ლოჩოშვილით ორი ბელგიური კლუბი დაინტერესდა

AutoSharing Option
Pianetaseriebის ცნობით, „კრემონეზე“, რომელიც სერია A-ში გადასასვლელ პლეი-ოფში „ვენეციასთან“ დამარცხდა, ჯერ კიდევ იშუშებს იარებს და მისი ფეხბურთელებით საზღვარგარეთული კლუბები დაინტერესდნენ. კერძოდ, საუბარია 26 წლის ცენტრალურ მცველ ლუკა ლოჩოშვილზე, რომელმაც შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობს.

გამოცემა იტყობინება, რომ ლოჩოშვილით ბელგიის უმაღლესი ლიგის „ვესტერლო“ და „ლევენი“ დაინტერესდნენ და საკითხი ევროპირველობის შემდეგ გადაწყდება.

ლოჩოშვილს „კრემონეზესთან“ კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 1.1 მილიონი ევროა.

alt"კრემონეზე" "ვენეციასთან" დამარცხდა და სერია B-ში დარჩა

მკითხველის კომენტარები / 5 /
მაგ გუნდებს ისევ კრემონეზე და სერია B სჯობს
ბათუმელი ექსპერტი
20:03 21-06-2024
3
ჯობია აქვე იტალიაში იყო სერია A ს კლუბებთან ახლოს მაგათ ცხვირწინ ითამაშო ეგრე უფრო დიდი შანსია ვინმე დააინტერესო
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული