ყველა ზღვარს გადავიდა - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაში არანორმალური თანხა მოითხოვა

AutoSharing Option
Sports Zone-ს ცნობით, "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას გარემოცვა ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს ფეხბურთელის მომავლის განხილვის მიზნით შეხვდა.

გამოცემის მტკიცებით, კვარაცხელიას წარმომადგენლებმა დე ლაურენტისს აცნობეს, რომ პსჟ ტრანსფერში 100 მილიონი ევროს გადასახდელად მზადაა. თუმცა, კლუბის მფლობელმა უპასუხა, რომ ეს იმ თანხის მხოლოდ ნახევარია, რა ფასადაც ხვიჩას გაასხვისებს.

ადრე "კორიერე დელო სპორტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ "პარი სენ ჟერმენმა" "ნაპოლის" და "კვარას" დიდებული წინადადებით მიმართა: 110 მილიონი ევრო ტრანსფერში, თავად ქართველს კი - 4-5-წლიანი კონტრაქტი და სეზონურ გასამრჯელოდ 11 მილიონი.

დე ლაურენტისი თანახმაა,
10 მილიონად შეძენილ კვარაცხელიას 4-5 მილიონი (პლუს, პრემიალურები) გადაუხადოს, ოღონდ ხელშეკრულებაში გამოსყიდვის უფლების პუნქტის შეტანის კატეგორიული წინააღმდეგია.

მკითხველის კომენტარები / 34 /
ნუ გაახანგრძლივებს კონტრაქტს და მოუწევს გაშვება
1
ამიტომ უნდა გყავდეს ფეხბურთის კარგი აგენტი რომ ასეთ მაფიოზ გუნდის მეპატრონეებთან ლაპარაკი შეეძლოს და რაღაც რაღაცეების გათვლები. მაგალითად გამოსასყიდი თანხის ჩაწერა და ა.შ
ტოტტი
07:41 22-06-2024
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული