დიდი აჟიოტაჟი - საქართველოს ნაკრებმა გერმანიაში სავსე სტადიონზე ივარჯიშა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას გერმანიაში განაგრძობს. 12 ივნისს ფელბერტში ჩვენი გუნდის ღია ვარჯიში გაიმართა. საწვრთნელი პროცესი სავსე ტრიბუნის თანხლებით და გულშემატკივართა შეძახილების ფონზე წარიმართა.

ვარჯიშში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა. სოლომონ კვერკველია ინდივიდუალური პროგრამით აგრძელებს მზადებას, ხოლო ოთარ კიტეიშვილი ვარჯიშს უახლოეს დღეებში განაახლებს.

შემდეგ ვარჯიშს საქართველოს ნაკრები 13 ივნისს, ცენტრალური ევროპის დროით 17:00 საათზე გამართავს. ევრო 2024-ის მოსამზადებელი შეკრების ფარგლებში, ვარჯიში გერმანიაში, ფელბერტში, IMS Arena-ს საწვრთნელ ბაზაზე გაიმართება.
Sportall.Ge

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე:
გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო),
ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი)

დაცვა: სოლომონ კვერკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ჯიმი ტაბიძე (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი, ავსტრია), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი)

ევრო 2024 | საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი

18 ივნისი | თურქეთი - საქართველო | 20:00

22 ივნისი | საქართველო - ჩეხეთი | 17:00

26 ივნისი | საქართველო - პორტუგალია | 23:00

nakrebi.ge

alt"ტყუპისცალები" - კვარაცხელიამ საქართველო მსოფლიოს საფეხბურთო რუკაზე გამოაჩინა, მიქაუტაძეს ამ საქმის დაგვირგვინება სურს" - იტალიური მედია

altკობახიძე და კალაძე გერმანიაში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდნენ და წარმატება უსურვეს

altCalcioMercato: ტალანტებით განებივრებული სანიოლი - რა აკლია საქართველოს ნაკრებს?

მკითხველის კომენტარები / 25 /
გენაცვალეთ ბიჭებო თქვენ. ❤️
ვეღარ ვითმენ ყოველი დღე უსასრულო მეჩვენება 18 მდე. ერთი სული მაქვს საქართველოს ფორმაში ჩემი ნაკრები ევროპაზე დაგინახოთ.
G.LA
13 ივნისი 2024 03:08
6
ძალიან მაინტერესებს ნეტა ვინ დაგიწერია 3 დისლაიქი, ნეტა მაგათ უტვინო ტვინში ჩამახედა, ჩვენი საყვარელი სამშობლო ითამაშებს ევროზე და ვიღაც სამ ქართველს არ უხარია. უფალს ვთხოვ რომ გაგინათოთ ტვინი
Beqa
13 ივნისი 2024 10:24
3
sportall.ge ერთი კარგი იდეა მაქვს თუ ლაიქების რაოდენობა 50_ს აცდება და დისლაიქი 10ზე მეტი არიქნება ამ შემთხვევაში დისლაიქები იმ კონკრეტულ კომენტარიდან რომ გააქროთ და ასეთი სამარცხვინო ადამიანები რომლებიც ასეთ კომენტარებზე დისლაიქებს წერენ რომარ გამოჩნდენ საერთოდ
HK
13 ივნისი 2024 10:02
6
გენაცვალეთ ბიჭებო!
დიდება საქართველოს!!!
ლევანი
13 ივნისი 2024 11:35
4
ნაციონალურო ტელევიზიებო და განსაკუთრებით საზ.მაუწყებელო, რომელიც ბიუჯეტიდან ხალხისგან აკრეფილი გადასახადით ფინანსდები - გააშუქეთ პირდაპირ ეთერში ვარჯიშები! ამაზე მნიშვნელოვანს საკუთარ ტელე ეთერებს ახლა ვერაფერს დაუთმობთ. ისტორიული მოვლენის მომსწრენი ვართ და რა უნდა აჩვენოთ მაყურებელს ამაზე უკეთესი და საინტერესო ნამდვილად არ ვიცი.
soc.press
13 ივნისი 2024 09:34
6
ნაპოლეონ უწიგნურს განმარტება ფაშიზმის

ფაშიზმი რასიზმსა და შოვინიზმზე დაფუძნებული ღია დიქტატურის ფორმა, რომელიც მიზნად ისახავს დემოკრატიის მოსპობას, ბრუტალური რეაქციის რეჟიმის დამყარებას.

ეგ დავალება რომ ხშირად ქართველ ხალხსა ლგბტ და ნეოფაშისტები უძახო გასაგებია საიდანაც მოდის. ცოტა ადრე ბოლშევიკებს ეძახდით ოპოზიციას ახლა კი ყველა კრიტიკულად განწყობილ ახალგაზდას და ზდასრულ ადამიანს უწოდებთ ნეოფაშისტს. არადა ძალაუფლების უზურპირება და დემოკრატიის უგულვებელყოფა არა ახალგაზდებს არამეტ მთავრობას ბრალდება. ფაშისტები ქართველ ერს როგორ უნდა დაუძსხო შე რუსუ როცა ერთად ერთი ქვეყანაა აშშ-თან ერთად სადაც არასოდეს ყოფილა ანტისემიზმი რაც ძირითად იყო და არის ფაშიზმის მახასიათებელი სხვა ეთნოსის მიმართ ( ებრაელების მიმართ) ასეთი ტოლერანტული ქვეყანა შენი რუსეთი არასოდეს ყოფილა და ვერც იქნება. ლახავდნენ ებრაელების საფლავებს, ავიწროვებდნენ და ფიზიჯურად უსწორდებოდნენ სკინხედები აზიელებს და კავკასიელებს. ქართველებს დაერივნენ და პირუტყვებივით საბარგულში ჩასვეს თვითფრინავში ისე გამოყარეს, ქართველობის გულისათვის. ქუჩებში დასდევდნენ და სახლებში აკითხავდნენ ქართველობაზე.
ამ ყველაფრის მიუხედავად სამშობლოს ცნება მაინც არავის გაუუქმებია არც ლგბტ არც ფაშისტების და არც პატრიოტებისათვის და ამ შემთხვევაში ნაკრები ქვეყნისა წარმოადგენს ყველა ამ ზემოთ ჩამოთვლილებს თუ უსამშობლოებს წარმოადგენენ შენს შემთხვევაში ეგ სხვა თემაა.

პ.ს. ზურა222-333-ს
ქართველებზე წერდნენ და ახლაც იძახიან რომ ლამაზი შესახედავი ერია და ეგ შენი სულის გამოძახილი შენი გარეგნობის ფერია.
G.LA
13 ივნისი 2024 13:35
12
გეთანხმები . Პრორუსული მთავრობა ან ხალხი სადაცაა ყველგან ბებერი დიქტატორები და კორუფციაა .სად გინახიათ რუსების მიერ აყვავებული ქვეყანა? კუბა , ვენესუელა, ჩრდილოეთ კორეა და ა.შ? Საბჭოთა კავშირის დროს რამე ნორმალურის ყიდვა თუ გინდოდა მოსკოვიდან მოგქონდა ყველაფერი. Რუსეთი იმპერიაა და თუ მის ორბიტაზე იქნები მასზე მდიდარი , მაგათზე მაღალი ცათამბჯენები, მაგათზე განათლებული, მაგათზე სიმპატიური არ უნდა იყოს ირგვლივ არავინ.
Ჰორაციო
13 ივნისი 2024 14:26
3
მაგრა გესმის ფაშიზმი რა არის :) ნაციზმიც გეცოდინება რა არის, ფაშიზმად კი შერაცხე, მაგრამ მაინც :))) მაგარი წიგნიერი ხარ, გეტყობა. ნაპოლეონის უწიგნურობის არ ვიცი, არ წამიკითხავს მისი კომენტარი, მაგრამ შენ აი მაგარი "ფრუქტი" ჩანხარ :)))
დათო
14 ივნისი 2024 00:22
5
რა იქნება წვერი გაიპარსონ მეცხვარეებივით რომ არიან.,იქნებ ხმა მივაწვდინოთ
გიო
13 ივნისი 2024 07:43
12
ლამბერსექსუალები არიან.
მე არ ვარ ბოროტი
13 ივნისი 2024 11:31
8
ქართველმა წვერი რომ მოიპარსოს სასაცილო შესახედაობა ექნება . Წვერით შეაშინებენ მაინც ვიღაცეებს )))) სამწუხაროდ შეუხედვი ერი ვართ.
zura333
13 ივნისი 2024 11:39
21
ყველა გამოხმაურება
პროევროპელი საზოგადოება სხვისი აზრების წაშლას ითხოვს. . .აი ესაა ჭეშმარიტი ქართველი უსამშობლო პროევროპელი . . სინამდვილეში ტროცკისტ-ლენინისტი ბოლშევიკი. . .აუ ვინც ე.წ ანტირუსები ხართ ყველას განურჩევლად სინამდვილეში სულ ფეხებზე გკიდიათ საქართველო. . დაუწერა დაუწერა დისლაიქი.თუ ევროპა გინდათ მაშინ ევროპა სხვისი აზრის პატივისცემას და რაშია საქმე?. . .არა ბატონებო ევროპა იყო სხვისი აზრის პატივისცემა ,ეხლა იქაც ლიბერალური ფაშიზმია. . თუმცა იქ ახალგაზრდობა იხოდება და დიდი დრო არ უწერიათ,მაგრამ საქართველოში კი აქაური ახალგაზრდობა პირიქით ლიბერალური ფაშიზმით მოიწამლა. . .განადგურდნენ ფონკრამონები არჩევნებში და ახალგაზრდობას დააბრალეს. . .არ მოუსმინეთ ანტირუსო ახალგაზრდებო?. . .
ნაპოლეონი
13 ივნისი 2024 11:05
26
არ გამოვეხმაურებოდი ამ ტროლის ტექტს მაგრამ სხვა რომ კთხულობს და არ გადაამოწმებს, ფონ კრამონმა უფრო მეტი პროცენტი აიღო არჩევნებში და ორბანმა პირიქით ნაკლები. მგონი ოცნება რომ ყოფილიყო ევროპარლამენტის არჩევნებში 60 % აიღებდნენ რომ კითხო ))
dato
13 ივნისი 2024 14:09
8
დათო რაო გვარამიამ? ოცნებაზე რას იძახი? ეს ნაცები კიდევ დარჩით?
dato-s
13 ივნისი 2024 14:41
13
ყველა გამოხმაურება
ნეტავ ის შავი კაცი ვინ იყო ჰა?
ფეოლა
13 ივნისი 2024 11:33
3
და კატოკივით გადავუაროთ თურქებს! ბიჭებო. უნდა იფრინოთ!!!! ვტირი! გენაცვალეთ. დახატეთ რა, გიჟებო!!!!!!
გიო
13 ივნისი 2024 08:36
5
ამ სოლომონ კვერკველიამ როდემდე უნდა ივარჯოშოს ინდივიდუალურად?! თუ ვერ ახერხებს მოშუშებას პირველი თამაშისთვის, მაშინ ჯობია დროზე გამოაცხადონ და უმისოდ მოემზადონ თურქებთან სათამაშოდ. ხოლო თუ ასე არაა, მაშინ დროულად ჩაერთოს საერთო ჯგუფში სავარჯიშოდ, რადგან შეთამაშებისთვის ცოტა დრო რჩება!
სიმართლე
13 ივნისი 2024 09:04
6
უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ ამინ ამინ ამინ
კაკო
13 ივნისი 2024 07:16
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული