დიდი აჟიოტაჟი - საქართველოს ნაკრებმა გერმანიაში სავსე სტადიონზე ივარჯიშა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას გერმანიაში განაგრძობს. 12 ივნისს ფელბერტში ჩვენი გუნდის ღია ვარჯიში გაიმართა. საწვრთნელი პროცესი სავსე ტრიბუნის თანხლებით და გულშემატკივართა შეძახილების ფონზე წარიმართა.

ვარჯიშში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა. სოლომონ კვერკველია ინდივიდუალური პროგრამით აგრძელებს მზადებას, ხოლო ოთარ კიტეიშვილი ვარჯიშს უახლოეს დღეებში განაახლებს.

შემდეგ ვარჯიშს საქართველოს ნაკრები 13 ივნისს, ცენტრალური ევროპის დროით 17:00 საათზე გამართავს. ევრო 2024-ის მოსამზადებელი შეკრების ფარგლებში, ვარჯიში გერმანიაში, ფელბერტში, IMS Arena-ს საწვრთნელ ბაზაზე გაიმართება.
Sportall.Ge

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე:
გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო),
ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი)

დაცვა: სოლომონ კვერკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ჯიმი ტაბიძე (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი, ავსტრია), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი)

ევრო 2024 | საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი

18 ივნისი | თურქეთი - საქართველო | 20:00

22 ივნისი | საქართველო - ჩეხეთი | 17:00

26 ივნისი | საქართველო - პორტუგალია | 23:00

nakrebi.ge

alt"ტყუპისცალები" - კვარაცხელიამ საქართველო მსოფლიოს საფეხბურთო რუკაზე გამოაჩინა, მიქაუტაძეს ამ საქმის დაგვირგვინება სურს" - იტალიური მედია

altკობახიძე და კალაძე გერმანიაში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდნენ და წარმატება უსურვეს

altCalcioMercato: ტალანტებით განებივრებული სანიოლი - რა აკლია საქართველოს ნაკრებს?

მკითხველის კომენტარები / 25 /
უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ ამინ ამინ ამინ
კაკო
13 ივნისი 2024 07:16
3
გენაცვალეთ ბიჭებო თქვენ. ❤️
ვეღარ ვითმენ ყოველი დღე უსასრულო მეჩვენება 18 მდე. ერთი სული მაქვს საქართველოს ფორმაში ჩემი ნაკრები ევროპაზე დაგინახოთ.
G.LA
13 ივნისი 2024 03:08
6
ძალიან მაინტერესებს ნეტა ვინ დაგიწერია 3 დისლაიქი, ნეტა მაგათ უტვინო ტვინში ჩამახედა, ჩვენი საყვარელი სამშობლო ითამაშებს ევროზე და ვიღაც სამ ქართველს არ უხარია. უფალს ვთხოვ რომ გაგინათოთ ტვინი
Beqa
13 ივნისი 2024 10:24
3
sportall.ge ერთი კარგი იდეა მაქვს თუ ლაიქების რაოდენობა 50_ს აცდება და დისლაიქი 10ზე მეტი არიქნება ამ შემთხვევაში დისლაიქები იმ კონკრეტულ კომენტარიდან რომ გააქროთ და ასეთი სამარცხვინო ადამიანები რომლებიც ასეთ კომენტარებზე დისლაიქებს წერენ რომარ გამოჩნდენ საერთოდ
HK
13 ივნისი 2024 10:02
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული