასოთ ,ბევრი რაღაცაა რაშუც მოსამატებელი აქვს, როგორც ფსიქოლოგიორ ისე ფიზიკურ გამძლეობაში,ტექნიკური წუნიც ბევრი აქვს.თანამედროვე ფეხბურთი მხოლოდ დრიბლინგი არ არის.
ლაშას
12 მაისი 2024 15:51
3
ეს იმას ხო არ ნიშნავს რომ 28 წლამდე ნაპოლიში დარჩება. გამოსასყიდს თუ ეხლაც გადაიხდიან გუნდი ვეღარ წავა წინააღმდეგ თუ ფეხბურთელის სურვილი იქნება
ლაშა
12 მაისი 2024 13:37
6
ყველა გამოხმაურება
ძალიან ცნობილ ფეხბურთელებს დედა ან და ან ვიღაც ახლობელი ყავთ აგენტებად, სანდო რომ იყოს და ამ კვარაცხელიას არავინ ყავს თავისიანი, მასზე მზრუნველი და არა ფულს დახარბებული ვიღაც აგენტი.
ირმა
12 მაისი 2024 15:22
10
სამში, არა ხარ ფეხბურთის!
ირმას, ისე ბიჭო! გოგოს სახელით რატომ შემოდიხარ?
12 მაისი 2024 16:35
10
6 მილიონი ევრო ამ ეტაპზე ხვიჩას აწყობს, როგორც ჩანს.
კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა რომ ჩაიწერება, ესეც კარგია.
ხელშეკრულებაში გამოსასყიდ თანხად 150 მილიონი ევრო თუ ჩაიწერება, ეს არ ნიშნავს, რომ აურელიო 100 მილიონად არ გაყიდის. ეს 150 უბრალოდ საწყისი ფასია ვაჭრობის პროცესში.
რეალობა
12 მაისი 2024 13:44
9
ეს იმას ნიშნავს,რომ კვარას,ვერავინ იყიდის,დე ლაურენტისის სურვილის გარეშე.არ დააკლებს ფასს და მორჩა ბაზარი.ამიტომ არ უნდა დაეთანხმოს,მაგ პირობებს.
სოსო
13 მაისი 2024 20:04
0
როგორც დრის მერტენსი გააფუჭა, ნაპოლიმ. 8 წელი რომ ნაპოლიში ჰყავდათ, ეგრე უპირებენ კვარას, უნდა წავიდეს ამ სეზონის ბოლო .
გივი_ჩვენ_ვართ
12 მაისი 2024 13:13
3
გამოსასყიდად 150 მილიონის ჩაწერა ნიშნავს ფეხბურთელისთვის პერსპექტივის მოკვლას!
Რაგბის ფანი
13 მაისი 2024 02:23
7
მეტი ხელფასი და ისევ ამ ნაპოლიში დარჩენა მომგებიანი სიტუაციაა?
SellforRICHS
12 მაისი 2024 12:56
5
იცით აქ რა ხდება? ლავრენტი იმ ფეხბურთელებს (კვარა და ოსიმენი) უნიშნავს დიდ ხელფასს და გამოსასყიდ თანხას ადებს დიდს, რომლებსაც ყიდის. მე ღრმაგ ვარ დარწმუნებული, რომ ოსიმენი დღეს იგივე ხელფასს იღებს, რასაც მანამდე იღებდა. მაშინ რად უნდათ ეს აფიორა? იმიტომ, რომ ოსიმენი გასაყიდი ფეხბურთელია და ლავრენტის ინტერესებშია მას დიდი გამოსასყიდი ფასი დაადოს, მაგრამ ოსიმენი ამაზე თანახმა უნდა იყოს. ოსიმენი, რომ თანახმა იყოს, მასაც უნდა დაინტერესება, მაგის ინტერესებში კი შედის, რომ ახალ კლუბში დიდი ხელფასი მოითხივოს, იქ კი დიდ ხელფასს მაშინ მოითხოვ თუ აქ დიდი ხელფასი გაქვს. თუ ოსი ნაპოლში 5 მილიონს იღებს სხვაგან 10-ზე მეტის მოთხოვნა, დიდი ღორობაა, ამიტომ ჭირდება, რომ მას ნაპოლში 10 მილიონი ჰქონდეს, რომ ახალ გუნდში 15 მილიონის მოთხოვნის მორალური უფლება ჰქონდეს და სწორიც იქნება, ამ დროს 10-ზე მეტი ყველამ უნდა შესთავაზოს, წინააღმდეგ შემთხვევაში რა აზრი აქვს გადახდას? ასეა კვარას საქმეც. ერთ მილიონიანი ხელფასის მქონე კაცი ახალ გუნდში უცებ 10 მილიონს ვერ მოითხოვ, ხოლო თუ 6_7 მილიონი გაქვს 12-საც მოითხოვ. ასე, რომ ამ დროს ხელი ხელს ბანს. წინააღმდეგ შემთხვევაში ვინ ოხერი დაუნიშნავდა ოსიმენს 10 მილიონიან ხელფასს? თუ ფული გადასყრელი არ გაქვს?
ჟორა გაბრიჭიძე
12 მაისი 2024 19:29
4
ხო არაა ლოგიკას მოკლებული
რობი
12 მაისი 2024 21:01
2
ერთია რა სურთ ოსიმენს და კვარაცხელიას,მათ აგენტებს და მეორეა რეალობა.რეალობა შემდეგია არცერთი და არც მეორე არც 10 და მითუმეტეს არც 15 მილიონს ხელფას არ იმსახურებს.
ლაშა
13 მაისი 2024 08:48
2
სად იპოვა ეს სულელი. ნაპოლიში მოუწევს მთელი ცხოვრების გატარება.
კნოპსი
12 მაისი 2024 19:15
6
ომი რომ არ დაეწყო რუსეთს - ახლაც რუსეთში ეყოლებოდა ჯუღელს კვარაცხელია.
12 მაისი 2024 19:23
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული