ოფიციალურად - დავითაშვილი "სენტ-ეტიენის" ფეხბურთელი გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 წლის შემტევი ზურიკო დავითაშვილი "ბორდოდან" "სენტ-ეტიენში" გადავიდა.

ლიგა 1-ში აღზევებულმა "სენტ-ეტიენმა" დავითაშვილს კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გაუფორმა.

ზურიკომ განაცხადა, რომ ისტორიულ კლუბში გადასვლით ბედნიერია, მოუთმენლად ელის "ჟოფრუა გიშარზე" გულშემატკივრების წინაშე თამაშს და საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში ასპარეზობა მისთვის დიდი გამოწვევაა.

გუნდის მწვრთნელმა ოლივიე დალ’ოლიომ თქვა, რომ ქართველს ტექნიკური უნარები გააჩნია, მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, საერთაშორისო გამოცდილება გააჩნია, პასების გაკეთებაც შეუძლია, გოლების გატანაც და მისი ძალისხმევით ბურთის დაჭერის საშუალება მიეცემათ.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ძალიან, ძალიან მაგარი ამბავია. ანუ ახალი სეზონიდან მოსაცლელად ვიღას ეცლება, საგულშემატკივროდ ვალენსიას და ნაპოლის უკვე დაემატა სენტ-ეტიენი და კიდე ვნახოთ ვის აირჩევს მიქაუტაძე.
ქობულეთიდან
21:33 11-07-2024
0
კიტეს და ქოჩორას ველოდები ლა ლიგაში!
სოსო
21:42 11-07-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული