კონტესა და "კვარას" შორის სატელეფონო საუბარი შედგა - ქართველს "ნაპოლიდან" წასვლა არ სურს

AutoSharing Option
"ნაპოლისა" და საქართველოს ნაკრების გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიასა და "პარტენოპეის" ახალ მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, საუბარმა პოზიტიურად ჩაიარა და კონტემ ქართველი დაარწმუნა, რომ მის გუნდში უდიდესი როლი ექნება.

"კონტემ კვარაცხელიას დაურეკა და იგივე გაუმეორა, რაც ჯოვანი მანას ("ნაპოლის" სპორტული დირექტორი) და აურელიო დე ლაურენტისს. ანტონიომ ქართველს უთხრა, რომ მისი პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იქნება. "კვარა" კონტეს სიტყვებმა დაარწმუნა, რომ პსჟ-ის ვარიანტზე უარი საბოლოოდ
ეთქვა. ამჟამად ხვიჩა საკუთარ მომავალს მხოლოდ "ნაპოლის" უკავშირებს, მინიმუმ ერთი სეზონით მაინც. ახლა კი მოლაპარაკებები ახალი კონტრაქტის დეტალების თაობაზე კლუბსა და ფეხბურთელის აგენტს შორის გაიმართება", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლისთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, ქართველი ხელფასის სახით ყოველწლიურად 1.6 მილიონ დოლარს იღებს.

altკვარაცხელია რონალდოს წინააღმდეგ - ოცნება, რომელიც ხდება და ნეიტრალური გულშემატკივრებისთვის საინტერესო მატჩი...

alt"მოურინიოს ხვიჩასთან კონფლიქტზე ვკითხე... მიპასუხა, კვარაცხელიას ეს ვუთხარიო..." - შოთა არველაძემ "რომასა" და "ნაპოლის" მატჩში მომხდარ ეპიზოდზე პორტუგალიელი მწვრთნელის ნათქვამი მოჰყვა

altახლა ოსიმენი, გაისად კვარაცხელია - დე ლაურენტისი პარიზში მოსალაპარაკებლად მიდის

altკონტე გერმანიაში მიფრინავს - ვიზიტი კვარაცხელიასთან და დასწრება საქართველოს ნაკრების მატჩზე?

მკითხველის კომენტარები / 19 /
ხვიჩა შენ მე გამაგიჟებ რა.
რატო ჩქარობ? მოიცადე,ჩაამთავრე ევრო, ღმერთის იმედით თუ გავედით და კარგი ჩემპიონატი ჩაატარე, ნაპოლიში არავინ გაგაჩერებს.
შენნაირი კლასის ფეხბურთელის ლიგის გარეშე დარჩენა ნამდვილი საცოდაობაა და ვფიქრობ რეგრესი გექნება, არ შეიძლება უბრალოდ.
თან ნაპოლის რასაც უყურებ არც მომავალ სეზონში მოწყვიტავს ვარსკვლავებს.
მეგრელი
12 ივნისი 2024 13:51
8
კონტე კი არა ნაპოლიში გვარდიოლა და ანჩელოტიც რომ მიიყვანონ, ნაპოლი ჩემპ.ლიგის მომგები არაა. კონტე რასაც მიაღწევს ლიგაზე გუნდის გაყვანა იქნება და ესეც გარანტირებული არ იქნება მომავალ სეზონში. გუნდი თავიდან არის დასალაგებელი. ხვიჩას თუ კარგი კარიერა უნდა ნაპოლის უნდა დაშორდეს და გრანდში გადავიდეს. პსჟ ის გუნდია რომელსაც ლიგის მოგებაზე აქვს პრეტენზია ყოველ წელს, უკვე 7-8 წელია. კონტეს კი უნდა ხვიჩა გუნდში, მაგრამ კონტე ხვიჩას რაში სჭირდება ლიგის გარეშე? ლიგაზე არიან წარდგენილები ყველა საუკეთესო ფეხბურთელები და მგონი ამას უნდა აცნობიერებდეს ხვიჩა.
G.LA
12 ივნისი 2024 16:02
5
ლიგის მომგებ გუნდებს 5-15 მილიონიანი ფეხბურთელები კი არ ყავთ, მათთან ფეხბურთელის ფასი 50 მილიონიდან იწყება, ხოლო ხელფასის მინიმუმი 5 მილიონია და არა ერთი მილიონი, როგორც ნაპოლში იღებენ, ამიტომ ნაპოლი ვარსკვლავებს ვერასდროს მოწყვიტავს, რაც შეეხება იტალიის ჩემპიონატს, იქ ხუთეულის გუნდად ჩამოყალიბდება.
ჟორა
12 ივნისი 2024 20:31
1
ჩამოყალიბდით რა და ნუ გადაღლით ნურც ამ ბიჭს და ნურც მის გულშემატკივარს სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე. დაწერეთ უტყუარი ინფორმაცია და არა ის პერიპეტიები, რომელიც ისედაც ცხადია და ყველამ ვიცით.
soc.press
12 ივნისი 2024 13:49
4
აჰა წელს კონტე დაკერავს, მომავალ წელს ვიღაც სხვა მოვა და გაუფრინდება ოქროს პერიოდი ჩათლახ ლავრეტას ხელში,ან სად არის გარანტია რომ მომავალ სეზონში ჩ.ლ. საგზურს აიღებს ნაპოლი?! მერე ჯუღელის ფანდებიც აღარ გაჭრის ხელფასის მომატებაზე
ზაკო
12 ივნისი 2024 14:32
5
სექტემბრამდე ბევრი დროა. თუ იქნება კარგი თანხის გადამხდელი, აურელიო ხვიჩას გაუშვებს.
რეალობა
12 ივნისი 2024 16:12
1
ნუ შეგვჭამეთ ამ კვარადონათი რაააა
zura222
12 ივნისი 2024 14:44
50
ზურა კი არა, იურა ხარ. გიცანით.
U
12 ივნისი 2024 15:12
5
არადა ისტორიული შანსი იყო მგონი ეგ პსჟ....
ვაჟა
12 ივნისი 2024 15:11
9
თუ არ სურს წასვლა მოუწევს Serie B ხეხვა.
Რაგბის ფანი
12 ივნისი 2024 14:06
19
კიდევ ერთხელ ვიმეორებ სანამ ევროპის ჩემპიონატი არ გაიმართება, მანამდე არც ის გადაწყდება ვინ რამდენი ღირს, ვის, რომელ გუნდს ვინ უნდა და ხვიჩა სად ითამაშებს?!
aburjga
12 ივნისი 2024 19:24
2
გული მიგრძნობს, გაისად სათადარიგოთა სკამს ვერ გასცდება.
ნაპოლეონი
12 ივნისი 2024 14:43
37

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული