"ხვიჩა "ნაპოლის" მომავალი კაპიტანი და მსოფლიოს უდიადესი ფეხბურთელი გახდება" - ნეაპოლური კლუბის დიპლომატიამ შედეგი გამოიღო?

AutoSharing Option
ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა პაოლო ესპოზიტომ განაცხადა, რომ "ნაპოლის" პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით შორსმიმავალი გეგმები აქვს:

"კვარას" საქმე სრულიად განსხვავებულია. მასზე აურელიო დე ლაურენტისს რამდენიმე თვის წინ ვესაუბრე.  იდეა ასეთი იყო: კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გაეგრძელებინა და როგორც კი შესაძლებელი იქნებოდა, გუნდის კაპიტანი გაეხადა. შესაძლოა, შემდეგ სეზონში. ფაქტიურად, დონ აურელიო არა სავარაუდო გაყიდვაზე, არამედ თანამშრომლობის გახანგრძლივებაზე და ხელფასის 4.5 მილიონ ევრომდე გაზრდაზე (ბონუსების გარეშე) ლაპარაკობდა, სადაც არ იქნებოდა გამოსყიდვის პუნქტი (ეს ფეხბურთელისა და მისი აგენტის, მამუკა ჯუღელისათვის შეთავაზებული
რეალური თანხაა). ამ შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, ქართველ ჩემპიონთან ხელშეკრულების გაწყვეტის არავითარი პირობები არ იქნებოდა გათვალისწინებული და ეს კლუბის გზავნილია მთელი საფეხბურთო სამყაროსადმი, რადგან ხვიჩას უახლოეს წლებში შეუძლია მსოფლიოს უდიადესი ფეხბურთელი გახდეს".

"კორიერე დელო სპორტი" წერს, რომ "ნაპოლის" დიპლომატიამ შედეგი გამოიღო, იდენტობის დაკარგვის გარეშე უკმაყოფილოები შემოირიგეს, რისი დადასტურება ჯუღელის უკვე განსხვავებული გამონათქვამია, ჯერ შეთანხმება მიღწეული არ არის, თუმცა ქართველი დარჩება, კონტემ მისი სიმპათია მოიპოვა და 25 ივლისს შეკრებაზე გამოცხადდება.

სატრანსფერო ექსპერტის, ნიკოლო სკირას მტკიცებით, კვარაცხელიას სეზონურ გასამრჯელოდ 5.5 მილიონ
ევროს პლუს 1 მილიონს ბონუსის სახით შესთავაზებენ.

მკითხველის კომენტარები / 21 /
ვინც რაც არ უნდა ამტკიცოს, ნაპოლის ჩემპიონობა ხვიჩამ მოუტანა. იტალიაშიც და ჩვენთანაც კი ათას რაღაცას მიედ-მოედნენ, აქაოდა ჯერ ოსიმენიო, მერე სპალეტიო, მერე არ ვიცი კიდე, ათას სისულელეს ქადაგებდნენ, მაგრამ გავიდა დრო და სიმართლე არ დაიმალა: თითქმის ყველამ ჩაისვარა. ხვიჩა იმ ჩაგდებულ სეზონშიც კი ბრწყინავდა, 10-ჯერ მოახერხა მატჩის საუკეთესოს წოდება მიეღო. ყველაზე მაგარ პიარის შესაძლებლობებსაც აქვს ზღვარი: საქმე საქმეზე რომ მიდგა, რაღაც ვერ ვხედავ ოსიმენზე გაცხოველებულ ტაციაობას, იგივე ხვიჩასაგან განსხვავებით. მიუხედავად ამისა ის მაინც სეზონში 10 მლნ კონტრაქტზეა და გამოსასყიდზეც უკლებენ. ამ ჩვენ ბიჭზე კი გეგონება ექსკლუზივი მიცეს ამ გაუმაძღარ ლაურენტისს. იტალიის ჩემპიონატს ყოველთვსი ვაფასებდი, მაგრამ ამ ყოველივეს შემდეგ ჯუღელის ნათქვამზე მეკეტება გონება, კიდე რომ ამას ამბობს: ლაურეტისი გადაწყვეტს ხვიჩას მომავალსო! ზოგჯერ ვფიქრობ იქნებ მე ვერ ვხდები მეთქი რამეს, მაგრამ აქაც რომ ვკითხულობ და სხვასაც რომ ვეკითხები, უმეტესობა ასევეა განწყობილი, ვეღარ ვხდები რა და როგორ ჯობია. არიან ისეთებიც, შენ ვინღა გეკითხებაო რომ იტყვის, მათთვის განვმარტავ: ეს ბიჭი მთელი ქვეყნის საუნჯეა, მთელი ახალი თაობის მაგალითი და სიამაყეა. სწორედ ამიტომ ვღელავთ ქართველების უმეტესობა მის აწმყოსა და მომავალზე.
ამატაკი
19:02 14-07-2024
5
რას ეპატრიოტებით მაგ წუწურაქებს? ჩემპიონობის შემდეგ ხელის გულზე უნდა ეტარებინათ, მაგრამ შემდეგი სეზონი ისევ კაპიკებზე ათამაშეს და რამდენიც დაკარგეს კი ხედავთ.ოსიმენისთვის დამატებული ხელფასი ხვიჩასთვის რომ გაენაწილებინა, შეიძლება ლიგაზე გამსვლელი ადგილი დაეკავებინათ, რადგან კვარაცხდლია პასიური აღარ იქნებოდა. არ უნდა დათანხმდეს ხვიჩა მისთვის მიუღებელ წინადადებას, სანამ ხელი არ მოუწერია ახალ კონტრაქტზე უპირატესობა მის მხარეზეა
David
18:38 14-07-2024
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული