"ახლა კვარაცხელიასგან შარშანდელი თამაშის მოთხოვნა აბსურდია - გასხვისება შესაძლებელია" - იტალიელი ჟურნალისტები

AutoSharing Option
"ბოლონიასთან" ნამატჩევს "ნაპოლისა" და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ იტალიელმა ჟურნალისტებმა ისაუბრეს:

ტომაზო ტურჩი (DAZN): "ტრიბუნაზე დამწუხრებული დე ლაურენტისი მძიმე სანახავი გახლდათ. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ გუნდისთვის სულერთი იყო, მოიგებდა თუ წააგებდა. ფეხბურთელებს განცდა აღარ აქვთ. სკუდეტოს მოპოვების შემდეგ იმდენად კმაყოფილები დარჩნენ, რომ თამაშში დაბრუნება ვერ მოახერხეს. პრესის დუმილი თითქოს გუნდის და კლუბის თხოვნით მოხდა, რადგან შეიძლებოდა კრიტიკას სიტუაცია კიდევ უფრო გაერთულებინა. "ნაპოლის" ერთიანობა და ბრძოლის უნარი აკლია.

კვარაცხელია ნერვიულობს? ინდივიდუალისტი მაშინ აჩვენებს შედეგს, როდესაც გუნდი გამართულად მოქმედებს, სხვა შემთხვევაში მას ვერ
ეხმარება. ახლა ყველაფერი სასურველად არ მიდის და ხვიჩასგან გასული სეზონის მსგავსად ასპარეზობის მოლოდინი აბსურდულია. სატურნირო ცხრილით და თვით კონტრაქტით გამოწვეული ნერვიულობა მასზე აისახება. ხანდახან საკუთარი თავისთვის უფრო თამაშობდა, ვიდრე გუნდისთვის".

პაოლო ბარჯიჯა (სატრანსფერო ექსპერტი): "კვარაცხელიას კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და რამდენადაც ვიცი, ამ ეტაპზე გაგრძელებას არ გეგმავს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ წასვლა უნდა. მართალი გითხრათ, ქართველის აგენტს ჯერ ახალი წინადადება არ წამოუყენებია".

ანტონიო კორბო (Repubblica): "პირველ რიგში, მწვრთნელის საკითხია გადასაწყვეტი, რომლის ვინაობას ბოლო ტურში "ლეჩესთან" შეხვედრის შემდეგ შევიტყობთ. თუ ჯან პიერო გასპერინი დაითანხმეს, შესაძლებელი იქნება გუნდის 3-5-2 ან 3-4-2-1 ტაქტიკაზე გადაწყობა და არა მარტო ვიქტორ ოსიმენის, არამედ თვით კვარაცხელიას გასხვისება".

მკითხველის კომენტარები / 6 /
ხვიჩას მთავარი პრობლემა არის ხასიათი და მეტი არაფერი, თუ ეფერებიან აქებენ და თავზე ხელს უსვამენ გამოსდის თამაში, თუ ოდნავად გააკრიტიკეს ან მითუმეტეს უსამართლოდ გააკრიტიკეს და გალანძღეს, ეგრევე ჩამოყრის ყურებს "გლახა ჯორივით" და არაფერი გამოდის, ამას უნდა მიეხედოს ფსიქოლოგსაც მიმართოს არაა ეგ სირცხვილი.
Yoko Ono
14 მაისი 2024 12:45
12
ევროპა აქვს სათამაშო და ტრავმას ერიდება. ნაპოლი გავარდა ევროტურნირებიდან და თავის მოკვლას აზრი არა აქვს.
ბიძინას რა?
14 მაისი 2024 13:18
7
განათხოვრება კარგი იქნება ტყიბულის მეშახტეში მაგრად მოერგება გუნდს
!!
14 მაისი 2024 11:07
29
იმკურნალე ბოღმა
გიორგი
15 მაისი 2024 01:53
1
Ჩუკენობას შეეშვით!
!!!
15 მაისი 2024 01:14
1
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული