"ვალენსია" მამარდაშვილს მხოლოდ ამ შემთხვევაში გაყიდის" - AS-ი დეტალებზე წერს

AutoSharing Option
ცნობილი ესპანური გამოცემა AS-ი "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილზე წერს. მოგეხსენებათ, ქართველი კარის დარაჯი ევრო 2024-ზე ბრწყინვალედ გაისარჯა და ის არაერთ ევროპულ გრანდსაც დაუკავშირეს.

გამოცემის ინფორმაციით, "ღამურებითვის" "მამარდას" გასხვისება პრიორიტეტული ვარიანტი სულაც არ არის.

"სანამ ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს, მამარდაშვილი ისვენებს, გიორგი გუნდს 28 ივლისს შეუერთდება. "ღამურების" მთავარი მწვრთნელი რუბენ ბარახა მას გაშლილი ხელებით ელოდება, მიუხედავად იმისა, რომ "ვალენსიამ" სტოლე დიმიტრიევსკის სახით მაღალი დონის მეკარე დაიმატა.

ისევე როგორც გასულ წლებში, "ღამურები" მამარდაშვილის გაყიდვას არ ჩქარობენ. "ვალენსია" გიორგის მხოლოდ იმ შემთხვევაში გაყიდის, თუ
მისი მსურველი კლუბი 40 მილიონ ევროს გადაიხდის", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, მამარდაშვილს "ვალენსიასთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წელს ეწურება.

altმამარდაშვილი: ეს არ არის დასასრული, უფრო ძლიერები დავბრუნდებით

altესპანეთში უკვე პენალტებზე ფიქრობენ - AS მამარდაშვილის სტატისტიკაზე თერთმეტმეტრიანების სერიაში

altგიორგი მამარდაშვილი: კვარაცხელიას შეუძლია "ოქროს ბურთი" მოიგოს - ვიცით, ესპანელები პენალტებს როგორ ასრულებენ

მკითხველის კომენტარები / 12 /
თუ გაყიდვა არ უნდა რას მოიყვანა მაშინ დიმიტრიევსკი?
ჭიჭიკოს
20:24 15-07-2024
0
40 მილიონი ევრო მეკარეში? არ უნდათ ეტყობა გაყიდვა, მკვდარ ვალენსიას მხოლოდ მამარდა თუ გადაარჩენს ქვედა ლიგაში დაქვეითებას
ჭიჭიკო
20:54 14-07-2024
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული