ნეაპოლში თავს იმშვიდებენ, რომ ეს შესაძლოა, კვარაცხელიას დარჩენის მანიშნებელი იყოს - რა ფოტოები გამოაქვეყნა გუშინ ხვიჩას მეუღლემ და რას წერს იტალიური მედია ამის შესახებ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიური წამყვანი გამოცემები ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლის, ნიცა თავაძის გუშინდელ Instagram Story-ს სურათებს ეხმაურებიან.

თავაძემ 5 ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მისი ქმრის "ნაპოლიში" წარმატების მომენტებია აღბეჭდილი.

ამ ფოტოებმა "პარტენოპეის" ფანებსა და ადგილობრივ ჟურნალისტებს საბაბი მისცა, ეფიქრათ, რომ ეს შესაძლოა, გუნდში ხვიჩა კვარაცხელიას დარჩენის ნიშანი იყოს.

მაგალითისთვის, calcionews24 აღნიშნავს, რომ ნიცას ეს ჟესტი შესაძლოა, კონტრაქტის განახლების საწინდარი იყოს. ამავე საკითხზე წერენ Calcionapoli და Arenanpoli-ც.

მოგეხსენებათ, კვარაცხელიას აგენტმა და მამამ განაცხადეს, რომ მათ უნდათ, ხვიჩამ "ნაპოლი" დატოვოს. თავად ფეხბურთელმა კი Sky-სთან საუბარში აღნიშნა, რომ
მომავალზე გადაწყვეტილებას ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მიიღებს.
მკითხველის კომენტარები / 10 /
რაო ბიჭები, მაყუთი გამაზეთ და დაიბოღმეთ ისევ კვარაზე?
მე არ ვარ ბოროტი
19:00 20-06-2024
2
ნიცამ შეიძლება, ეიფელის კოშკის ან პრადოს მუზეუმის ხედები გამოფინოს ინსტაგრამზე, მაგრამ ხვიჩა მინიმუმ ერთ სეზონს კიდევ გაატარებს ნეაპოლში.
ლაურა დე ლაურენტის & ჯუზლარ ჯუღელოვ
15:42 20-06-2024
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული