პსჟ "კვარას" 7.5 მილიონ ევროს სთავაზობდა, ჯუღელმა გადაწყვეტილება დე ლაურენტისს მიანდო" - ცნობილი იტალიური გამოცემა დეტალებზე წერს

AutoSharing Option
"ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია, დიდი ალბათობით, მომდევნო სეზონშიც "პარტენოპეიში" იასპარეზებს, ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, პსჟ-მა "კვარას წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები გამართა, მამუკა ჯუღელმა კი გადაწყვეტილება "ნაპოლის" პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს მიანდო.

"ლუის კამპოსი (პსჟ-ის სპორტული დირექტორი) დარწმუნდა, რომ არჩევანი არ აქვს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ხვიჩა კვარაცხელიას შეძენას ვერ მოახერხებს. ის უკან უნდა დაიხიოს ისე, როგორც ეს "ნაპოლეონმა" რუსეთში გააკეთა და საკუთარი გეგმები დაივიწყოს.

კამპოსს ქართველის აგენტთან მოლაპარაკებები ჰქონდა, მეტიც, ფეხბურთელი მზად იყო პარიზში გადაბარგებულიყო,
კამპოსი "კვარას" 5-წლიან კონტრაქტსა და 7.5 მილიონ ევროს სთავაზობდა. ხვიჩას აგენტის პოზიცია კი არ შეცვლილა, მან ბოლო სიტყვა ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს მიანდო, კინოპროდიუსერს ხვიჩას შენარჩუნების საკითხი ეჭვქვეშ არასდროს დაუყენებია.

საბოლოოდ, "ნაპოლი" და "კვარას" აგენტი შეთანხმდნენ, რომ ფეხბურთელი "პარტენოპეიში" მინიმუმ ერთ სეზონს კიდევ გაატარებს და მისი ამჟამინდელი კონტრაქტი გაუმჯობესდება", - წერს იტალიური გამოცემა.

altკიეზა შეიძლება კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს

alt"რატომ ამჯობინა პსჟ-მა ქართველი გენიოსი ოსიმენს?" - იტალიელი ჟურნალისტები სიტუაციას განმარტავენ

მკითხველის კომენტარები / 20 /
ლაურენტისის კლანჭებიდან ვერ ახერხებს თავის დაღწევას,რადგან მაგარი სუსტი აგენტი ჰყავს.ნახევარი წელია ჯუღელი დადის იტალიაში და ნორმალური ჯერ ვერაფერი მოახერხა,შედეგი არის ნული.არაფერს ჯუღელის აგენტობა ხვიჩას არ მოუტანს სასურველს.რას ჰქვია ლაურენტისს მიანდო ბოლო სიტყვა???ლაურენტისმა იცის მხოლოდ თავისი სასარგებლო,მხოლოდ თავისი ფინანსური სარგებელი.ხვიჩა გაიქეცი იქიდან,მოიშორე ჯუღელი,თორემ შემოგეცლება ეს წლები ხელში ისე,რომ ვერაფერს მიაღწევ და ფულსაც ვერ გააკეთებ ნორმალურს.კონტეს ფეხბურთი არაა საშენო.
მირო
08 ივნისი 2024 17:43
4
მეტი რა სარგებელი უნდა მოუტანოს ,მოსკოვის ლოკომოტივსაც კი არ უნდოდა და პირადი ურთიერთობით ყაზანში მოაწყო ,მერე იყოდა ნორმალური ევროპული გუნდები წუწუნებდნენ არ ღირს მაგის ყიდვაო აიაქსმაც კი დაგვიწუნა და აგენტმა სერია ა ში საჩემპიონო გუნდში მოაწყო სადაც უკვე ხვიჩამაც გაიპრწყინა და ოქროს ბურთის ოცეულშიც კი მოხვდა ის ახალგაზრდაა და წინ ბევრი მატერიალური სიკეთე და დიდი გამარჯვებები ელოდება რაშიც უდაოდ თავისიი წვლილი მოსწონს ვინმეს თუ არა აგენტმაც ჩადო.
გიორგი
08 ივნისი 2024 18:52
3
თითქოს, მანამდეც მაგ მეჯღანუაშვილის გადასაწყვეტი არ იყო.
გოგია
08 ივნისი 2024 15:30
6
ჩემს კომენტარზე ხუთი დისლაიქის ავტორები ლავრენტას გულშემატკივრები ხართ, თუ ,,პერეგავორასი"? :)))
გოგია
09 ივნისი 2024 11:27
0
რა ვიცი წერდნენ რო ევროპაში წამყვანი გუნდი არ დარჩენილა,რომ არ ეცადა აყვანა და ისევ აქ დარჩა.თუ შარშანდელივით ააწყო კონტემ გუნდი ისევ შეიძლაება ბევრ მაგარ გუნდს გადაუჯოკრონ და კარგიც კი აღმოჩნდეს ,რომ ჩვენი ვაივუი ჟურნალისტის ატეხილი ჰაიჰუი ტყუილი ფაფხური იყო.
თამაზ
08 ივნისი 2024 17:16
1
როდესაც რომელიმე გუნდი (პსჟ) სერიოზულად (100 -120 მილიონი) არის დაინტერესებული სხვა გუნდი არასოდეს ჩაერევა. მეტი შეთავწზე მაინც რომელ გუნდს უნდა გაეკეთებინა 170 ხომ არ შესთავწსებდნენ?
G.LA
08 ივნისი 2024 18:53
1
Დიდება კუტუზოვს
Ნიკოლოზი
09 ივნისი 2024 05:21
1
G.A.L.
09 ივნისი 2024 13:25
0
რა შუაშია ნაპოლეონი და მით უფრო რუსეთი? ცოტა წაიქოცებს ეს ავტორი
ანდრო
10 ივნისი 2024 19:14
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული